იტალია მხარს უჭერს ბეწვის მეურნეობის აკრძალვას და წაულის მეურნეობის დახურვას
იტალიის სენატმა მხარი დაუჭირა ბიუჯეტის კანონში ცვლილებას, რომლის თანახმადაც ექვს თვეში დაიხურება იტალიაში დარჩენილი ათი ბეწვეულის მაწარმოებელი ფერმა და ბეწვეულის წარმოება შეწყდება მთელს ქვეყანაში.
პარლამენტის მიერ ამ რეზოლუციის დამტკიცევის შემდეგ ,იტალია გახდება მე- 16 ქვეყანა ,რომელიც აკრძალავს ბეწვეულის მეურნეობებს.
იტალიის ცხოველთა უფლებების საპარლამეტო ჯგუფის პრეზიდენტის განცხადებით ,ეს არის უდიდესი მიღწევა, რომელიც ახარებს ყველა ცხოველის მოყვარულ ადამიანს .
ბეწვი მოდის სამყაროს ნელ-ნელა ტოვებს.
”არსებობს ძალიან მკაფიო ეკონომიკური, გარემოსდაცვითი, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის და, რა თქმა უნდა, ცხოველთა კეთილდღეობის მიზეზები ბეწვის მეურნეობების დახურვისა და აკრძალვისთვის,” – თქვა, იტალიაში „Humane Society International“-ის დირექტორმა მარტინა პლუდამ, „დღევანდელი კენჭისყრა აღიარებს, რომ გარეული ცხოველების მასობრივი გამრავლება ბეწვის მოდისთვის წარმოადგენს რისკს როგორც ცხოველებისთვის, ასევე ადამიანებისთვის, რაც არ შეიძლება გამართლდეს იმ მცირე ეკონომიკური მოგებით, რომელსაც ამ საშინელ ინდუსტრიაში ჩართული ადამიანების მცირე რიცხვი იღებს“ .
გადაწყვეტილება მიიღეს „Humane Society International/Europe“-თან მოლაპარაკების შემდეგ, რომელიც სთავაზობდა სტრატეგიბეს თავისი ანგარიშიდან, „Mink breeding in Italy: Mapping and future perspectoves“, ბეწვის ფერმების დახურვისა და მათი ჰუმანურ და მდგრად ბიზნესად გადაქცევისათვის. პარლამენტის მიერ რეზოლუციის დამტკიცების შემდეგ, იტალია გახდება ევროპის მე-16 ქვეყანა, რომელიც აკრძალავს ბეწვის მეურნეობას.
შესწორება მოითხოვს, რომ იტალიაში ბეწვის ყველა ფერმა დაიხუროს 2022 წლის 30 ივნისამდე. ის ასევე დაუყოვნებლივ კრძალვას წაულის, მელას, ენოტი ძაღლებისა და ჩინჩილაების გამოყვანას. გარდამავალი პროცესის შემსუბუქების მიზნით, ბეწვის ფერმერებს 2022 წელს სოფლის მეურნეობის სამინისტრო 3 მილიონ ევროს გადაუხდის, იტყობინება „VegNews“.
ბეწვი მოდის სამყაროს ნელ-ნელა ტოვებს. მსხვილმა ბრენდებმა, როგორიცაა: გუჩი, პრადა, ვალენტინო და ვერსაჩე, კრძალავენ ბეწვის გამოყენებას მათ კოლექციებში, ხოლო მსხვილი საცალო ვაჭრებიი, როგორიცაა: „Saks Fifth Avenue“ და „Macy’s“ აღარ ყიდიან მას.
„იმდენი დიზაინერი, საცალო გამყიდველი და მომხმარებელია ბეწვისგან თავისუფალი, რომ ბეწვის ფერმების გარდაქმნა ადამიანებს სთავაზობს მდგრად მომავალს, რომელსაც ბეწვის ვაჭრობა უბრალოდ ვერ უზრუნველყოფს“, – თქვა პლუდამ, იტყობინება „VegNews“.
ბეწვის მეურნეობა ასევე წარმოადგენს COVID-19-ის რისკებს, ეს ჩანს იქიდან, რომ ევროპის ბევრმა წაულის ფერმამ აღმოაჩინა ვირუსი პანდემიის დასაწყისში. COVID-19-ის შემთხვევა დაფიქსირდა 465 წაულასის ბეწვის ფერმაში 12 ქვეყანაში, მათ შორის იტალიაში, აშშ-სა და კანადაში.
„Greek Reporter“ _ ი წერს; _„ცხოველთა უფლებების დაცვის ოცდაათი წლის განმავლობაში ეს საუკეთესო გამარჯვებაა. ძლივს, პარლამენტი მხარს უჭერს ენითაღუწერელი წამების დასასრულს,” – აღნიშნა ჰონმ მიქელა ვიტორია ბრამბილმა, ცხოველთა უფლებების საპარლამენტო ჯგუფის პრეზიდენტმა იტალიაში,
„ ეს არის დიდი მიღწევა , რომელიც საბოლოოდ ახარებს ყველას , ვისაც უყვარს და ვინც პატივს ცემს ცხოველებს“ _ ასევე ბრამბილმა განაცხადა “VegNews”_ თან ინტერვიუშიც .
სტატიაზე მუშაობდა : ქეთო გობრონიძე და ანა ახალაძე
წყარო : www.ecowatch.com