GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
  • ძებნა
GreenPole
  • Home
  • AQ Map
  • Projects
  • NEWS
    • Georgia
    • World
  • Discovery
  • Our Team
  • Contact
  • ქართული
  • Search

63 გადაშენების პირას მყოფი აფრიკული პინგვინი იღუპება ფუტკრის ნაკბენისგან “Fluke” ტრაგედიაში

Homepage მსოფლიო 63 გადაშენების პირას მყოფი აფრიკული პინგვინი იღუპება ფუტკრის ნაკბენისგან "Fluke" ტრაგედიაში
მსოფლიო, შემეცნებითი

63 გადაშენების პირას მყოფი აფრიკული პინგვინი იღუპება ფუტკრის ნაკბენისგან “Fluke” ტრაგედიაში

ნოემბერი 9, 2021
By GREENPOLE
1 კომენტარი
1252 ნახვა
ნახვები : 355
  • 63 გადაშენების პირას მყოფი აფრიკული პინგვინის იდუმალი სიკვდილის მიზეზი ფუტკრის ნაკბენი აღმოჩნდა.
  • ფრინველების სიკვდილის მიზეზების დადგენაზე SANCCOB-ი SANPark– სა და ქალაქ კეიპ თაუნთან ერთად მუშაობს.
  • ეს შემთხვევა ძალიან შემაშფოთებელია, რადგან აფრიკული პინგვინები ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) მიერ გადაშენების პირას მყოფი არსებების ჩამონათვალში შედიან.

63 გადაშენების პირას მყოფი აფრიკული პინგვინის იდუმალი სიკვდილის მიზეზი ფუტკრის ნაკბენი აღმოჩნდა.

AFP და სამხრეთ აფრიკის ეროვნული პარკების (SANParks) მაგიდის მთის ეროვნული პარკის ფეისბუქ პოსტში ნათქვამია, რომ ფრინველები პარასკევს დილით იპოვეს გარდაცვლილები კეიპ თაუნის (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა) მიმდებარედ.

„მკვდარი პინგვინების შემოწმებამ აჩვენა ფუტკრის ნაკბენები პინგვინების თვალების გარშემო“, – სანაპირო ფრინველების დაცვის სამხრეთ აფრიკის ფონდის (SANCCOB) კლინიკურმა ვეტერინარმა, დევიდ რობერტსმა, AFP-ს კვირას განუცხადა. „ეს ძალიან იშვიათი შემთხვევაა, სამწუხარო პრეცედენტი.“

ფრინველების სიკვდილის მიზეზების დადგენაზე SANCCOB-ი SANPark– სა და ქალაქ კეიპ თაუნთან ერთად მუშაობს. ფრინველები აფრიკული პინგვინების კოლონიაში სიმონსტონში ბინადრობდნენ.

„მათი სიკვდილი ხუთშაბათ შუადღის და პარასკევ დილის შუალედში საკმაოდ მოულოდნელი იყო,“ – წერს SANParks-სი.

წინასწარი გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ფრინველებს ფუტკრების მრავალი ნაკბენი აღენიშნებოდათ და, გარდა ამისა, ინციდენტის ადგილზე მკვდარი ფუტკარიც აღმოაჩინეს. ნაკბენები ფრინველებს ძირითადად  თვალების გარშემო და ფრთებზე ჰქონდათ, რომლებიც მათი სხეულის ის ნაწილებია, რომლებიც ბუმბულით არ არის დაფარული. ამის შესახებ SANCCOB’s-ის ექიმმა, კატა ლუდინიამ, BBC News-ს განუცხადა. ერთ -ერთ პინგვინს 27-ჯერ ჰქონდა ნაკბენი.

„თითოეულ პინგვინზე აღმოჩენილი ნაკბენების რაოდენობით თუ ვიმსჯელებთ, ალბათ  საკმარისი იქნებოდა სიკვდილის მიზეზი გამხდარიყო ამ ზომის ნებისმიერი ცხოველისთვის,“- განაცხადა ლუდინიამ.

SANParks საზღვაო ბიოლოგმა, დოქტორ ელისონ კოკმა, BBC New-სთან საუბარში განაცხადა, რომ ფრინველების ასეთი ტიპის სიკვდილი ფუტკრების და პინგვინების თანაარსებობისთვის არ იყო დამახასიათებელი.

„როგორც წესი ფუტკრები და პინგვინები მშვიდად თანაარსებობენ,“ განაცხადა დოქტორ ელისონ კოკმა. „ფუტკრები არ იკბინებიან, თუ არ მოხდა მათი პროვოცირება. ჩვენი ვარაუდით, ამ ტერიტორიაზე მობინადრე ფუტკრების ბუდეს ან სკას შეექმნა საფრთხე, რამაც ფუტკრების მასიური გაქცევა გამოიწვია. სამწუხაროდ, აგრესიული ფუტკრები გზად პინგვინების ჯგუფს გადაეყარა.“

ეს შემთხვევა ძალიან შემაშფოთებელია, რადგან აფრიკული პინგვინები ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) მიერ გადაშენების პირას მყოფი არსებების ჩამონათვალში შედიან.

BBC News-ის თანახმად, აფრიკული პინგვინები მომცრო ზომის ფრინველები არიან და ძირითადად ბინადრობენ სამხრეთ აფრიკისა და ნამიბიის სანაპიროებსა და კუნძულებზე. IUCN-ის მონაცემებით, ბუნებაში მხოლოდ 41,700 ზრდასრული ფრინველია დარჩენილი და მათი რაოდენობა კიდევ უფრო მცირდება, ძირითადად საკვების უკმარისობის, კლიმატის ცვლილებისა და კომერციული თევზჭერის კონკურენციის გამო.

SANPark–ის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა ასევე გაგზავნეს ახლადდაღუპული ფრინველების ბიოლოგიური ნიმუშები შესამოწმებლად დაავადებებსა და ტოქსიკურ ნივთიერებებზე.

„გვინდა ჩვენი მადლიერება გამოვხატოთ ყველა იმ პარტნიორის მიმართ, განსაკუთრებით SANCCOB-ს და ქალაქ კეიპტაუნს, ამ უჩვეულო შემთხვევის გამოძიებაში გაწეული დახმარებისთვის,“ – დაწერა კოკიმ ფეისბუქზე შაბათს. „დღეის მონაცემებით აფრიკული პინგვინების გარდაცვალების შემთხვევა აღარ დაფიქსირებულა და ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ სიტუაციის მონიტორინგს.“

 

სტატიაზე მუშაობდა : მაია ბურდული და დეა კუსიანი

წყარო : www.ecowatch.com


წინა პოსტი
სენსორები რეალურ დროში ასახავენ ჩიკაგოს მდინარის ხარისხს
შემდეგი პოსტი
2021 წელს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა 2020 წლის მაჩვენებელს 17%-ით აღემატება

1 reply added

  1. 注册获取100 USDT ოქტომბერი 24, 2026 პასუხი

    Can you be more specific about the content of your article? After reading it, I still have some doubts. Hope you can help me.

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • რა არის კომპოსტირება და რატომ არის ის გარემოსთვის სასარგებლო?
  • COP16: გაეროს მოლაპარაკებები დასრულდა იმ ქვეყნებით, რომლებიც მხარს უჭერენ წელიწადში 200 მილიარდ დოლარს ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის გეგმას
  • როგორ ებრძვიან ქალაქები „სითბოს კუნძულის ეფექტს“
  • Life in a heat dome: The American West is figuring out how to keep cool
  • სიცოცხლე „სიცხის გუმბათის“ პირობებში: როგორ ცდილობს გაგრილებას ამერიკის დასავლეთი
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ხუთშაბათი, 5, ნოე
რა არის კომპოსტირება და რატომ არის ის გარემოსთვის სასარგებლო?
კვირა, 1, ნოე
COP16: გაეროს მოლაპარაკებები დასრულდა იმ ქვეყნებით, რომლებიც მხარს უჭერენ წელიწადში 200 მილიარდ დოლარს ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის გეგმას
შაბათი, 17, ოქტ
როგორ ებრძვიან ქალაქები „სითბოს კუნძულის ეფექტს“
სამშაბათი, 29, სექ
Life in a heat dome: The American West is figuring out how to keep cool
სამშაბათი, 29, სექ
სიცოცხლე „სიცხის გუმბათის“ პირობებში: როგორ ცდილობს გაგრილებას ამერიკის დასავლეთი
ოთხშაბათი, 23, სექ
ბარსელონაში NO₂-ის დონე მნიშვნელოვნად შემცირდა დაბალი ემისიის ზონის დანერგვის შედეგად

Welcome back,