GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
      • English
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ჩვენი გუნდი
  • კონტაქტი
  • ქართული
    • English
  • ძებნა

სენსორები რეალურ დროში ასახავენ ჩიკაგოს მდინარის ხარისხს

Homepage მსოფლიო სენსორები რეალურ დროში ასახავენ ჩიკაგოს მდინარის ხარისხს
მსოფლიო

სენსორები რეალურ დროში ასახავენ ჩიკაგოს მდინარის ხარისხს

ნოემბერი 6, 2021
By GREENPOLE
0 კომენტარი
277 ნახვა
  • ჩიკაგოს არასამთავრობო ორგანიზაცია Current-მა 2019 წელს მდინარის სამ ძირითად განშტოებაში სამი სენსორი დაამონტაჟა, რომლებიც წყლის ხარისხს ზომავენ. 2021 წლის სექტემბერში გაეშვა ვებგვერდი, რომელიც სენსორების მონაცემებს ონლაინ რეჟიმში აჩვენებს.
  • მე-19 საუკუნიდან მდინარის სისტემას ხორცპროდუქტებისა და ხე-ტყის გადასაზიდად იყენებდნენ, რა დროსაც მდინარის დაბინძურება ნარჩენებითა და კანალიზაციის წყლებითაც დაიწყო.
  • ბოლო წლებში, მრავალმილიარდიანი ინვესტიციის შედეგად აშენდა წყალსაცავები და მიწისქვეშა გვირაბები, რამაც მდინარის წყლის ხარისხი გააუმჯობესა. თუმცა, წვიმებისა და შტორმის შედეგად დატბორვის შემდეგ, წყალსატევებში მაინც ხვდება ფეკალური კოლიფორმის ბაქტერია, რომელიც წყალში სახიფათო პათოგენების არსებობაზე მიანიშნებს.
  • კლიმატური ცვლილების შედეგად მოსალოდნელია უფრო ინსტენსიური შტორმები, რომლებიც მომავალშიც გამოიწვევს ქალაქის საკანალიზაციო სისტემის დატბორვასა და მის მდინარეში ჩადინებას.

 

ჩიკაგო (AP) – ნიჩბოსნები, კაიაკერები და ჩიკაგოს მდინარის სხვა მომხმარებლები რეალურ დროში აკვირდებიან წყლის ხარისხის მაჩვენებელს იმ სისტემაში, რომელიც ქალაქის ცენტრსა და გარშემო უბნებში ტრიალებს.

ჩიკაგოს არასამთავრობო ორგანიზაცია Current-მა 2019 წელს მდინარის სამ ძირითად განშტოებაში სამი სენსორი დაამონტაჟა, რათა უწყვეტად განისაზღვროს ადამიანებისა და სხვა თბილსისხლიანი ცხოველების გამონაყოფი ბაქტერიების რაოდენობა.

ორგანიზაცია თავდაპირველად გეგმავდა, რომ 2020 წელს დაეწყო რეალურ დროში მიღებული შედეგები გასაჯაროება; თუმცა, კორონავირუსის პანდემიამ მათი გეგმები ხუთშაბათამდე (2021 წლის სექტემბერი) გადადო, როდესაც ვებ-გვერდმა, ყოველ 15 წუთში ერთხელ  განახლებადი მონაცემებით, ონლაინ ფორმატში დაიწყო მუშაობა.

მე-19 საუკუნეში ქალაქი სწორედ მდინარის, უფრო სწორად, მდინარეთა სისტემისა და ხელოვნური არხების მეშვეობით განვითარდა, რომლებმაც გზა გაკვალეს დიდ ტბებსა და მდინარე მისისიპის სისტემამდე. მიუხედავად იმისა, რომ ხორცპროდუქტებისა და ხე -ტყის ინდუსტრია მდინარეს გადაზიდვისთვის იყენებდა, ეს წყლის გზა ამასთანავე ნაგავსაყრელად იქცა ამ და სხვა ინდუსტრიებისა და, ასევე, საცხოვრებელი სახლებისა და ბიზნესების კანალიზაციებისთვის.

156 მილიანი (251 კილომეტრიანი) მდინარის სისტემის ხარისხი ბოლო წლებში გაუმჯობესდა, მრავალმილიარდიანი დოლარის ღირებულების ახალი წყალსაცავებისა და მიწისქვეშა გვირაბების მშენებლობების დახმარებით. თუმცა, როდესაც ჩიკაგოს საკანალიზაციო სისტემები წვიმის დროს იტბორება, კანალიზაცია და შტორმის წყალი მდინარისკენ მიემართება, რაც იწვევს საყოველთაო გაფრთხილებას, დღეების მანძილზე არ გამოიყენონ წყალი.

ამის შეცვლა ნაკლებად სავარაუდოა; ქალაქის ხელისუფლება მოსახლეობას აფრთხილებს, რომ კლიმატის ცვლილების ეფექტები უფრო ხშირ და ინტენსიურ ქარიშხლებს გამოიწვევს.

ფეკალური კოლიფორმი თავისთავად სახიფათო არ არის, მაგრამ წყალსატევში ბაქტერიების არსებობა გაფრთხილებაა, რომელიც მეცნიერებს იქ დაავადების გამომწვევი პათოგენების არსებობაზე მიანიშნებს.

ადგილობრივი თუ სახელმწიფო მარეგულირებლებისგან ხელმისაწვდომია მდინარიდან წყლის ნიმუშების ტრადიციული ტესტირების შედეგები, მაგრამ ისინი არარეგულარულად გროვდება. ასევე, მომხმარებლებსაც შეუძლიათ, გადაამოწმონ უახლესი გამაფრთხილებელი სიგნალები, რომლებიც მათ მდინარეში კანალიზაციის მოხვედრას ამცნობენ.

თუმცა, იმ დღეს (შტორმის) წყალზე მოხვედრის სურვილის მქონე ადამიანებს არ დავეხმარებით, თქვა ალენა ჰარკნესმა, Current- ის აღმასრულებელმა დირექტორმა.

Current-ის ოპტიკური სენსორები ვერ ზომავს არსებული ფეკალური კოლიფორმის დონეს. სამაგიეროდ, ის აგროვებს მონაცემებს წყლის ამღვრეულობისა და ტემპერატურის შესახებ და, ასევე, იმ გამოსხივების შესახებ, რომელსაც გამოყოფს ტრიპტოფანი – ამინომჟავა მიკროორგანიზმებიდან, რომელიც დაკავშირებულია ფეკალურ კოლიფორმთან. ეს საშუალებას აძლევს სპეციალისტებს, შეაფასოს არსებული ბაქტერიების დონე, ამბობს ჰარკნესი.

„ჩვენ გვაქვს იმის მძაფრი განცდა თუ რა მდგომარეობაშია მდინარე დღესდღეობით, როგორ განსხვავდება ის მდინარის ისტორიული მდგომარეობისაგან და როგორ იცვლება ის სხვადასხვა განშტოებაში” – თქვა მან. „და ეს მნიშვნელოვანი ამბავია იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც წყვეტენ, თუ როგორ გამოიყენონ მდინარე ყოველდღიურად”.

მაგალითად, კაიაკერს შეუძლია გადაწყვიტოს, გამოიყენოს მდინარის მთავარი განშტოება სამხრეთის ან ჩრდილოეთის განშტოების ნაცვლად, თუკი სენსორები აჩვენებენ, რომ ბაქტერიების დონე  სახელმწიფო სტანდარტით გათვალისწინებულ, უსაფრთხო რეკრეაციული გამოყენებისთვის საჭირო დონეზე მაღალია, თქვა ჰარკნესმა.

ლინკოლნის პარკის სანაოსნო კლუბის აღმასრულებელმა დირექტორმა ტრიშ ბრუბეკერმა განაცხადა, რომ ის შეძლებს ამ ინფორმაციის გამოყენებას ნიჩბოსნთა კლუბების ვარჯიშის დაგეგმვისას.

ბრუბეკერის თქმით, გასულ წელს კლუბები ხშირად იყენებდნენ ერთადგილიან ნავებს სოციალური დისტანციის დასაცავად. თუმცა, ასეთი ნავები მიდრეკილნი არიან ამოტრიალებისკენ და ერთი ასეთი ინციდენტის შედეგად, სპორტსმენი ავად გახდა მდინარის წყალში ჩავარდნის შემდეგ.

”ეს ნამდვილად იმოქმედებს იმაზე, თუ ვის ჩავსვამთ ერთადგილიან ნავში ან ვივარჯიშებთ თუ არა საერთოდ ასეთი ნავებით” – თქვა ბრუბეკერმა.

ჩიკაგოს ჩამდინარე წყლების სისტემაზე პასუხისმგებელი სააგენტოს წარმომადგენლებმა ხალხი გააფრთხილა, რომ ისინი მთლიანად არ უნდა იყვნენ დამოკიდებული სენსორების მონაცემებზე.

ეს ტექნოლოგია უფრო ახალია, ვიდრე წყლის ნიმუშების ტრადიციული ტესტირების მეთოდი და ის მხოლოდ დროის კონკრეტულ მონაკვეთს აფიქსირებს, – თქვა დოქტორმა ჰენგ ჟანგმა, ჩიკაგოს მეტროპოლიტენის წყლის სამელიორაციო უბნის მონიტორინგისა და კვლევის დირექტორის თანაშემწემ.

მდინარის მომხმარებლებმა ასევე უნდა გაითვალისწინონ ბოლოდროინდელი ამინდი, ნავების მოძრაობა და ნებისმიერი ოფიციალური გაფრთხილება, თქვა მან.

”რაც უფრო მეტი ინფორმაცია ექნება ხალხს, მით უკეთესია”, – თქვა მან. ”მაგრამ უბრალოდ გესმოდეთ, რომ ინფორმაცია მხოლოდ მაჩვენებელია და ის არ შეიძლება იყოს 100%-ით მართალი. მას ბევრი ვარიაცია აქვს”.

ამჟამინდელი ოფიციალური პირები იმედოვნებენ, რომ მდინარის შესახებ მეტი ინფორმაციის გავრცელება გააუმჯობესებს მდინარის რეპუტაციას იმ ადამიანებს შორის, რომლებიც მას კვლავ ნაგავსაყრლად მიიჩნევენ.

დაგ მაკკონელი, არასამთავრობო ორგანიზაცია „გრძელი ცურვის“ თანადამფუძნებელი, რომელიც ფულს აგროვებს ლუ გერიგის დაავადების კვლევისთვის, რამდენიმე წელია ცდილობს ქალაქის შესაბამისი სამსახურიდან მდინარეზე ცურვის ნებართვის მიღებას. იგი აღფრთოვანებულია მიმდინარე პროექტით და იმედოვნებს, რომ ინფორმაცია გამოიწვევს მდინარისადმი მეტ ინტერესს.

”რაც საჭიროა, რომ აქ მოხდეს, არის  ადამიანების შთაბეჭდილებისა და აღქმის ცვლილება” – თქვა მაკკონელმა. ”ჩიკაგოს აქ არსებობის მთავარი მიზეზი ეს მდინარეა. ეს მართლაც პატივსაცემია“.

 

სტატიაზე მუშაობდა : ლიზი ფირცხალაიშვილი და მეგი რუსია

წყარო : apnews.com

ნახვები : 90 2 წუთის საკითხავი

წინა პოსტი
მეცხოველეობით დაკავებული 20 კომპანია უფრო მეტ სათბურის აირს წარმოქმნის, ვიდრე დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი ან გერმანია.
შემდეგი პოსტი
63 გადაშენების პირას მყოფი აფრიკული პინგვინი იღუპება ფუტკრის ნაკბენისგან “Fluke” ტრაგედიაში

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • “ჩემი ქალაქი მკლავს“ მოძრაობა, ბოლნისის რაიონის სოფელ გეთაში ჩავიდა
  • ლონდონი და მილანი ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით შეკრებას უხელმძღვანელებენ
  • ლონდონში დაწყებულია კამპანია შეშის წვის საფრთხეებზე ცნობიერების ასამაღლებლად
  • ნიუკასლის სუფთა ჰაერის ზონა აქტიურდება
  • აშშ-ის მთავრობა ასთმის საშიშროების გამო გაზის ქურების აკრძალვას განიხილავს
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2020 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ოთხშაბათი, 22, მარ
“ჩემი ქალაქი მკლავს“ მოძრაობა, ბოლნისის რაიონის სოფელ გეთაში ჩავიდა
ორშაბათი, 20, მარ
ლონდონი და მილანი ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით შეკრებას უხელმძღვანელებენ
შაბათი, 11, მარ
ლონდონში დაწყებულია კამპანია შეშის წვის საფრთხეებზე ცნობიერების ასამაღლებლად
კვირა, 26, თებ
ნიუკასლის სუფთა ჰაერის ზონა აქტიურდება
პარასკევი, 24, თებ
აშშ-ის მთავრობა ასთმის საშიშროების გამო გაზის ქურების აკრძალვას განიხილავს
პარასკევი, 24, თებ
გაერთიანებული სამეფოს საზოგადოება უარს ამბობს საზოგადოებაში მოწევაზე, ტრასნპორტის გამონაბოლქვი კი შედარებით მისაღები რჩება

Welcome back,