GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
  • ძებნა
GreenPole
  • Home
  • AQ Map
  • Projects
  • NEWS
    • Georgia
    • World
  • Discovery
  • Our Team
  • Contact
  • ქართული
  • Search

2021 წელს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა 2020 წლის მაჩვენებელს 17%-ით აღემატება

Homepage საქართველო 2021 წელს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა 2020 წლის მაჩვენებელს 17%-ით აღემატება
საქართველო

2021 წელს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა 2020 წლის მაჩვენებელს 17%-ით აღემატება

ნოემბერი 9, 2021
By GREENPOLE
0 კომენტარი
770 ნახვა
ნახვები : 114

2021 წლის იანვრიდან სექტემბრამდე პერიოდში ქვეყნის მასშტაბით 4335 საგზაო შემთხვევა მოხდა, რომელსაც 305 ადამიანის სიცოცხლე ემხვერპლა, 5746 კი დაშავდა.

აღნიშნულ ინფორმაციას „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, 2021 წლის სამივე კვარტალში მომხდარი საგზაო შემთხვევების რაოდენობა 2020 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს 17%-ით აღემატება, ამასთანავე, ლეტალობა 9,4%-ით შემცირდა, ხოლო სხეულის დაზიანება 15%-ით გაიზარდა.

„2021 წლის მესამე კვარტალში (ივლისი-აგვისტო-სექტემბერი) მოხდა 1573 საგზაო შემთხვევა, დაიღუპა – 116 და დაზიანდა 2151 ადამიანი.

2020 წლის მესამე კვარტალთან შედარებით (ივლისი-აგვისტო-სექტემბერი) მიმდინარე წლის იგივე პერიოდში საგზაო შემთხვევები გაიზარდა 9.5%-ით, ლეტალობა შემცირდა 13,4%-ით, ხოლო სხეულის დაზიანება გაიზარდა 6,4%-ით.

სტატისტიკის მიხედვით, საგზაო დარღვევების რიცხვი მზარდია, განსაკუთრებით კი იზრდება ისეთი უხეში დარღვევები როგორიცაა – საპირისპირო ზოლში მოძრაობა, გასწრების წესების დარღვევა, სიჩქარის გადაჭარბება და სხვა.

ქულათა სისტემის რამდენიმეწლიანმა გამოცდილებამ დაგვანახა, რომ მისი ადმინისტრირების სირთულიდან გამომდინარე (საპატრულო პოლიციის მიერ ხდება ქულათა ჩამოკლება) უხეში დარღვევების აღკვეთა ვერ ხერხდება, შესაბამისად, მოქმედების შემდეგ ეტაპზე გადასვლაა საჭირო და ქულების ჩამოკლება უხეში დარღვევებისთვის ჭკვიანმა კამერებმა უნდა გააკონტროლონ.

აღსანიშნავია, რომ სიჩქარის გადაჭარბება საქართველოში საგზაო შემთხვევის გამომწვევი ერთ-ერთი წამყვანი მიზეზია, ქალაქის გზებზე დაწესებული სიჩქარის ლიმიტები გადასახედია და დასაახლოვებელი ევროპულ სტანდარტებთან“, – ნათქვამია ორგანიზაცია „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

წყარო : knews.ge

წინა პოსტი
63 გადაშენების პირას მყოფი აფრიკული პინგვინი იღუპება ფუტკრის ნაკბენისგან “Fluke” ტრაგედიაში
შემდეგი პოსტი
ქალი, რომელიც ხულოში 3500 ვარდს უვლის

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • Life in a heat dome: The American West is figuring out how to keep cool
  • სიცოცხლე „სიცხის გუმბათის“ პირობებში: როგორ ცდილობს გაგრილებას ამერიკის დასავლეთი
  • ბარსელონაში NO₂-ის დონე მნიშვნელოვნად შემცირდა დაბალი ემისიის ზონის დანერგვის შედეგად
  • Barcelona’s NO₂ levels dramatically reduced by Low Emission Zone
  • Renewable and Low-Carbon Sources Accounted for Over 40% of Global Electricity Production in 2024: Report
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
სამშაბათი, 29, სექ
Life in a heat dome: The American West is figuring out how to keep cool
სამშაბათი, 29, სექ
სიცოცხლე „სიცხის გუმბათის“ პირობებში: როგორ ცდილობს გაგრილებას ამერიკის დასავლეთი
ოთხშაბათი, 23, სექ
ბარსელონაში NO₂-ის დონე მნიშვნელოვნად შემცირდა დაბალი ემისიის ზონის დანერგვის შედეგად
ოთხშაბათი, 23, სექ
Barcelona’s NO₂ levels dramatically reduced by Low Emission Zone
კვირა, 13, სექ
Renewable and Low-Carbon Sources Accounted for Over 40% of Global Electricity Production in 2024: Report
კვირა, 13, სექ
ანგარიშის მიხედვით, განახლებადი და დაბალნახშირბადოვანი წყაროები 2024 წელს გლობალური ელექტროენერგიის წარმოების 40%-ზე მეტს შეადგენდა

Welcome back,