GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
  • ძებნა
GreenPole
  • Home
  • AQ Map
  • Projects
  • NEWS
    • Georgia
    • World
  • Discovery
  • Our Team
  • Contact
  • ქართული
  • Search

ლურჯი ვეშაპი 40-წლიანი გაუჩინარების შემდეგ ესპანეთში ბრუნდება: რას უნდა ნიშნავდეს ეს?

Homepage მსოფლიო ლურჯი ვეშაპი 40-წლიანი გაუჩინარების შემდეგ ესპანეთში ბრუნდება: რას უნდა ნიშნავდეს ეს?
მსოფლიო

ლურჯი ვეშაპი 40-წლიანი გაუჩინარების შემდეგ ესპანეთში ბრუნდება: რას უნდა ნიშნავდეს ეს?

სექტემბერი 25, 2021
By GREENPOLE
0 კომენტარი
1072 ნახვა
ნახვები : 327
  • ორმოცწლიანი გაუჩინარების შემდეგ ლურჯი ვეშაპები ესპანეთის სანაპიროს უბრუნდებიან. 2017 წლიდან ესპანეთის ჩრდილოეთ სანაპიროზე ამ ვეშაპების სამი წარმომადგენელი გამოჩენილა. ბოლო 10 აგვისტოს დააფიქსირეს.

ორმოცწლიანი გაუჩინარების შემდეგ ლურჯი ვეშაპები ესპანეთის სანაპიროს უბრუნდებიან. 2017 წლიდან ესპანეთის ჩრდილოეთ სანაპიროზე ამ ვეშაპების სამი წარმომადგენელი გამოჩენილა. ბოლო 10 აგვისტოს დააფიქსირეს.

„გვინდა სასიხარულო სიახლე გაგაცნოთ: მსოფლიოს უდიდესი არსება და ოკეანის სიმბოლო ბრუნდება!“ – დაწერა ინსტაგრამის პროფილზე BDRI-მ.

National Geographic-ის კვლევის თანახმად, ლურჯი ვეშაპი მსოფლიოს ისტორიაში უდიდესი არსებაა. ის შეიძლება იყოს 100 ფუტი სიგრძის და იწონიდეს 200 ტონას. ამის მიუხედავად, ისინი მეოცე საუკუნეში არაერთხელ გამხდარან ნადირობის ობიექტები. 1966 წლიდან მსოფლიო ორგანიზაციებმა ამ სახეობის დაცვა დაიწყეს, თუმცა დღემდე ის მაინც დაუცველად მიიჩნევა.

1986 წლამდე ესპანეთში ლურჯ ვეშაპებზე აქტიურად ნადირობდნენ, თუმცა შემდეგ გაიაზრეს რეალური საფრთხეები და დამნაშავეების დასჯა დაიწყეს. ამ თარიღიდან მოყოლებული პირველი დაბრუნებული ვეშაპი 2017 წელს შენიშნეს, მეორე – 2018, ხოლო უკანასკნელი – 2020 წელს. მეცნიერებს ჯერჯერობით უჭირთ ამ მოვლენის გამომწვევი ზუსტი ფაქტორების დასახელება, თუმცა დიდია ალბათობა იმისა, რომ ამაში წვლილი კლიმატურ კრიზისს მიუძღვის. შესაძლოა, სხვა ტერიტორიაზე ვეშაპებისთვის გაუსაძლისი საარსებო პირობები შეიქმნა, რის გამოც მათ დაბრუნება მოუხდათ.

მკვლევრები ცდილობენ ფაქტის შესწავლას და რეალური მიზეზების დადგენას, თუმცა აშკარაა, რომ დედამიწაზე დიდი ეკოლოგიური ცვლილებები მიმდინარეობს და რამდენად დადებითი კუთხით შეიცვლება გარემო – ეს კითხვის ნიშნის ქვეშაა.

 

სტატიაზე მუშაობდა : დეა კუსიანი

წყარო : www.ecowatch.com


წინა პოსტი
ორი ახალი კვლევა ადასტურებს, რომ მცენარეული საკვებით დატვირთული რაციონი ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გაჩენის რისკს
შემდეგი პოსტი
აი, რატომ არის გრელანდიაში მოსული ნალექის რეკორდული რაოდენობა უმნიშვნელოვანესი

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • Renewable and Low-Carbon Sources Accounted for Over 40% of Global Electricity Production in 2024: Report
  • ანგარიშის მიხედვით, განახლებადი და დაბალნახშირბადოვანი წყაროები 2024 წელს გლობალური ელექტროენერგიის წარმოების 40%-ზე მეტს შეადგენდა
  • მსოფლიო მძლეოსნობის ფედერაცია აფართოებს ინიციატივას „სირბილი სუფთა ჰაერისთვის“
  • კვადრატული მილი ამცირებს გამონაბოლქვს, რადგან ქალაქი სუფთა ნულოვანი მომავლისკენ ისწრაფვის
  • ელექტრომობილის შეძენის განხილვისას, ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი გარემოზე ზრუნვის საკითხია
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
კვირა, 13, სექ
Renewable and Low-Carbon Sources Accounted for Over 40% of Global Electricity Production in 2024: Report
კვირა, 13, სექ
ანგარიშის მიხედვით, განახლებადი და დაბალნახშირბადოვანი წყაროები 2024 წელს გლობალური ელექტროენერგიის წარმოების 40%-ზე მეტს შეადგენდა
კვირა, 9, აგვ
მსოფლიო მძლეოსნობის ფედერაცია აფართოებს ინიციატივას „სირბილი სუფთა ჰაერისთვის“
ოთხშაბათი, 27, მაი
კვადრატული მილი ამცირებს გამონაბოლქვს, რადგან ქალაქი სუფთა ნულოვანი მომავლისკენ ისწრაფვის
სამშაბათი, 26, მაი
ელექტრომობილის შეძენის განხილვისას, ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი გარემოზე ზრუნვის საკითხია
პარასკევი, 1, მაი
დაბალი ემისიის ზონამ გლაზგოში ჰაერის დაბინძურება მესამედით შეამცირა

Welcome back,