GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

30 მილიონი ფუნტი წმინდა ნულოვანი მაგისტრალის პროექტების განსახორციელებლად

Homepage მსოფლიო 30 მილიონი ფუნტი წმინდა ნულოვანი მაგისტრალის პროექტების განსახორციელებლად
მსოფლიო

30 მილიონი ფუნტი წმინდა ნულოვანი მაგისტრალის პროექტების განსახორციელებლად

ივლისი 23, 2022
By GREENPOLE
0 კომენტარი
517 ნახვა
ნახვები : 162
  • გამოცხადდა 30 მილიონიანი ინვესტიცია კონკურსისთვის „Live Labs 2“, რომელიც მიზნად ისახავს წმინდა ნულოვანი მაგისტრალების შესახებ იდეების განხორციელებას.
  • წინა Live Labs პროგრამამ დიდ წარმატებას მიაღწია და ხელი შეუწყო რვა ადგილობრივი პროექტის შექმნას.
  • ექსპერტები იმედოვნებენ, რომ პროექტი დეკარბონიზაციის პროცესს დააჩქარებს.

 

ტრანსპორტის დეპარტამენტმა გამოაცხადა 30 მილიონი ფუნტის ინვესტიციის თაობაზე, რომელიც ავტომაგისტრალის დეკარბონიზაციის ინოვაციური პროექტების განხორციელებას მოხმარდება.

გამოცხადდა მრავალმილიონიან ფუნტიანი კონკურსი „Live Labs 2“, რათა განახორციელდეს წმინდა ნულოვანი მაგისტრალების იდეები.

კონკურსში განსაკუთრებულად გამახვილდება ყურადღება გაერთიანებული სამეფოს გზების მშენებლობის, მოვლა-პატრონობისა და ფუნქციონირების უფრო მდგრადად ქცევაზე.

წინა დაფინანსება უზრუნველყოფდა მცენარეულ „ცოცხალ კედლებს“ გზისპირა გამონაბოლქვის დასაძლევად  და, ასევე, ჭურვების აღმოჩენის ინოვაციური ტექნიკის ცდებს.

ტრანსპორტის მინისტრმა ტრუდი ჰარისონმა განაცხადა: „ინოვაციების ინვესტირება ამ მთავრობის პრიორიტეტია. ამიტომაც, ჩვენ ვეხმარებით  ადგილობრივი საავტომობილო გზების ორგანოებს რევოლუციური პროექტების განავითარებასა და ჩვენი დეკარბონიზაციის მისიის დაჩქარებაში.

ჩვენი 30 მილიონი ფუნტის ინვესტიცია მოხმარდება უფრო მწვანე, უსაფრთხო სატრანსპორტო ლანდშაფტს. ეს კი მთელი ქვეყნის მასშტაბით ხელს შეუწყობს მწვანე, მაღალკვალიფიციური სამუშაო ადგილების შექმნას და მე მოუთმენლად ველი ამ ინოვაციური იდეების განხორციელებას“.

კონკურსის მეორე ტურის დაწყება, რომელიც ორგანიზებულია „გარემოს დაცვის, ეკონომიკის, დაგეგმვისა და ტრანსპორტის დირექტორთა ასოციაციის“ (ADEPT) მიერ, მოჰყვა Live Labs-ის პირველ, 22,9 მილიონი ფუნტის ღირებულების პროგრამას, რომელიც 2019 წლის მაისში დაიწყო და ხელი შეუწყო რვა ადგილობრივი პროექტის შექმნას.

პაულა ჰიუიტმა, ADEPT-ის პრეზიდენტმა, გააკეთა კომენტარი: „ADEPT მოხარულია შესაძლებლობისა, განაგრძოს „Live Labs 2“ DfT-ის დაფინანსებისა და მხარდაჭერის ამ ახალი რაუნდით. საავტომობილო გზები და ტრანსპორტის სექტორი გაერთიანებული სამეფოს ერთადერთი და ყველაზე დიდი ნახშირბადის გამომყოფი სტრუქტურაა და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ელექტრომანქანებზე გადასვლის ტრენდის მომსწრე ვართ, აქ უზარმაზარი ნაპრალია და ჩვენ ახლაღა ვიწყებთ საგზაო ინფრასტრუქტურისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის მოგვარებას.

ადგილობრივი ხელისუფლება მშვენიერ პოზიციაშია, რათა ხელმძღვანელობდეს წმინდა ნულოვანი მაგისტრალებისა და ადგილობრივი გზების საწყისიდან შექმნას. Live Labs ფორმატი განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა საავტომობილო გზების ორგანოებისთვის სწრაფი ცვლილების, ინოვაციისა და ექსპერიმენტების შესაძლებლობისთვის.

პირველი ADEPT SMART Places Live Labs პროგრამის წარმატების შემდეგ, Live Labs 2 მიზნად ისახავს, დაამყაროს პარტნიორობა DfT-ს, საბჭოებს, კომერციულ პარტნიორებს, მცირე და საშუალო ბიზნესებსა და აკადემიას შორის, რათა მიაღწიოს მასშტაბურ ნულოვანი ნახშირბადის მიზნებს კომერციალიზაციის პოტენციალითა და გაერთიანებულ სამეფოში მისი განსხვავებულ სფეროებში დანერგვით“.

 

სტატიაზე მუშაობდა : ანა ქავთარაძე და მეგი რუსია

წყარო : airqualitynews.com


წინა პოსტი
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით მილიარდობით ადამიანი კვლავ არაჯანსაღ ჰაერს სუნთქავს
შემდეგი პოსტი
ახალი გამოწვევა: ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ კანონის გამოყენება სასამართლოებში ჯანსაღი ჰაერისთვის ბრძოლაში

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ფაბრიკებიდან გამომდინარე ჰაერის დაბინძურება შეიძლება სასიკვდილო იყოს და საიდუმლოდაც დარჩეს
  • ხილის მიღებამ შესაძლოა ფილტვები ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაზიანებისგან დაიცვას
  • ახალმა კვლევებმა აჩვენა რომ ორსულებისთვის დაბინძურებულ ჰაერთან შემხებლობა დაკავშირებულია ახალშობილთა ტვინის განვითარების შეფერხებასთან.
  • ჰაერის დაბინძურება დაკავშირებულია სიმსუქნესა და დიაბეტთან
  • დიდი ბრიტანეთის ჰაერის დაბინძურება
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ხუთშაბათი, 26, თებ
ფაბრიკებიდან გამომდინარე ჰაერის დაბინძურება შეიძლება სასიკვდილო იყოს და საიდუმლოდაც დარჩეს
კვირა, 8, თებ
ხილის მიღებამ შესაძლოა ფილტვები ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაზიანებისგან დაიცვას
ორშაბათი, 19, იან
ახალმა კვლევებმა აჩვენა რომ ორსულებისთვის დაბინძურებულ ჰაერთან შემხებლობა დაკავშირებულია ახალშობილთა ტვინის განვითარების შეფერხებასთან.
კვირა, 21, დეკ
ჰაერის დაბინძურება დაკავშირებულია სიმსუქნესა და დიაბეტთან
კვირა, 14, დეკ
დიდი ბრიტანეთის ჰაერის დაბინძურება
სამშაბათი, 9, დეკ
„We Care 4 Air“ გაერთიანებულ სამეფოში ნახშირწყალბადის ქსელს დააყენებს

Welcome back,