ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით მილიარდობით ადამიანი კვლავ არაჯანსაღ ჰაერს სუნთქავს
- ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით მილიარდობით ადამიანი კვლავ არაჯანსაღ ჰაერს სუნთქავს.
- ქვეყნებმა უნდა შეამცირონ სასოფლო-სამეურნეო ნარჩენების დაწვა და დანერგონ ავტომობილის გამონაბოლქვის კონტროლის უფრო მკაცრი სტანდარტები.
- ჯანმო პროგნოზირებს ყოველწლიურად 13 მილიონი ადამიანის სიკვდილს მსოფლიოს გარშემო მოუგვარებელი ეკოლოგიური პრობლემების გამო.
- უნდა განახლდეს რეგულაციები ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად.
მსოფლიოს თითქმის მთელი მოსახლეობა (99%) სუნთქავს ჰაერს, რომელიც აღემატება ჯანმო-ს ჰაერის ხარისხის ლიმიტებს და საფრთხეს უქმნის ადამიანების ჯანმრთელობას. 117 ქვეყანაში 6000-ზე მეტი ქალაქის რეკორდული რაოდენობა აკონტროლებს ჰაერის ხარისხს, ამის მიუხედავად ამ ქალაქებში მცხოვრები ადამიანები კვლავ სუნთქავს წვრილი ნაწილაკების და აზოტის დიოქსიდის დაბინძურებულ არაჯანსაღ ჰაერს.
აღნიშნულმა კვლევის შედეგებმა აიძულა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ხაზგასმით დაეწყო საუბარი წიაღისეული საწვავის გამოყენების შეზღუდვის მნიშვნელობაზე და ჰაერის დაბინძურების დონის შესამცირებლად, სხვა,ხელშესახები ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობაზე.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას ჯანმრთელობის მსოფლიო დღეზე ( როლიც ამა წლის 7 აპრილს გაიმართა) მთავარ თაემად „ჩვენი პლანეტა, ჩვენი ჯანმრთელობა“დაასახელა . სწორედ ამ ღონისძიებამდე ერთი დღით ადრე განაახლეს მონაცემები აზოტის დიოქსიდის (NO2) სახმელეთო გაზომვების საშუალო წლიური კონცენტრაციების შესახებ, რომელიც თავის მხრივ ყველაზე გავრცელებული ურბანული დამაბინძურებელია და ნაწილაკებისა და ოზონის წინაპირობად ითვლება. იგი ასევე მოიცავს ნაწილაკების გაზომვას 10 μm/მიკრომეტრი (მკმ_ მეტრის მემილიონედი) _PM10 ან 2.5 მიკრომეტრი _PM2.5 მსგავსი ან ნაკლები დიამეტრით. დამაბინძურებლების ორივე ჯგუფი წარმოიქმნება ძირითადად წიაღისეული საწვავის წვისგან.
ჰაერის ხარისხის ახალი მონაცემთა ბაზა არის ყველაზე ვრცელი ,რადგან წინა პერიოდში განხორციელებული მონიტორინგის მასშტაბები გაცილებით ნაკლები იყო . 2000-ზე მეტი ქალაქი/დასახლება აღრიცხავს მიწისზედა მონიტორინგის მონაცემებს ნაწილაკების შესახებ – PM10 და/ან PM2.5. 2011 წლიდან ,ანუ რაც მონაცემთა ბაზა შეიქმნა ჰაერის მონიტორინგის მასშტაბები თითქმის 6-ჯერ გაიზარდა .
იმავდროულად, ადამიანის სხეულისადმი ჰაერის დაბინძურებისგან გამოწვეული ზიანის დონე სწრაფად იზრდება და მიუთითებს რომ მცირე დაბინძურებასაც კი მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება შეუძლია.
ნაწილაკებს, განსაკუთრებით PM2.5-ს, შეუძლიათ შეაღწიონ ფილტვებში და შევიდნენ სისხლში, რაც იწვევს გულ-სისხლძარღვთა, ცერებროვასკულარულ (ინსულტს) და რესპირატორულ ზემოქმედებას. არსებობს მტკიცებულება, რომ ნაწილაკები ზემოქმედებენ სხვა ორგანოებზე რაც იწვევს სხვა დაავადებებსაც.NO2 (აზოტი დიოქსიდი ) ასოცირდება რესპირატორულ დაავადებებთან, განსაკუთრებით ასთმასთან, რაც იწვევს ისეთ სიმპტომებს როგორიცაა :ხველა, ცემინება,სუნთქვის გაძნელება, ჰოსპიტალიზაცია და სასწრაფო დახმარების განყოფილებაში გადაყვანის აუცილებლობა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გასულ წელს გადახედა ჰაერის ხარისხის გაიდლაინებს, გახადა ისინი უფრო მკაცრი, რათა ჰაერის ხარისხის სწორად შეფასდეს და მოხდეს მისი გაუმჯობესება .
„ამჟამინდელი ენერგეტიკული პრობლემები ხაზს უსვამს უფრო სუფთა, ჯანსაღ ენერგეტიკულ სისტემებზე გადასვლის დაჩქარების მნიშვნელობას“, – თქვა დოქტორმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა, ჯანმო-ს გენერალურმა დირექტორმა. „წიაღისეული საწვავის მაღალი ფასები, ენერგოუსაფრთხოება და ჰაერის დაბინძურებისა და კლიმატის ცვლილების ჯანმრთელობის ორმხრივი გამოწვევების გადაჭრის აუცილებლობა ხაზს უსვამს აუცილებლობას უფრო სწრაფად გადავიდეთ სამყაროში, რომელიც გაცილებით ნაკლებად არის დამოკიდებული წიაღისეულ საწვავზე.’’
ქვეყნების მიერ აუცილებლად განსახორციელებელი ცვლილებები ჰაერის ხარისხის და ჯანმრთელობის დონის გასაზრდელად
ქვეყნები იღებენ ზომებს ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად, მაგრამ ჯანმო ითხოვს ქმედებების სწრაფ გააქტიურებას:
- მიიღონ ან გადახედონ და განახორციელონ ჰაერის ხარისხის ეროვნული სტანდარტები ჯანმოს ჰაერის ხარისხის უახლესი გაიდლაინების მიხედვით;
- უნდა იდენტიფიცირდეს ჰაერის ხარისხის მონიტორინგი და ჰაერის დაბინძურების წყაროები;
- შეიქმნას უსაფრთხო და ხელმისაწვდომი საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემები და საცალფეხო და ველო ბილიკები;
- დაინერგოს ავტომობილის გამონაბოლქვის და ეფექტურობის უფრო მკაცრი სტანდარტები, უნდა აღასრულონ სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო ინსპექტირება და ტექნიკური მომსახურება;
- უნდა ჩაიდოს მეტი ინვესტიცია ენერგოეფექტურ საცხოვრებელსა და ელექტროენერგიის წარმოებაში;
- აუცილებელია მრეწველობისა და მუნიციპალური ნარჩენების მართვის გაუმჯობესება;
- შესამცირებელია სამეურნეო ნარჩენების დაწვა, ტყის ხანძარი და გარკვეული სასოფლო_ სამეურნეო საქმიანობა.
- ჰაერის დაბინძურება უნდა შეიტანონ სასწავლო გეგმებში და ჯანდაცვის სექტორი მაქსიმალურად ჩაერთოს ამ პროცესში.
მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში ნაწილაკების დაბინძურება უფრო დაბალია, მაგრამ ქალაქების უმეტესობას აზოტის დიოქსიდის პრობლემა აქვს
117 ქვეყანაში, რომლებიც აკონტროლებენ ჰაერის ხარისხს, მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნების ქალაქების 17%-ში ჰაერი ჩამორჩება ჯანმოს-ს ჰაერის ხარისხის მითითებებს (PM2.5 ან PM10 ნაწილაკებისთვის). დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში ჰაერის ხარისხი ქალაქების 1%-ზე ნაკლებში შეესაბამება ჯანმოს რეკომენდებულ ზღვრებს.
გლობალურად, დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნები კვლავ განიცდიან PM-ის არაჯანსაღ დონეს გლობალურ საშუალო მაჩვენებელთან შედარებით, მაგრამ NO2-ის შაბლონები განსხვავებულია, რაც აჩვენებს ნაკლებ განსხვავებას მაღალი და დაბალი და საშუალო შემოსავლის ქვეყნებს შორის.
დაახლოებით 4000 ქალაქი/დასახლება 74 ქვეყანაში აგროვებს NO2 მონაცემებს მიწის დონეზე. მთლიანობაში, მათი გაზომვები აჩვენებს, რომ ამ ქვეყნების მოსახლეობის მხოლოდ 23% სუნთქავს ნორმალურ ჰაერს ( NO2-ის არამავნე საშუალო წლიურ კონცენტრაციას, რომელიც აკმაყოფილებს ჯანმო-ს ჰაერის ხარისხის სტანდარტის განახლებულ ვერსიას),რაც საგანგაშო მაჩვენებელია.
„პანდემიის გადატანის შემდეგ, მიუღებელია ჰაერის დაბინძურების გამო 7 მილიონი ადამიანის სიკვდილი და სიცოცხლის წლების დაკარგვა. როდესაც ვუყურებთ ჰაერის დაბინძურების გაზრდილ მონაცემებს,ჩვენ ვამბობთ რომ ეს გარდაუვალია .ჯერ კიდევ ძალიან ბევრი ინვესტიცია უმიზნოდ იკარგება დაბინძურებულ გარემოში.ადამიანის სიცოცხლისთვის სუფთა ჰაერი ცალსახად ყველაზე მნიშვნელოვანია ” – თქვა დოქტორ მარია ნეირამ, ჯანმო-ს დირექტორმა, გარემოს დაცვის, კლიმატის ცვლილებისა და ჯანმრთელობის დეპარტამენტიდან.
აუცილებელია მონიტორინგის გაუმჯობესება
დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში მცხოვრები ადამიანები ყველაზე მეტად ზარალდებიან ჰაერის დაბინძურებით. ასეთ ქვეყნებში ჰაერის ხარისხის მონიტორინგი ნაკლებად ხორციელდება,თუმცა ეტაპობრივად სიტუაცია უმჯობესდება.
ევროპა და გარკვეულწილად ჩრდილოეთ ამერიკა,ეს ის რეგიონებია სადაც ჰაერის ხარისხის შესახებ ყველაზე სრულყოფილი მონაცემები იკრიბება . ბევრ დაბალ და საშუალო შემოსავლიან ქვეყანაში( მიუხედავად იმისა, რომ PM2.5 გაზომვები ჯერ კიდევ არ არის ხელმისაწვდომი),ჩანს დიდი გაუმჯობესება გაზომვებში, 2018 წლის მონაცემთა ბაზის ბოლო განახლებასა და უკანასკნელს შორის, დაემატა 1500 ქალაქი იმ ქვეყნებიდან, რომლებიც ადრე არ აკონტროლებდა ჰაერის ხარისხს.
ჯანმოს ჰაერის ხარისხის გაიდლაინები
ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული ზიანის მტკიცებულებები თვალსაჩინო და მზარდია. გასულ წელს ჯანმო-მ ჰაერის ხარისხის სახელმძღვანელოს გადახედვით სცადა სიტუაციის გამოსწორება, რამაც ის უფრო მკაცრი გახადა, განსაკუთრებით PM და NO2-ის მხრივ,ამ ნაბიჯს, მტკიცედ უჭერს მხარს ჯანდაცვის საზოგადოება, სამედიცინო ასოციაციები და პაციენტების ორგანიზაციები.
2022 წლის მონაცემთა ბაზა მიზნად ისახავს მსოფლიო ჰაერის მდგომარეობის მონიტორინგს და მდგრადი განვითარების მიზნების პროგრესის თვალყურის დევნებას.
მსოფლიო ჯანმრთელობის დღე 2022
ჯანმრთელობის მსოფლიო დღე 7 აპრილს აღინიშნა. ის მიზნად ისახავს მიმართოს ყურადღება სასწრაფო ქმედებებზე რომელიც საჭიროა ადამიანების და პლანეტის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად,ასევე კეთილდღეობაზე ორიენტირებული საზოგადოებების ჩამოსაყალიბებლად .წინააღმდეგ შემთხვევაში ჯანმო პროგნოზირებს ყოველწლიურად 13 მილიონი ადამიანის სიკვდილს მსოფლიოს გარშემო მოუგვარებელი ეკოლოგიური პრობლემების გამო.
სტატიაზე მუშაობდა : ალექსანდრე ფიფია და ანა ახალაძე
წყარო : www.who.int