WorkSafe ACT-ის მიერ ქვის მშრალი მეთოდით დამუშავების აკრძალვა
- სილიციუმის მტვერი 100-ჯერ უფრო პატარაა, ვიდრე ქვიშის მარცვალი, მუშები მას გაუცნობიერებლად შეისუნთქავენ.
- მშრალი მეთოდით ჭრის საჯარიმო თანხად ფიზიკური პირებისთვის განისაზღვრა 6 000 აშშ დოლარი, ხოლო კორპორაციებისთვის — 30 000 აშშ დოლარი.
- WorkSafe ACT-ის შეფასებით, ყოველწლიურად ავსტრალიაში ფილტვის კიბოს 230-ზე მეტი შემთხვევა გამოწვეულია სამუშაო ადგილზე სილიციუმის მტვრის ზემოქმედებით.
სილიციუმის შემცველი პროდუქტების: აგურის, ფილების, ქვაფენილის, ხელოვნური ქვის სკამების, მშრალი წესით ჭრა შეჩერდა მანამ, სანამ WorkSafe ACT ხელახლა არ განიხილავს.
ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების შესახებ ACT-ის მიერ შესრულებული სამუშაოების პირველი ნაწილი, რომელიც რეგულაციების ცვლილებებს მოიცავდა, აღსრულების დაწყებას გულისხმობდა 14 ივლისიდან (2022). რეგულაციის მიხედვით, ვაჭრებსა და ბიზნესებს ეკრძალებოდათ კრისტალური სილიციუმის დიოქსიდის შემცველი მასალის ელექტრო ხელსაწყოთი მოჭრა წყლის გამოყენების გარეშე.
ფიზიკური პირებისთვის საჯარიმო თანხა განისაზღვრა 6 000 აშშ დოლარით, ხოლო კორპორაციებისთვის — 30 000 აშშ დოლარით.
13 ივლისს WHS-ის კომისარმა, ჟაკლინ აგიუსმა, აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების გარკვეული ნაწილი გადაავადა მას შემდეგ, რაც განაცხადა: „ინდუსტრიის დაინტერესებულმა მხარეებმა მთელი რიგი საკითხები მოიტანეს ჩემს ყურამდე“.
„ინდუსტრიისთვის დამატებითი გარდამავალი დროის მისაცემად და ასევე იმისთვის, რომ განვიხილო ეს საქმიანობა და მივიღო ექსპერტული რჩევები, მე დავუშვი გამონაკლისი საკანონმდებლო ცვლილების ნაწილზე“ — თქვა მან.
„მოთხოვნა, სამუშაოები ჩატარდეს სველი მეთოდით სხვა საკონტროლო და რესპირატორული დამცავი აღჭურვილობის გამოყენებით (RPE), არ იქნება სავალდებულო 2022 წლის 17 ოქტომბრამდე“.
სილიციუმი, ან სილიციუმის დიოქსიდი, არის ბუნებრივი მინერალი, რომელიც აღმოჩენილია ან წარმოებული სხვადასხვა მეთოდით. ის ასევე ფართოდ კატეგორიზებულია, როგორც კრისტალური ან არაკრისტალური (ამორფული).
სილიციუმის დიოქსიდის ყველაზე გავრცელებული ფორმაა კვარცი, ის ასევე გვხვდება ზოგიერთ ქვაში, კლდეში, ქვიშაში, ხრეშსა და თიხაში. იგი ხშირადაა აგურის, ბრიკეტების, ფილების, ბეტონის, ხელოვნური ქვის სკამებისა და მაგიდების ზედაპირებში.
სილიციუმის მტვერი 100-ჯერ უფრო პატარაა, ვიდრე ქვიშის მარცვალი, მუშები მას გაუცნობიერებლად შეისუნთქავენ. WorkSafe ACT-ის თანახმად, ყოველწლიურად დაახლოებით 600 000 ავსტრალიელი მუშა ხვდება სილიციუმის მტვერში სამუშაოზე, მათ შორის მაღაროელები, კომერციული და არაკომერციული ინტერესის მქონე მუშები, ფერმერები, ინჟინრები, მშენებლობის დემონტაჟზე მომუშავეები და ის პირები, რომლებიც გზებზე მიმდინარე სამუშაოებს აკვირდებიან.
WorkSafe ACT-ის შეფასებით, ყოველწლიურად ავსტრალიაში ფილტვის კიბოს 230-ზე მეტი შემთხვევა გამოწვეულია სამუშაო ადგილზე სილიციუმის მტვრის ზემოქმედებით.
ACT მთავრობამ პირველად სილიციუმის მტვრის რეფორმების სამოქმედო გეგმა 2022 წლის აპრილში გააცნო საზოგადოებას. რეფორმები უნდა განხორციელებულიყო ორ ნაწილად, რათა „მუშებს, ბიზნესმენებსა და მეწარმეებს (PCBU) დრო ჰქონოდათ ახალ მოთხოვნებთან ადაპტაციისთვის“.
პირველი ნაწილი მოიცავდა უკონტროლო მშრალი ჭრის აკრძალვასა და სილიციუმის დიოქსიდის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით სავალდებულო ტრენინგის ჩატარებას კრისტალური სილიციუმის შემცველი მასალის ზემოქმედების მაღალი რისკის ქვეშ მყოფი მუშებისთვის.
მეორე ნაწილი განისაზღვრა 2023 წლის 1 იანვრისთვის PCBU-ებს ჰაერის რეგულარულ მონიტორინგის მოთხოვნით და მთავარი მიზნით, რომლის მიხედვითაც სამუშაო ადგილზე გავრცელების ზღვარი არ უნდა აღემატებოდეს 0,05 მილიგრამს კვადრატულ მეტრზე რვა საათის განმავლობაში შუალედურად განსაზღვრულ დროში.
„განხორციელებული მოთხოვნები უზრუნველყოფს კონკრეტულ ქმედებებს მუშებისთვის სილიციუმის მტვრის ზემოქმედების რისკის თავიდან ასაცილებლად ან მინიმუმამდე დასაყვანად”, — განაცხადა ACT სამრეწველო ურთიერთობებისა და სამუშაო ადგილების უსაფრთხოების დაცვის მინისტრმა, მიკ ჯენტლმენმა.
Master Plumbers ACT (MPA) იყო ბიზნესის მხრიდან ერთ-ერთი ორგანო, რომელმაც გამოთქვა შეშფოთება საკანონმდებლო ცვლილების შესახებ და რეკომენდაცია გაუწია გადავადებას. ბატონ მიკ ჯენტლმენისათვის მიწერილ წერილში, წყალსადენთა სისტემის პრეზიდენტი ჯეისონ ტაიტი ამბობს, რომ მეტი წინასწარი კონსულტაცია წინა პლანზე წამოსწევს პრაქტიკულ ნაწილთან დაკავშირებულ საკითხებს.
„გვხვდება მრავალი შემთხვევა, როდესაც აუცილებელია გამოიყენონ მიღებული კონტროლირებადი მშრალი ჭრის მეთოდი სველი ჭრის მეთოდის ნაცვლად იქ, სადაც ელექტროსაშიშროებაა, ასევე როდესაც მასალა ან ადგილმდებარეობა შეიძლება დაზიანდეს წყლით“.
„MPA ასევე სერიოზულ შეშფოთებას გამოხატავს იმაზე, თუ რამდენადაა შესაძლებელი არსებული ხელსაწყოების დიდი ნაწილის წყლის შემაკავებელი სისტემის გადაკეთება ისე, რომ იგი უსაფრთხო იყოს.”
ბატონმა ტაიტმა თქვა, რომ საკანონმდებლო ცვლილებამ ინდუსტრიისთვის საყურადღებო გახადა მუშათა ჯანმრთელობა და უსაფრთხოება.
ქალბატონი აგიუსი მიესალმა გამოხმაურებას, მაგრამ აღნიშნა, რომ ყველა PCBU-მ მაინც უნდა მიმართოს გონივრული პრაქტიკული კონტროლის ზომებს სილიციუმის შემცველი მასალების მოდიფიცირებისას „მათ შორის, სადაც შესაძლებელია, სველი მეთოდებით მუშაობა“.
„WorkSafe ACT გააგრძელებს ინსპექტირებას მოთხოვნებისა და აღსრულების პოლიტიკის შესაბამისად და საჭიროებისამებრ მიიღებს მარეგულირებელ ზომებს“.
სტატიაზე მუშაობდა : თამთა კიკვაძე
წყარო : the-riotact.com
27 აპრილი 2023 წელი
პუბლიკაცია მომზადებულია ორგანიზაციის „მწვანე პოლუსის და ჩემი ქალაქი მკლავს“ ორგანიზაციის მიერ, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) მხარდაჭერით, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად: საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP). პროექტს აფინანსებს ევროკავშირი და კონრად ადენაუერის ფონდი (KAS).
პუბლიკაციის შინაარსზე პასუხისმგებელია „მწვანე პოლუსის და ჩემი ქალაქი მკლავს“ და შესაძლოა იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის, სხვა დონორებისა და კონსორციუმის პარტნიორების შეხედულებებს.