GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

ვენეციაში ტურიზმის კონტროლი იწყება

Homepage მსოფლიო ვენეციაში ტურიზმის კონტროლი იწყება
მსოფლიო

ვენეციაში ტურიზმის კონტროლი იწყება

იანვარი 18, 2021
By GREENPOLE
0 კომენტარი
776 ნახვა
ნახვები : 129

ისინი მუდმივად გითვალთვალებენ, მუდმივად იციან სად ხარ, როდის ჩერდები, როდის ანელებ და აჩქარებ სვლას, როდის ხარ ქალაქის საზღვრებში და როდის-მის გარეთ.

დამატებით, ისინი თვალყურს ადევნებენ შენს მობილურ ტელეფონს, რათა ჰქონდეთ ზუსტი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენი ადამიანია შენი რეგიონიდან ან ქვეყნიდან ერთდროულად თავმოყრილი ერთსა და იმავე ადგილას.

და ეს ყველაფერი ტურიზმის უკეთესობისკენ შესაცვლელად ხდება.

ასეთია კოვიდ-19-ის პანდემიის შემდგომი ვენეცია. არხზე გაშენებულ ქალაქს, ჯერ კიდევ ვენეციის რესპუბლიკის არსებობის დროიდან, La Serenissima (კამკამა, სუფთა) დაერქვა, თუმცა უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში ვითარება შეცვალა იმ გარემოებამ, რომ ქალაქს, რომლის მოსახლეობაც 50,000 ადამიანს შეადგენს, ყოველწლიურად 30 მილიონი ტურისტი სტუმრობს.

კოვიდ-19-ის გავრცელებამდე ტურისტები ხშირად უკონტროლო რაოდენობით სტუმრობდნენ ქალაქს, რითაც იტვირთებოდა მთავარი ქუჩები და წყლის ავტობუსები. ხელისუფლებამ მრავალ ხერხს მიმართა პრობლემის გადასაჭრელად, მათ შორისაა ადგილობრივი მოსახლეობისათვის ვაპორეტოს (წყლის ავტობუსი) ხალხმრავალ გაჩერებებზე ცალკე ხაზის შექმნა და ტურნიკეტების დამონტაჟება ადგილობრივი მოსახლეობის ტურისტებისგან განსაცალკევებლად გადატვირთული მოძრაობის დღეებში. ,,შესვლის გადასახადის“ შემოღება, რომელიც დაგეგმილი იყო 2020 წლისთვის, გადაიდო 2022 წლის იანვრამდე.

გარდა ქვეითების მოძრაობისა, ხელისუფლებას სრულიად ტურიზმის აღწერა და გაკონტროლება სურს, რაც მოიცავს არა მხოლოდ ქალაქში ღამით დასაჩენად ჩამოსული სტუმრების რაოდენობის აღრიცხვას, არამედ იმ ადამიანების რიცხვისა და მარშრუტის დადგენას, რომლებიც დარჩენის გარეშე 1 დღეში ინახულებენ ქალაქს.

ტრონჩეტოს კუნძულზე, რომელიც აპენინის ნახევარკუნძულს ორი მილის სიგრძის ხიდით უკავშირდება, ,,კონტროლის ოთახი“ გაიხსნა 2020 წლის სექტემბერში. ყოფილი საწყობი, რომელიც მიტოვებული იყო 1960-იანი წლებიდან მოყოლებული, იქცა ერთ-ერთ სათავო ოფისად ქალაქის პოლიციისა და მთავრობისათვის, ხოლო ქალაქისთვის-,,კონტროლის კოშკად“.

შენობას აქვს კაბინეტები ქალაქის მერისა და ორგანოს სხვა წარმომადგენლებისათვის. შენობაშივეა განთავსებული CCTV კამერების ოთახი, სადაც პოლიციის თანამშრომლები აგროვებენ ქალაქის ფოტო და ვიდეომასალას.

გარდა ამისა, დაწესებულების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ოთახია ,,კონტროლის ჭკვიანი ოთახი“, სადაც ლაგუნას გარშემო ტერიტორიის შესახებ ფოტომასალა და ინფორმაცია იყრის თავს, თუმცა მონაცემები არ გროვდება კრიმინალის კუთხით. ზემოხსენებულ ინფორმაციას აწვდიან ხელისუფლებას, რათა შეიქმნას ტურისტთა ჯგუფების გადაადგილების ზუსტი გეგმა. ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ამ გზით შეძლებს არა მარტო ფეხით მოსიარულეთა მარშრუტის დადგენას, არამედ გაუადვილდება ტურნიკეტების დამონტაჟება ,,შესვლის გადასახადის“ შემოსაღებად ხალხმრავალ დღეებში, რაც  საბოლოო ჯამში გამოიწვევს მდგრადი ტურიზმის სტრუქტურის ჩამოყალიბებას.

 

როგორ კონტროლდება ტურიზმი

,,ეს არის ქალაქის ტვინი“,-ამბობს მარკო ბეტინი, კომპანია ,,Venis“-ის ერთ-ერთი გენერალური დირექტორი. ვენეციაში მდებარე ეს კომპანია ტურიზმის კონტროლისათვის შექმნილი სისტემის ავტორია.

,,ჩვენ მუდმივად განახლებადი ინფორმაცია გვაქვს იმის შესახებ, თუ რამდენი ადამიანია ქალაქის ამა თუ იმ ნაწილში და საიდან არიან ეს ადამიანები წარმოშობით“.

ერთ ღილაკზე დაჭერით მას შეუძლია დაინახოს ქალაქის მთავარი არხის ტერიტორია ან შეამოწმოს, თუ როგორია მოძრაობა, როგორც თავად უწოდებს, ვენეციის ,,ავტომაგისტრალზე“.

,,აქ მოძრაობა ყოველთვის გადატვირთულია“. წყლის საზოგადოებრივი ავტობუსები, სხვადასხვა საქონლის გადამზიდი ნავები, ტაქსები, ადგილობრივები, რომლებიც აფერხებენ მოძრაობას, კერძო ნავები და, რა თქმა უნდა, ცნობილი გონდოლები, რომლებიც მთავარ არხში მოძრაობისას ერთმანეთს ეჯახებიან. განცალკევებული სამოძრაო ხაზების არარსებობა კი კიდევ უფრო ქაოსურს ხდის სიტუაციას.

ახალი სისტემა არა მხოლოდ აღრიცხავს, არამედ აანალიზებს ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობას, გონდოლებით დაწყებული ტოპოთი (წყლის სატვირთო მანქანა) დამთავრებული. დამატებით, სისტემა აკეთებს გამოთვლებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის გრაფიკის მიხედვით, კონკრეტულად კი აგვიანებს თუ არა წყლის ავტობუსი და რამდენი წუთით.

სისტემაზე მომუშავე ადამიანებს შეუძლიათ გამოიყენონ ,,დროის მანქანის“ ფუნქცია, რათა წარსულში არსებული მონაცემები დათვალონ. მაგალითად, 13 იანვარს 1000-ზე მეტმა ნავმა გაიარა რომის მოედნის მთავარი ხიდის ქვეშ, სადაც ქალაქის ძირითადი შესასვლელი მდებარეობს.

თუმცა როდესაც საქმე ტურიზმის კონსტროლს ეხება, ხელისუფლებას ქვეითების რიცხვი უფრო აინტერესებს. სისტემა არა მხოლოდ ითვლის ტურისტებს კამერების სიახლოვეს, რომლებიც მთელ ქალაქშია განლაგებული, არამედ TIM-თან (Telecom Italia, იტალიაში ტელეკომუნიკაციის უმსხვილესი მიმწოდებელი კომპანია) ერთად ამუშავებს ინფორმაციას მათი ვინაობისა და წარმომავლობის შესახებ.

13 იანვარს, სანამ ვენეტოს რეგიონი ნაწილობრივ იზოლაციაში მოექცეოდა, ვენეციაში ჩავიდა 13,628 ადამიანი, ხოლო ქალაქი დატოვა 8,548 ადამიანმა. დილის 7 საათის შემდეგ ერთი საათის განმავლობაში 1,688 ადამიანი მივიდა რომის მოედანზე, რომელთა უმეტესობაც სამსახურში მიმავალი იყო. დილის 10 საათზე კი დღის მაქსიმალური მონაცემი, 2,411, დაფიქსირდა. ამ შემთხვევაში საუბარი ტურისტებზეა.

 

ვიზიტორების აღრიცხვა წარმოშობისა და გადაადგილების ტერიტორიის მიხედვით

ხელისუფლებას შეუძლია გაიგოს, თუ საიდან არიან წარმოშობით ვენეციაში შემოსული ტურისტები მათი ტელეფონების მონაცემთა ანალიზით (ინფორმაცია გროვდება ავტომატურად პირადი ინფორმაციის გამოყენების გარეშე).

13 იანვარს, შუადღის საათებში, წმინდა მარკოზის მოედანზე 97 ადამიანმა მოიყარა თავი, მათგან მხოლოდ 24 იყო უცხოელი. მთელი დღის მანძილზე კი სულ 955 ადამიანი დაფიქსირდა ამ ტერიტორიაზე, მათ შორის 428 უცხოელი. 527 იტალიელიდან 246-ია ვენეციის მაცხოვრებელი (თუ მობილური ტელეფონი რეგულარულად ფიქსირდება ამ ტერიტორიაზე, მისი მფლობელი აღრიცხვისას მოიაზრება ადგილობრივ მაცხოვრებლად).

,,როგორც თავად ხედავთ, ,,ერთდღიან მოგზაურთა“ რაოდენობა მეტისმეტად დიდია“,-ამბობს ბეტინი. ეს ინფორმაცია მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ასეთი ტიპის ტურისტები აყენებენ ყველაზე დიდ ზიანს ქალაქს. ძირითად შემთხვევაში ისინი ვენეციას სტუმრობენ იტალიის სხვა რეგიონებიდან, უმეტესად საზღვაო კურორტებიდან ცუდი ამინდის შემთხვევაში, და თითქმის საერთოდ არ ხარჯავენ ფულს, თან მოაქვთ საკუთარი საკვები და უკანონოდ შლიან პიკნიკებს ხიდებსა და წყლის ნაპირებზე, თუმცა რადგან ისინი ღამით არ რჩებოდნენ, ხელისუფლება მათ ვერ აღრიცხავდა, თუმცა ახლა ასე აღარაა.

ერთდღიან მოგზაურთა რაოდენობისა და მარშრუტის აღწერა გადამწყვეტი ასპექტია ქალაქისათვის, რომლის ტურისტული პოლიტიკაც მიმართულია მის მთავარ ქუჩებზე გადაადგილების შეზღუდვისკენ მათთვის, ვინც ვენეციის ადგილობრივი მაცხოვრებელი არაა, რათა ტურისტთა რაოდენობა თანაბრად განაწილდეს მთელ ქალაქში.

როგორც მდგრადი ტურიზმის კუთხით მომუშავე ონლაინ სოციალური საწარმოს, ,,Venezia Autentica”-ის, თანადამფუძნებელი  ვალერია დუფლო აცხადებს: „პრობლემა ის კი არაა, რომ ვენეციაში ზედმეტად ბევრი ტურისტია, არამედ ის, რომ ყველა მათგანი სტუმრობს მხოლოდ ორ ღირსშესანიშნაობას-წმინდა მარკოზის მოედანსა და რიალტოს ხიდს.

 

როგორ ირკვევა ადამიანის წარმოშობა?

სისტემაში იტალიელები დარეგისტრირებულები არიან მათი საცხოვრებელი რეგიონების მიხედვით. რაც შეეხებათ უცხოელებს, მათი წარმოშობა მობილური ტელეფონების დახმარებით ირკვევა (მონაცემები ივსება მობილური ტელეფონების რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, რაც ძირითად შემთხვევაში ემთხვევა ტურისტის წარმოშობის ადგილს). მიღებული მონაცემებით იგება სვეტოვანი დიაგრამა ქალაქის რუკაზე, რაც  ხალხმრავლობის პრობლემის გრაფიკულ გამოსახულებას ქმნის. ფერები თეთრიდან წითლისკენ იცვლება ხალხის რაოდენობის ზრდასთან ერთად.

13 იანვარს უცხოელ ტურისტთა 36 პროცენტი გერმანელი იყო, 16 პროცენტი შვეიცარიელი, ხოლო 13 პროცენტი ინგლისელი (მონაცემი დაფიქსირდა მანამდე, სანამ იტალიამ აკრძალა ინგლისელი ტურისტების სახელმწიფოში შემოსვლა ინგლისში კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელებას გამო). ვიზიტორების მხოლოდ 1,312 პროცენტი არის აშშ-დან, თუმცა ეს არაა გასაკვირი, რადგან ამერიკის მოქალაქეებს ჯერ კიდევ აკრძალული აქვთ ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურება.

საერთო ჯამში, დღის განმავლობაში ვენეციაში 85,000 ადამიანი აღირიცხა, 177,000 ადამიანი-მესტრეში, ხოლო კუნძულებზე, რომელთა შორისაც ყველაზე პოპულარულია ბურანო და მურანო,-5,700 ადამიანი.

ხელისუფლება უამრავ სხვა მონაცემს აღწერს: რა სისწრაფით მოძრაობენ ტურისტები წმინდა მარკოზის მოედანზე (როდესაც ადამიანი სირბილს იწყებს, სისტემა მას გამოყოფილად აღიქვამს),  წყლის მიქცევის დონე (მნიშვნელოვანია იმის განსასაზღვრად, თუ როდის უნდა ამოქმედდეს MOSE-ის დატბორვის საწინააღმდეგო სისტემა „acqua alta“ წყალდიდობის თავიდან ასაცილებლად).

ტურიზმის გასაკონტროლებელი სისტემის შექმნას 3 წელი დასჭირდა, მისი ღირებულება 3 მილიონი ევროა (3,5 მილიონი დოლარი). მიუხედავად იმისა, რომ სისტემას ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა კონფიდენციალურობის დარღვევის კუთხით (სისტემა არ აღრიცხავს პირად ინფორმაციებს, მხოლოდ გადაადგილების მარშრუტსა და ადამიანის წარმოშობას), ხელისუფლება ამაყობს ამ სისტემის არსებობით.

,,2021 წელს ვენეცია აღნიშნავს დაარსებიდან 1,600 წელს, ჩვენ ამ თარიღს ტექნოლოგიურად აღჭურვილები შევხვდებით“-ამბობს ბეტინი.

 

სტატიაზე იმუშავა : ნინო თოიძემ

წყარო : https://edition.cnn.com/travel/article/venice-control-room-tourism/index.html?fbclid=IwAR3SNbhIKqVNXUQJjicMNU_RWlzWxnwE69TIdtfJVGGB2Mx1FYhumJb8rxI


წინა პოსტი
ჰაერის დაბინძურებამ შეიძლება ქალებში დემენციით დაავადების რისკი გაზარდოს
შემდეგი პოსტი
ვაშლიჯვრის გზის მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა 2 თვით იზღუდება

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
  • რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
  • ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
  • მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
  • გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ხუთშაბათი, 9, ოქტ
ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
ოთხშაბათი, 17, სექ
რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
პარასკევი, 12, სექ
ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
შაბათი, 30, აგვ
მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
შაბათი, 2, აგვ
გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
პარასკევი, 1, აგვ
ახალ კვლევას ელექტრომობილების ბატარეების მომსახურების სერტიფიკატების მიღების აუცილებლობასთან მივყავართ

Welcome back,