ჰაერის დაბინძურებამ შეიძლება ქალებში დემენციით დაავადების რისკი გაზარდოს
ამერიკის ნერვოლოგიის აკადემიის ახალი კვლევის საფუძველზე, არსებობს ეჭვი, რომ მაღალი ჰაერის დაბინძურების ადგილებში მცხოვრებ ასაკოვან ქალებში დემენციით დაავადების რისკი შეიძლება საგრძნობლად გაიზარდოს.
მკვლევარებმა შეისწავლეს, საშუალოდ 78 წლის, 712 ქალბატონის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რასა, დასაქმება, მწეველობა, ფიზიკური აქტივობა. ყველა ქალბატონმა გაიკეთა ტვინის მაგნიტო რეზონანსული ტომოგრაფია (MRI) კვლევის დასაწყისში და 5 წლის შემდეგ.
მკვლევარებმა ასევე შეისწავლეს ამ ქალბატონების საცხოვრებელი ადგილები ჰაერის დაბინძურების კუთხით (PM2.5), სადაც ისინი ცხოვრობდნენ პირველი მრტ-ს გაკეთებამდე 3 წლის მანძილზე.
ანალიზებზე დაყრდნობით, მრტ-ებს შორის 5 წლიან შუალედში, პმ 2.5 ნაწილაკის ზეგავლენის შედეგად, ყოველი 3მკგ/მ3 ზრდა იწვევდა ტვინის შემცირების სწრაფ მატებას ასაკთან ერთად, რაც ალცჰეიმერით დაავადების შანსს 24%-ით ზრდის.
ალცჰეიმერით დაავადების შანსი იგივე რჩება ასაკის, განათლების, დასაქმების, გულსისხლძარღვთა დაავადებების, მაღალი არტერიული წნევის, ფიზიკური დატვირთვისა და სხვა ფაქტორების გაუმჯობესების შემთხვევაშიც.
„ჩვენი კვლევის შედეგად აღმოვაჩინეთ, რომ 70-90 წლამდე ქალბატონები, ვინც მაღალი ჰაერის დაბინძურების არეალში ცხოვრობენ, არიან ალცჰეიმერით დაავადების მაღალი რისკის ქვეშ. ასევე, კვლევის თანახმად, იბადებაა ეჭვი, რომ ამ ტოქსინებმა შეიძლება დაშალოს ტვინის სტრუქტურა ან ტვინში არსებული ნერვული უჯრედების ქსელი, რაც ხელს უწყობს კონკრეტული დაავადების პროგრესირებას.
ჩვენი დასკვნები ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ არა მხოლოდ მაღალი ჰაერის დაბინძურების არეალში აღმოვაჩინეთ მავნე ნაწილაკების კავშირი ალცჰეიმერთან, არამედ იმ ადგილზეც სადაც ჰაერის დაბინძურება ამერიკის გარემოს დაცვის სააგენტოს (EPA) უსაფრთხოების ნორმებში ჯდება.
მიუხედავად იმისა, რომ მეტი კვლევაა საჭირო, მაინც აღვნიშნავ, რომ მომავალში მთავრობების მიერ ჰაერის დაბინძურების ზემოქმედების სტანდარტების გამკაცრება, ხელს შეუწყობს ალცჰეიმერის დაავადების რისკის შემცირებას ჩვენს ხანდაზმულ მოსახლეობაში. „ -ამბობს დიანა იუნანი, მოცემული კვლევის მთავარი ავტორი.