GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
  • ძებნა
GreenPole
  • Home
  • AQ Map
  • Projects
  • NEWS
    • Georgia
    • World
  • Discovery
  • Our Team
  • Contact
  • ქართული
  • Search

ურბანული საფრთხეები

Homepage მსოფლიო ურბანული საფრთხეები
მსოფლიო, შემეცნებითი

ურბანული საფრთხეები

აპრილი 7, 2021
By GREENPOLE
0 კომენტარი
2533 ნახვა
ნახვები : 803

ურბანიზაცია აჩენს ახალ პრობლემებს როგორც ადამიანებისთვის, ისე ცხოველებისთვის

დასაქმების იმედი, სხვა მრავალ ფაქტორთან ერთად, ხელს უწყობს მოსახლეობის ქალაქში ჩამოსვლას. მსოფლიო მოსახლეობის ნახევარი, ქალაქებშია განაწილებული, ამ ტემპის შენარჩუნებით, 2050 წლისთვის, ეს რიცხვი ორ მესამედამდე  გაიზრდება. მაგრამ ამავე დროს, ქალაქებში თავს იჩენს ისეთი მნიშვნელოვანი პრობლემები, როგორებიცაა სიღარიბე და გარემოს დაბინძურება.

ჰაერისა და წყლის ხარისხი, არასაკმარისი წყალი, ნარჩენების პრობლემა და ენერგიის ჭარბად მოხმარება – ეს ის პრობლემებია, რომლებიც ურბანულ სივრცეებში, მოსახლების ზრდასთან ერთად მწვავდება. მნიშვნელოვანია, ქალაქების სწორი დაგეგმარება და  მოცემულ საკითხებზე ფოკუსირება,  რადგან აღნიშნული პრობლემების მასშტაბი, სულ უფრო იზრდება.

საფრთხეები:

  • ურბანულ სივრცეებში მოსახლების ინტენსიურმა ზრდამ, შესაძლოა გამოიწვიოს სწრაფი გაღარიბება, რადგან ლოკალური მთავრობები ვერ მოახერხებენ ხალხის საჭირო სერვისებით უზრუნველყოფას.
  • ენერგიის ჭარბად მოხმარება ჰაერის დაბინძურებას ზრდის, რაც ადამიანის ჯანმრთელობას აზიანებს.
  • ავტომობილების გამონაბოლქვი ზრდის ტყვიის კონცენტრაციას ჰაერში.
  • დიდი რაოდენობით დაგროვილი ნარჩენები, რომელიც ნაგავსაყრელზე არ ხვდება, ქმნის საფრთხეს ჯანმრთელობისთვის.
  • ურბანული სივრცეების არასწორი დაგეგმარება, ქმნის წყალდიდობის საშიშროებას.
  • ჰაერის დაბინძურება და ფიზიკური ბარიერები, ურბანულ მწვანე საფარს გაზრდაში უშლის ხელს.
  • ქალაქში მცხოვრები ცხოველები, აწყდებიან მოწამვლის, სამანქანო გზების, თავშესაფრისა და საკვების პრობლემებს, რომლებიც ხშირად მათი დაღუპვის მიზეზია.

გადაწყვეტები

  • სიღარიბესთან ბრძოლისთვის უნდა წახალისდეს ეკონომიკა და შეიქმნას სამუშაო ადგილები.
  • ლოკალური მოსახლეობა უნდა ჩაერთოს მმართველობის პროცესში.
  • ალტერნატიული ენერგიის წყაროების ძიებით და ადგილობრივი სატრანსპორტო სისტემის ჩანაცვლებით, უნდა მოგვარდეს ჰაერის დაბინძურების პრობლემა.
  • უნდა დაინერგოს კერძო და საჯარო სერვისები, რომლებიც ნარჩენების მოგვარების გზებს შესთავაზებენ მოქალაქეებს.
  • ხეების დარგვით და ურბანული დაგეგმარების დროს მწვანე საფარის პრიორიტეტულობით, ხელი უნდა შეეწყოს დაბინძურებული ჰაერის დასუფთავებას.

 

სტატიაზე მუშაობდა : შაკო ღლონტი და ანა კუხაშვილი

წყარო : https://www.nationalgeographic.com/environment/article/urban-threats?fbclid=IwAR3lQ31rpTiZCflrsxcnZXf77dj8cJtyt9N5Q2Fp_0P1YbMRciX4muUnIz4


წინა პოსტი
ნაკლები ნარჩენი ნაკლები ფოიერვერკის წყალობით
შემდეგი პოსტი
რა შეიძლება გვასწავლოს პანდემიამ ჰაერის დაბინძურების შემცირების გზების შესახებ

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • Life in a heat dome: The American West is figuring out how to keep cool
  • სიცოცხლე „სიცხის გუმბათის“ პირობებში: როგორ ცდილობს გაგრილებას ამერიკის დასავლეთი
  • ბარსელონაში NO₂-ის დონე მნიშვნელოვნად შემცირდა დაბალი ემისიის ზონის დანერგვის შედეგად
  • Barcelona’s NO₂ levels dramatically reduced by Low Emission Zone
  • Renewable and Low-Carbon Sources Accounted for Over 40% of Global Electricity Production in 2024: Report
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
სამშაბათი, 29, სექ
Life in a heat dome: The American West is figuring out how to keep cool
სამშაბათი, 29, სექ
სიცოცხლე „სიცხის გუმბათის“ პირობებში: როგორ ცდილობს გაგრილებას ამერიკის დასავლეთი
ოთხშაბათი, 23, სექ
ბარსელონაში NO₂-ის დონე მნიშვნელოვნად შემცირდა დაბალი ემისიის ზონის დანერგვის შედეგად
ოთხშაბათი, 23, სექ
Barcelona’s NO₂ levels dramatically reduced by Low Emission Zone
კვირა, 13, სექ
Renewable and Low-Carbon Sources Accounted for Over 40% of Global Electricity Production in 2024: Report
კვირა, 13, სექ
ანგარიშის მიხედვით, განახლებადი და დაბალნახშირბადოვანი წყაროები 2024 წელს გლობალური ელექტროენერგიის წარმოების 40%-ზე მეტს შეადგენდა

Welcome back,