GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
      • English
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ჩვენი გუნდი
  • კონტაქტი
  • ქართული
    • English
  • ძებნა

რა შეიძლება გვასწავლოს პანდემიამ ჰაერის დაბინძურების შემცირების გზების შესახებ

Homepage მსოფლიო რა შეიძლება გვასწავლოს პანდემიამ ჰაერის დაბინძურების შემცირების გზების შესახებ
შემეცნებითი, მსოფლიო

რა შეიძლება გვასწავლოს პანდემიამ ჰაერის დაბინძურების შემცირების გზების შესახებ

აპრილი 7, 2021
By GREENPOLE
0 კომენტარი
562 ნახვა

COVID-19-ის  პანდემია  იყო გამოწვევა არა მხოლოდ  ადამიანის იმუნური სისტემის, არამედ დედამიწისთვისაც, რამაც მკვეთრად შეცვალა ჰაერის ხარისხი მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში.

იმის გამო, რომ მსოფლიოს ქვეყნები ცდილობდნენ დაავადებასთან გამკლავებას, მათ დროებითი „ლოქდაუნები“ დააწესეს. ახლა მეცნიერები აკვირდებიან სატელიტისა და ადგილზე შეგროვებულ მონაცემებს იმის გასაგებად, თუ რა ზიანი მიაყენა ქალაქებს იმ  პროცესებმა, რომლებიც გარემოს დაბინძურებას იწვევს. ამ წინასწარი მონაცემების დიდი ნაწილი ცნობილი გახდა დეკემბერში ამერიკის გეოფიზიკური კავშირის ყოველწლიურ შეხვედრაზე.

როგორც აღმოჩნდა, აპრილში ადამიანთა საქმიანობის საგრძნობლად შემცირებამ გამოიწვია სათბურის აირების გამოყოფის მკვეთრი ვარდნა,  აგრეთვე იკლო ადამიანის მიერ სეისმური ხმების წარმოქმნამ (SN: 5/19/20; SN: 7 / 23/20). ეს მშვიდი პერიოდი არ გაგრძელებულა და ნახშირორჟანგის გამონაბოლქვმა ზაფხულისთვის მატება დაიწყო. 2020 წლის აპრილში საწვავად გამოყენებული წიაღისეულით CO2–ის ყოველთვიური გამოყოფა დაახლოებით 17%–ით შემცირდა, მაგრამ წლის ბოლოსთვის იგივე მაჩვენებელი მხოლოდ 7%-ით ნაკლები იყო, ვიდრე 2019 წელს. ეს შემცირება ძალიან ხანმოკლეა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სათბური აირები დედამიწის ატმოსფეროში ასობით წლის განმავლობაში გროვდება და ცვლის CO2-ის კონცენტრაციას (SN: 8/7/20).

კლიმატის ცვლილების გამომწვევი აირების გამოყოფის შემცირების გარდა, ადამიანური საქმიანობების, მათ შორის სატრანსპორტო მოძრაობის, შეჩერებამ   შექმნა უპრეცედენტო ექსპერიმენტი მეცნიერებისთვის ქალაქებში ატმოსფერული დამაბინძურებლების რთული ქიმიის გამოსაკვლევად. ,,ლოქდაუნით“ გამოწვეული დამაბინძურებელი აირების გამოყოფის ცვლილება ხელს უწყობს მეცნიერებს შეისწავლონ ადამიანის ჯანმრთელობისათვის კიდევ ერთი გრძელვადიანი საფრთხე: ჰაერის არასასურველი ხარისხი ბევრ ქალაქში.

ახლა მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქიდან უამრავი ინფორმაცია არსებობს იმის შესახებ, თუ როგორ შეცვალა პანდემიამ ოზონისა და სმოგის ძირითადი კომპონენტების რეგიონული თუ ადგილობრივი კონცენტრაციები. ზემოხსენებულს მიეკუთვნება აზოტის ოქსიდები და აქროლადი ორგანული ნაერთები, რომლებიც გამოიყოფა ტრანსპორტის მიერ. ასევე მეთანი, რომელსაც წარმოქმნის ნავთობისა და გაზის მრეწველობა. სატელიტებით მეცნიერებს საშუალება აქვთ შეაფასონ, თუ როგორ შეიცვალა ამ დამაბინძურებლების დონე მთელ მსოფლიოში.

შეცვლილი ქალაქის დაბინძურების გლობალური სურათის შექმნა ადვილი ამოცანა არ არის. მკვლევრებმა დაადგინეს, რომ პანდემიის გავლენა სხვადასხვა დამაბინძურებლის დონეზე ლოკალური ცვლილებებით შემოიფარგლება, რომელიც იცვლება ქარისა და წვიმის ზეგავლენის შედეგად, ასევე მზის შუქთან ფოტოქიმიური ურთიერთქმედების შემდეგ, რომლის ინტენსივობაც სეზონურ ცვლილებებთანაა კავშირში.

ტრანსპორტის მოძრაობის შედეგად წარმოქმნილი აზოტის ოქსიდი ქალაქებში ოზონის მომატებული დონის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, ოზონის მაღალმა კონცენტრაციამ კი შეიძლება დააზიანოს ფილტვები და გამოიწვიოს რესპირატორული დაავადებები. ბოლო ათწლეულების განმავლობაში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მიიღო ზომები ატმოსფეროში სათბური აირების შესამცირებლად, მაგრამ ოზონის კონცენტრაცია ჯერ კიდევ არაა საკმარისად დაკლებული.

მკვლევრებმა აღმოაჩინეს ,რომ 15 მარტიდან 23 ივლისის ჩათვლით ნიუ-იორკში დაფიქსირდა აზოტის ოქსიდის აირებიდან ერთ-ერთის, აზოტის დიოქსიდის, 21 პროცენტით შემცირება 2019 წლის დონესთან შედარებით. მიუხედავად იმისა, რომ „ლოქდაუნები“ გაცილებით უფრო მკაცრი იყო გაზაფხულის თვეებში, აღმოჩნდა, რომ აზოტის დიოქსიდის ზაფხულის შემცირება ყველაზე მეტად უკავშირდება ქალაქის ოზონის დონის ცვლილებას. ”წელს ჩვენ ვხედავთ ზაფხულის ოზონის საკმაოდ ძლიერ შემცირებას”, – თქვა დენ ჯაფემ, Washington Bothell-ის უნივერსიტეტის ეკო-ქიმიკოსმა, გამოქვეყნებული მონაცემების მითითებით.

ეს იმიტომ, რომ ზაფხულის თვეებში სითბო და მზის სხივები რეაქციაში შედის ატმოსფეროს ზემოხსენებულ აირებთან და აზოტის დიოქსიდის მსგავსად ,,ტოქსიკურ კოქტეილს“ ქმნის. ჯაფე ამბობს, რომ ”ეს ნამდვილად კარგი მტკიცებულებაა იმისა, რომ NOx-ის შემცირებამ 2020 წლის ივლისში მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა”.

გასათვალისწინებელია, რომ დენვერში ოზონის დონე სისტემატიურად არ ეცემოდა, შესაძლოა იმიტომ, რომ ზაფხულის ბოლოს აშშ-ის დასავლეთში ხანძარი დაიწყო. ხანძრების შედეგად წარმოიქმნება აზოტის ოქსიდები, ნახშირბადის მონოოქსიდი და წვრილი ნაწილაკები, რომლებსაც ასევე შეუძლიათ დედამიწის ზედაპირზე ოზონის დონის გაზრდა.

”სხვადასხვა ქალაქში სხვადასხვა ვითარებაა, უამრავი გზა არსებობს ამ პრობლემის მოსაგვარებლად, მაგრამ სამუშაო ძალიან ბევრია”-ამბობს ჯაფე. 2020 წლიდან  ახალი მონაცემებზე დაყრდნობით მეცნიერები იმედოვნებენ, რომ შეძლებენ გარკვეული წინსვლის მიღწევას.

 

სტატიაზე მუშაობდა : თეკა გრამატოპულო და ნინი თოიძე

წყარო : https://www.sciencenews.org/article/covid19-coronavirus-pandemic-air-pollution-ozone-shutdown?fbclid=IwAR3lQ31rpTiZCflrsxcnZXf77dj8cJtyt9N5Q2Fp_0P1YbMRciX4muUnIz4

ნახვები : 76 წუთის საკითხავი

წინა პოსტი
ურბანული საფრთხეები
შემდეგი პოსტი
დღეს თბილისის 7 რაიონს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • “ჩემი ქალაქი მკლავს“ მოძრაობა, ბოლნისის რაიონის სოფელ გეთაში ჩავიდა
  • ლონდონი და მილანი ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით შეკრებას უხელმძღვანელებენ
  • ლონდონში დაწყებულია კამპანია შეშის წვის საფრთხეებზე ცნობიერების ასამაღლებლად
  • ნიუკასლის სუფთა ჰაერის ზონა აქტიურდება
  • აშშ-ის მთავრობა ასთმის საშიშროების გამო გაზის ქურების აკრძალვას განიხილავს
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2020 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ოთხშაბათი, 22, მარ
“ჩემი ქალაქი მკლავს“ მოძრაობა, ბოლნისის რაიონის სოფელ გეთაში ჩავიდა
ორშაბათი, 20, მარ
ლონდონი და მილანი ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით შეკრებას უხელმძღვანელებენ
შაბათი, 11, მარ
ლონდონში დაწყებულია კამპანია შეშის წვის საფრთხეებზე ცნობიერების ასამაღლებლად
კვირა, 26, თებ
ნიუკასლის სუფთა ჰაერის ზონა აქტიურდება
პარასკევი, 24, თებ
აშშ-ის მთავრობა ასთმის საშიშროების გამო გაზის ქურების აკრძალვას განიხილავს
პარასკევი, 24, თებ
გაერთიანებული სამეფოს საზოგადოება უარს ამბობს საზოგადოებაში მოწევაზე, ტრასნპორტის გამონაბოლქვი კი შედარებით მისაღები რჩება

Welcome back,