GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

წმ. მიქაელ ტვერელის სახელობის ეკლესიის ჩაბეტონება

Homepage საქართველო წმ. მიქაელ ტვერელის სახელობის ეკლესიის ჩაბეტონება
საქართველო

წმ. მიქაელ ტვერელის სახელობის ეკლესიის ჩაბეტონება

მარტი 27, 2023
By GREENPOLE
0 კომენტარი
534 ნახვა
ნახვები : 197

ჩვენ უკვე დიდი ხანია არაერთი თვალსაჩინო ფაქტიდან გამომდინარე ვიცით, რომ ორგანიზაცია „ჩემი ქალაქი მკლავს“ მხოლოდ ჩვენი ქვეყნისა და დედაქალაქის ეკოლოგიაზე არ ზრუნავს. მისი მისია საქართველოში სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაცაა. აქედან გამომდინარე, ეს ორგანიზაცია ყოველთვის ხალხის გვერდით დგას.

 

ერთ-ერთი ასეთი იყო გუშინ, 25 მარტს. „ჩემი ქალაქი მკლავს“-ის წევრები შეხვდნენ სოლომონ ზალდასტანიშვილის და 8 მარტის ქუჩების მაცხოვრებლებს. შეხვედრის მიზეზს წარმოადგენდა მშენებლობა, რომელიც როგორც ქალაქის იერსახეს, ისე მოსახლეობასაც აყენებს ზიანს. ასევე ზიანს აყენებს წმ. მიქაელ ტვერელის სახელობის ეკლესიასაც, რომელიც 110 წლისაა, კერძოდ, მშენებარე კორპუსი მდებარეობს ეკლესიაში შესასვლელის წინ, რაც ყოვლად დაუშვებელია ჩვენი რელიგიის მიხედვითაც. საინტერესო ფაქტია ისიც, რომ თვითონ სოლომონ ზალდასტანიშვილიც ამ ეკლესიაშია დაკრძალელული და ალბათ ის ყველაზე ცუდ სიზმრებშიც კი ვერ წარმოიდგენდა ასეთ რამეს.

 

ორგანიზაცია „ჩემი ქალაქი მკლავს“ თხოვს საპატრიარქოს გვერდში დგომას, გარდა ამისა, ითხოვს შეხვედრას მერიის არქიტექტურის სამსახურთან, ვინაიდან ძალიან საინტერესოა ის ფაქტი, თუ ვინ გასცა და როგორ გაიცა აღნიშნული მშენებლობის ნებართვა.

 

 

მაცხოვრებლებთან შეხვედრისას ასევე გაჩნდა ის გარემოებაც, რომლის მიხედვითაც საჩქაროდ განხილვის საგანს წარმოადგენს მომიჯნავე სახლების კედლების დროულად გამაგრება, ვინაიდან კელდები არის დაბზარული, რაც საფრთხეს უქმნის იმ მაცხოვრებლების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, რომლებიც ასეთ სახლებში ცხოვრობენ.

 

 

ორგანიზაციის წევრების თქმით აქციები გაგრძელდება, ბოლომდე იდგებიან სოლომონ ზალდასტანიშვილისა და 8 მარტის ქუჩების მაცხოვრებლების გვერდით, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს არ არის მხოლოდ ამ ქუჩების მაცხოვრებლების პრობლემა, ეს თითოეული ჩვენთაგანის პრობლემაა.

 

სტატიაზე მუშაობდა : თაკო ყვავაძე


წინა პოსტი
ძველი ავტომობილების ელექტრომობილებად გადაკეთება და კლიმატური პრობლემების მოგვარება
შემდეგი პოსტი
შრომის უსაფრთხოების სპეციალისტების რეკომენდაციები კვარცის მტვრის თავიდან ასარიდებლად

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
  • რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
  • ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
  • მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
  • გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ხუთშაბათი, 9, ოქტ
ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
ოთხშაბათი, 17, სექ
რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
პარასკევი, 12, სექ
ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
შაბათი, 30, აგვ
მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
შაბათი, 2, აგვ
გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
პარასკევი, 1, აგვ
ახალ კვლევას ელექტრომობილების ბატარეების მომსახურების სერტიფიკატების მიღების აუცილებლობასთან მივყავართ

Welcome back,