GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
  • ძებნა
GreenPole
  • Home
  • AQ Map
  • Projects
  • NEWS
    • Georgia
    • World
  • Discovery
  • Our Team
  • Contact
  • ქართული
  • Search

თბილისის მერია საახალწლო კონცერტში 491 ათასი ლარის დახარჯვას გეგმავს

Homepage საქართველო თბილისის მერია საახალწლო კონცერტში 491 ათასი ლარის დახარჯვას გეგმავს
საქართველო

თბილისის მერია საახალწლო კონცერტში 491 ათასი ლარის დახარჯვას გეგმავს

დეკემბერი 14, 2020
By GREENPOLE
0 კომენტარი
991 ნახვა
ნახვები : 274

თბილისის მერია 2021 წლის შესახვედრი საახალწლო ღონისძიებას ჩაატარებს, რაც 491 ათასი ლარი დაჯდება. მომსახურებას უწყება ტენდერის გარეშე, პირდაპირი მიყიდვის წესით შეიძენს.

“სახალხო დღესასწაულებისადმი, მათ შორის ახალი წლისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მაღალი სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობისაა და მისი მაღალ დონეზე ჩატარება ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი სოციალური, კულტურული და სხვა საჯარო მიზნების მიღწევას ემსახურება”, – ასე ხსნის მერია ღონისძიების ჩატარების მიზეზს.

მერია შესყიდვების სააგენტოსთვის მიწოდებულ ინფორმაციაში განმარტავს, რომ კონცერტი მაყურებლის გარეშე ჩატარდება და “ნახვის საშუალება საზოგადოებას პირდაპირი ეთერის მეშვეობით ექნება”.

“კონცერტში მონაწილეობას 30-მდე სოლო შემსრულებელი, ბენდები, ანსამბლები, კლასიკური ჟანრის მომღერლები, მსახიობები მიიღებენ. სცენაზე უმეტესად ახალგაზრდები იქნებიან წარმოდგენილნი, მაღალი რისკის მქონე ასაკოვანი შემსრულებლები ჩაერთვებიან საკუთარი, საახალწლოდ მოწყობილი, სახლის ფანჯრებიდან, აივნებიდან, ტერასებიდან. ჩართვებში გამოჩნდებიან რიგითი მოქალაქეებიც და ე.წ. ცნობადი სახეები”, – აღნიშნავს მერია შესყიდვების სააგენტოსთვის მიწოდებულ ინფორმაციაში.

აქვე აღნიშნულია, რომ სცენის დეკორაცია მოწყობილი იქნება როგორც რამდენიმე სართულიანი აივნებიანი, ტერასებიანი სახლი. აივნებზე, ტერასებზე, ფანჯრებიდან შესრულდება მუსიკალური ნომრები პირდაპირ ეთერში. პარალელურად, იქნება პირდაპირი ჩართვები სხვადასხვა უბნებიდან, ქალაქებიდან სხვადასხვა შემსრულებლების ტერასებიდან, აივნებიდან და ფანჯრებიდან.

წყარო : რადიო თავისუფლება

წინა პოსტი
საქართველოში ქურციკების რაოდენობა 150-მდე გაიზარდა
შემდეგი პოსტი
გაერო: 2100 წლისთვის დედამიწაზე ტემპერატურა, შესაძლოა, 3°C-ით გაიზარდოს

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • Renewable and Low-Carbon Sources Accounted for Over 40% of Global Electricity Production in 2024: Report
  • ანგარიშის მიხედვით, განახლებადი და დაბალნახშირბადოვანი წყაროები 2024 წელს გლობალური ელექტროენერგიის წარმოების 40%-ზე მეტს შეადგენდა
  • მსოფლიო მძლეოსნობის ფედერაცია აფართოებს ინიციატივას „სირბილი სუფთა ჰაერისთვის“
  • კვადრატული მილი ამცირებს გამონაბოლქვს, რადგან ქალაქი სუფთა ნულოვანი მომავლისკენ ისწრაფვის
  • ელექტრომობილის შეძენის განხილვისას, ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი გარემოზე ზრუნვის საკითხია
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
კვირა, 13, სექ
Renewable and Low-Carbon Sources Accounted for Over 40% of Global Electricity Production in 2024: Report
კვირა, 13, სექ
ანგარიშის მიხედვით, განახლებადი და დაბალნახშირბადოვანი წყაროები 2024 წელს გლობალური ელექტროენერგიის წარმოების 40%-ზე მეტს შეადგენდა
კვირა, 9, აგვ
მსოფლიო მძლეოსნობის ფედერაცია აფართოებს ინიციატივას „სირბილი სუფთა ჰაერისთვის“
ოთხშაბათი, 27, მაი
კვადრატული მილი ამცირებს გამონაბოლქვს, რადგან ქალაქი სუფთა ნულოვანი მომავლისკენ ისწრაფვის
სამშაბათი, 26, მაი
ელექტრომობილის შეძენის განხილვისას, ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი გარემოზე ზრუნვის საკითხია
პარასკევი, 1, მაი
დაბალი ემისიის ზონამ გლაზგოში ჰაერის დაბინძურება მესამედით შეამცირა

Welcome back,