GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
  • ძებნა
GreenPole
  • Home
  • AQ Map
  • Projects
  • NEWS
    • Georgia
    • World
  • Discovery
  • Our Team
  • Contact
  • ქართული
  • Search

გაერო: 2100 წლისთვის დედამიწაზე ტემპერატურა, შესაძლოა, 3°C-ით გაიზარდოს

Homepage მსოფლიო გაერო: 2100 წლისთვის დედამიწაზე ტემპერატურა, შესაძლოა, 3°C-ით გაიზარდოს
შემეცნებითი, მსოფლიო

გაერო: 2100 წლისთვის დედამიწაზე ტემპერატურა, შესაძლოა, 3°C-ით გაიზარდოს

დეკემბერი 15, 2020
By GREENPOLE
0 კომენტარი
1323 ნახვა
ნახვები : 855

გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ გარემოსდაცვითი პროგრამის ფარგლებში ატმოსფეროში მავნე ნივთიერებების კონცენტრაციის ამსახველი ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც იტყობინება, რომ 2100 წლისთვის დედამიწაზე ტემპერატურა, შესაძლოა, 3°C-ზე მეტით გაიზარდოს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სათბურის აირების ემისიის შემცირება, რომელიც კორონავირუსის პანდემიის დროს აღინიშნა, მოსალოდნელ დათბობაზე მხოლოდ უმნიშვნელო გავლენას მოახდენს.

გაეროს მონაცემებით, 2020 წლის ბოლოსთვის ჰაერში ნახშირბადის ოდენობა, წინა წელთან შედარებით, ჯამში 7 პროცენტით შემცირდება, რაც ქვეყნების მიერ მთელი მსოფლიოს მასშტაბით გამოცხადებული კარანტინის გამო ფრენებისა თუ საწარმოო პროცესების შეჩერების დამსახურებაა. თუმცა, ამ ყველაფრის შედეგად, 2050 წლისთვის ჩვენს პლანეტაზე სულ რაღაც 0,01°C-ით ნაკლები სითბო დაფიქსირდება. ორგანიზაციის განცხადებით, გამონაბოლქვის დონემ ყოველწლიურად 7,6 პროცენტით უნდა დაიკლოს, რათა შესრულდეს პარიზის შეთანხმება, რომელიც დედამიწაზე საშუალო წლიური ტემპერატურის ზრდის ჯერ 2 °C-მდე, შემდეგ კი 1,5 °C-მდე შეზღუდვას ითვალისწინებს.

აღნიშნული მიზნის მისაღწევად, ნავთობის, გაზისა და ქვანახშირის მოპოვების შეზღუდვა, მოსახლეობისა და საწარმოების მიერ ელექტროენერგიის მოხმარების შემცირება, ტრადიციული საწვავის გარემოსთვის უსაფრთხო ნივთიერებით ან ალტერნატიული ტექნოლოგიით ჩანაცვლება და განადგურებული ტყეების აღდგენის ხელშეწყობაა საჭირო. პარიზის შეთანხმების მონაწილე მხარეებმა შესაბამისი ინფრასტრუქტურული ცვლილებებიც უნდა განახორციელონ, რომელთა შედეგადაც 2030 წლისთვის ატმოსფეროში სათბურის აირების კონცენტრაცია 25 პროცენტით შემცირდება.

იმ შემთხვევაში, თუ დასახული გეგმის შესრულებას ვერ შევძლებთ, საუკუნის ბოლოს დედამიწაზე მოსალოდნელი სიცხე გვალვებს, შტორმებს, მოსავლის განადგურებასა და ზღვის დონის მატებას გამოიწვევს, რის გამოც ასობით მილიონ ადამიანს საცხოვრებელი ადგილის შეცვლა მოუწევს. ამის თავიდან ასაცილებლად, გაერო თავის წევრ სახელმწიფოებს აქტიური მოქმედებებისკენ მოუწოდებს.

წყარო : Popx.ge

წინა პოსტი
თბილისის მერია საახალწლო კონცერტში 491 ათასი ლარის დახარჯვას გეგმავს
შემდეგი პოსტი
საქართველოში ჰაერის ხარისხის მონიტორინგი უმჯობესდება

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • Renewable and Low-Carbon Sources Accounted for Over 40% of Global Electricity Production in 2024: Report
  • ანგარიშის მიხედვით, განახლებადი და დაბალნახშირბადოვანი წყაროები 2024 წელს გლობალური ელექტროენერგიის წარმოების 40%-ზე მეტს შეადგენდა
  • მსოფლიო მძლეოსნობის ფედერაცია აფართოებს ინიციატივას „სირბილი სუფთა ჰაერისთვის“
  • კვადრატული მილი ამცირებს გამონაბოლქვს, რადგან ქალაქი სუფთა ნულოვანი მომავლისკენ ისწრაფვის
  • ელექტრომობილის შეძენის განხილვისას, ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი გარემოზე ზრუნვის საკითხია
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
კვირა, 13, სექ
Renewable and Low-Carbon Sources Accounted for Over 40% of Global Electricity Production in 2024: Report
კვირა, 13, სექ
ანგარიშის მიხედვით, განახლებადი და დაბალნახშირბადოვანი წყაროები 2024 წელს გლობალური ელექტროენერგიის წარმოების 40%-ზე მეტს შეადგენდა
კვირა, 9, აგვ
მსოფლიო მძლეოსნობის ფედერაცია აფართოებს ინიციატივას „სირბილი სუფთა ჰაერისთვის“
ოთხშაბათი, 27, მაი
კვადრატული მილი ამცირებს გამონაბოლქვს, რადგან ქალაქი სუფთა ნულოვანი მომავლისკენ ისწრაფვის
სამშაბათი, 26, მაი
ელექტრომობილის შეძენის განხილვისას, ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი გარემოზე ზრუნვის საკითხია
პარასკევი, 1, მაი
დაბალი ემისიის ზონამ გლაზგოში ჰაერის დაბინძურება მესამედით შეამცირა

Welcome back,