GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
  • ძებნა
GreenPole
  • Home
  • AQ Map
  • Projects
  • NEWS
    • Georgia
    • World
  • Discovery
  • Our Team
  • Contact
  • ქართული
  • Search

სტოკჰოლმის ცენტრში ბენზინსა და დიზელზე მომუშავე მანქანების შესვლა აიკრძალა

Homepage მსოფლიო სტოკჰოლმის ცენტრში ბენზინსა და დიზელზე მომუშავე მანქანების შესვლა აიკრძალა
მსოფლიო

სტოკჰოლმის ცენტრში ბენზინსა და დიზელზე მომუშავე მანქანების შესვლა აიკრძალა

თებერვალი 21, 2024
By GREENPOLE
0 კომენტარი
1142 ნახვა
ნახვები : 232
  • 2024 წლის ბოლოს სტოკჰოლმში ქალაქის გარკვეული ნაწილები დაბალი ემისიების ზონებად გამოცხადდება, სადაც ბენზინსა და დიზელზე მომუშავე მანქანების შესვლა აიკრძალება;

  • ზონა იფუნქციონირებს დღეში 24 საათი, კვირაში 7 დღე;

  • ზონის წესების დარღვევა ჩაითვლება საგზაო მოძრაობის დარღვევად და დამრღვევი პირი დაჯარიმდება 1000 სეკით, რაც დაახლოებით 85€ არის.

2024 წლის ბოლოს სტოკჰოლმში ქალაქის ცენტრის გარკვეული ნაწილები დაბალი ემისიების ზონებად გამოცხადდება, სადაც ბენზინსა და დიზელზე მომუშავე მანქანების შესვლა აიკრძალება. მიღებული გადაწყვეტილების მიზანია ქალაქის შიგნით არსებული დაბინძურების აღმოფხვრა.

სტოკჰოლმში ჰაერის დაბინძურება მწვავე პრობლემაა. სამედიცინო კვლევები აჩვენებს, რომ სტოკჰოლმის იმ ქუჩებზე მცხოვრებ ბავშვებს, რომლებზეც ჰაერი განსაკუთრებულადაა დაბინძურებული, ფილტვების დაქვეითებული ფუნქციონირება აქვთ ადრეული ასაკიდან.

ლარს სტრომგრენი სტოკჰოლმის ტრანსპორტისა და ქალაქის ურბანული გარემოსდაცვის მერი ამბობს: „ჰაერის დაბინძურება ჩვილი ბავშვების ფილტვებს ვნებს და ადამიანთა ნაადრევ სიკვდილს იწვევს. აუცილებელია, აღმოვფხვრათ მავნე გაზების გამოფრქვევა ბენზინსა და დიზელზე მომუშავე მანქანებიდან. სწორედ ამ მიზნით, დათქმულ ვადაში გთავაზობთ ისეთ ამბიციურ გეგმას, როგორიც დაბალი ემისიების ზონის შექმნაა“. სტოკჰოლმის დაბალი ემისიების ზონაში შესვლა ნებადართული იქნება მხოლოდ ელექტრო- და გაზზე მომუშავე მანქანებისთვის, რომლებიც აკმაყოფილებს ევრო 6-ის სტანდარტებს. ასევე დაშვებული იქნება ევრო 6-ის ჰიბრიდული მანქანები. ზონა იფუნქციონირებს 24/7-ზე. ზონის წესების დარღვევა ჩაითვლება საგზაო მოძრაობის დარღვევად და დამრღვევი პირი დაჯარიმდება 1000 სეკით.

გარემოსდაცვითი ზონა „კლასი 3“ ამოქმედდება შემდეგი წლის 31 დეკემბრიდან და მოიცავს ქალაქის ცენტრის დაახლოებით 20 ბლოკს. შემდგომ ეტაპზე ზონა კიდევ უფრო გაფართოვდება. გაფართოების შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნება 2025 წლის პირველ ნახევარში. ზონაში შესვლის აკრძალვა არ ეხება მოტოციკლებსა და მოპედებს.

სტატიაზე მუშაობდა: მარიამ სიხარულიძე, ანუკი კვეკვესქირი

წყარო: Airqualitynews.com

21 თებერვალი 2024 წელი


წინა პოსტი
ჰაერის გაუმჯობესება ტყის ხანძრების ფონზე
შემდეგი პოსტი
ძროხების ზღვის მცენარეებით გამოკვებას საგრძნობლად შეუძლია მეთანის ემისიის შემცირება

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • Life in a heat dome: The American West is figuring out how to keep cool
  • სიცოცხლე „სიცხის გუმბათის“ პირობებში: როგორ ცდილობს გაგრილებას ამერიკის დასავლეთი
  • ბარსელონაში NO₂-ის დონე მნიშვნელოვნად შემცირდა დაბალი ემისიის ზონის დანერგვის შედეგად
  • Barcelona’s NO₂ levels dramatically reduced by Low Emission Zone
  • Renewable and Low-Carbon Sources Accounted for Over 40% of Global Electricity Production in 2024: Report
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
სამშაბათი, 29, სექ
Life in a heat dome: The American West is figuring out how to keep cool
სამშაბათი, 29, სექ
სიცოცხლე „სიცხის გუმბათის“ პირობებში: როგორ ცდილობს გაგრილებას ამერიკის დასავლეთი
ოთხშაბათი, 23, სექ
ბარსელონაში NO₂-ის დონე მნიშვნელოვნად შემცირდა დაბალი ემისიის ზონის დანერგვის შედეგად
ოთხშაბათი, 23, სექ
Barcelona’s NO₂ levels dramatically reduced by Low Emission Zone
კვირა, 13, სექ
Renewable and Low-Carbon Sources Accounted for Over 40% of Global Electricity Production in 2024: Report
კვირა, 13, სექ
ანგარიშის მიხედვით, განახლებადი და დაბალნახშირბადოვანი წყაროები 2024 წელს გლობალური ელექტროენერგიის წარმოების 40%-ზე მეტს შეადგენდა

Welcome back,