GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

სკოლების ირგვლივ ჰაერის გაწმენდისთვის ქ. ვენდსვორტის საბჭოს მიერ შემუშავებულ ღონისძიებებში ბავშვებიც ჩაერთვებიან

Homepage მსოფლიო სკოლების ირგვლივ ჰაერის გაწმენდისთვის ქ. ვენდსვორტის საბჭოს მიერ შემუშავებულ ღონისძიებებში ბავშვებიც ჩაერთვებიან
მსოფლიო

სკოლების ირგვლივ ჰაერის გაწმენდისთვის ქ. ვენდსვორტის საბჭოს მიერ შემუშავებულ ღონისძიებებში ბავშვებიც ჩაერთვებიან

ნოემბერი 19, 2023
By GREENPOLE
0 კომენტარი
404 ნახვა
ნახვები : 44
  • ბრიტანეთის ქ. ვენდსვორტში ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებელ ღონისძიებებში სკოლის მოსწავლეები ჩართეს

  • ბავშვები აქტიურად მონაწილეობდნენ მძღოლების ცნობიერების ამაღლებაში გამონაბოლქვის ზიანის შესახებ

  • სკოლებს აგრეთვე გადაეცათ ველოსიპედები, ბავშვები დადიან ტარების გაკვეთილებზე და გაწევრიანდნენ ველოსპორტის მოყვარულთა კლუბებში

ქ. ვენდსვორტის საბჭომ სკოლის გარშემო ჰაერის დასუფთავებისთვის სპეციალური პროგრამა შეიმუშავა, რომელშიც ბატერსისა და ნაინ-ელმსის ქუჩებზე მცხოვრები სკოლის მოსწავლეებიც ჩართეს. კერძოდ, ბავშვები მონაწილეობდნენ მძღოლების ცნობიერების ამაღლებაში იმის თაობაზე, თუ რა ზიანს აყენებს ჯანმრთელობას საავტომობილო გამონაბოლქვი.

წმ. მარიამის სახ. დაწყებითი სკოლის მოსწავლეები ბატერსიში ქუჩებში დადიოდნენ და სთხოვდნენ მძღოლებს შუქნიშანზე გაჩერებისას ძრავი გამოერთოთ. ბავშვებმა აგრეთვე დაარიგეს ბუკლეტები და მოუყვნენ ავტომობილისტებს, თუ რისი გაკეთება შეუძლიათ ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად.

ამავე სკოლაში საავტომობილო ძრავის უქმი სვლის რეჟიმში გადაყვანის წინააღმდეგ ბევრი ახალი ინიციატივაა შემუშავებული, რამაც ხელი უნდა შეუწყოს გამონაბოლქვით ჰაერის დაბინძურების შემცირებას უბნებში, სადაც ბავშვები ცხოვრობენ და სწავლობენ.

ჯეიმი კოლკლაფი, ვენდსვორტის ჰაერის ხარისხის კონტროლზე პასუხისმგებელი პირი, აღნიშნავს: „ჩვენი საბჭოს პრიორიტეტია, დავეხმაროთ ბავშვებსა და მათი ოჯახის წევრებს, იცხოვრონ ჯანსაღი ცხოვრების წესით და ისუნთქონ სუფთა ჰაერით.

ბავშვების ჩართვა ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებელ ინიციატივებში მშვენიერი შესაძლებლობაა, გავაგებინოთ ავტომობილისტებსა და ქალაქის მაცხოვრებლებს, თუ რა სერიოზულად ვეკიდებით გამონაბოლქვის შემცირების საკითხს ჩვენს უბანში.“

მოძრაობის წესების დარღვევის საწინააღმდეგო კამპანიის ფარგლებში სკოლის გარშემო შეიქმნა ე.წ. „სუპერზონა“, რომელიც სკოლის გარშემო ბავშვებისთვის უფრო ჯანსაღი გარემოს შექმნას ემსახურება. GLA1-ის დახმარებით სკოლებმა მიიღეს საგრანტო დაფინანსება ისეთი ინიციატივებისთვის, როგორებიცაა რეალურ დროში ჰაერის დაბინძურების მონიტორინგი, სკოლისკენ მიმავალი გამონაბოლქვით ნაკლებად დაბინძურებული გზების რუკები ბავშვებისათვის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების კონტროლი სკოლების გარშემო და კლასგარეშე ახალი ფიზიკური აქტივობების პროგრამები.

ნაინ-ელმსში მდებარე წმ. გიორგისა და გრიფინის დაწყებით სკოლებში ახალი ველოსიპედები გაიგზავნა. მათი შეძენისთვის თანხები ლონდონის მერიის მიერ შექმნილმა ფონდმა (Business Low Emissions Neighbourhood) გამოყო, რომელიც ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებელ ინიციატივებში სხვადასხვა საწარმოებისა და ქალაქის მაცხოვრებლების მოზიდვას ცდილობს.

ველოსიპედები ასევე მიიღო წმ. მარიამის სახ. სკოლამაც. ისინი ვენდსვორტის საბჭომ ნაინ-ელმსში მოღვაწე სამშენებლო კომპანიებისგან მიღებული თანხებით შეიძინა.

მოსწავლეები დადიან ველოსიპედის ტარების გაკვეთილებზე. ბავშვებს მოუწოდებენ სკოლებში ველოსიპედებით იარონ და გაწევრიანდნენ ველოსპორტის მოყვარულთა კლუბებში. ბავშვების სათამაშო მოედნებზე კი ახალი სივრცე მოაწყვეს ველოსიპედებისა და სკუტერების დასაყენებლად.

ბავშვებს ვოქინგემში ახლახან დაევალათ შეექმნათ იმის საილუსტრაციო პოსტერები, თუ რატომ არის საშიში საავტომობილო ძრავის უქმი სვლის რეჟიმში გაჩერება.

1 GLA – Gelandewagen – ყველგან მავალი მსუბუქი ავტომობილი. კომპანია მერსედეს ბენცის მიერ შემოტანილი ტერმინი

სტატიაზე მუშაობდა: თაკო ჩუმაშვილი, ლილიან მეტრეველი

წყარო : airqualitynews.com

19 ნოემბერი 2023 წელი.


წინა პოსტი
ახალი გათბობის სისტემები გერმანიაში
შემდეგი პოსტი
მანქანების რაოდენობა ბრიტანეთის გზებზე იმაზე მაღალია, ვიდრე ოდესმე ყოფილა

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
  • რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
  • ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
  • მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
  • გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ხუთშაბათი, 9, ოქტ
ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
ოთხშაბათი, 17, სექ
რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
პარასკევი, 12, სექ
ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
შაბათი, 30, აგვ
მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
შაბათი, 2, აგვ
გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
პარასკევი, 1, აგვ
ახალ კვლევას ელექტრომობილების ბატარეების მომსახურების სერტიფიკატების მიღების აუცილებლობასთან მივყავართ

Welcome back,