GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
      • EnglishEnglish
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
    • English
  • ძებნა

შვედეთში გოტენბურგში 145 ორსახსრიანი ელექტრო ავტობუსი დადის.

Homepage მსოფლიო შვედეთში გოტენბურგში 145 ორსახსრიანი ელექტრო ავტობუსი დადის.
მსოფლიო

შვედეთში გოტენბურგში 145 ორსახსრიანი ელექტრო ავტობუსი დადის.

იანვარი 8, 2021
By GREENPOLE
0 კომენტარი
795 ნახვა
ნახვები : 230

შვედეთში, კერძოდ, გოტენბურგში დეკემბრის ბოლოს 145 ორსახსრიანი ელექტრო ავტობუსი ივლის. ქალაქის მიზანია 2030 წლისთვის რეგიონში ყველა ქალაქის ავტობუსი იყოს ელექტრო. მეტი ინფორმაცია თუ როგორ მოამზადეს ავტობუსები და მიაწოდეს წერია სტატიაში Volvo Buses ვებსაიტზე.

ავტობუსები ივლიან 34 მარშრუტზე გოტენბურგში, ხოლო დატენვით  დაიტენებიან ღამე სადგურებზე, რომლებიც იქნება მარშრუტებზე.

შვედეთის სიდიდით მეორე ქალაქმა, სადაც Volvo-ს სათაო ოფისია განთავსებული, ადრე დაიწყო ელექტრო ავტობუსებზე ფიქრი. 2015 წელს გოტენბურგი იყო პირველი ქალაქი, სადაც ElectriCity პროექტის ფარგლებში, გამოსაცდელად, სპეციალურად გამოყოფილ ხაზებზე Volvo-ს პირველი ელექტრო ავტობუსები დადიოდნენ.

 

Volvo-ს 210 ელექტრო ავტობუსი უკვე გოტენბურგში დადის

 

145 ახალი Volvo 7900 ავტობუსების შეძენის შესახებ განცხადება გაკეთდა 2019 წლის ნოემბერში, ამ დრო ეს ყველაზე დიდი შეკვეთა იყო მთელ კონტინენტზე. შესაბამისად, წლის დასასრულს 210 ელექტრო ავტობუსი ივლის რეგიონში, რაც ქალაქის 35%-ს წარმოადგენს. პროცენტულად გოტენბურგს ეყოლება ყველაზე მეტი ელექტრო ავტობუსი  მთელ სკანდინავიაში. ეს ინვესტიცია რეგიონის მიზნისთვის, შეამციროს ნახშიროჟანგის გამოყოფა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიერ 90%-ით 2035 წლისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია.

ეს 145 ავტობუსი შეამცირებს წელიწადში CO2-ის 14,500 ტონისს, ხოლო აზოტის ოქსიდის 8,000 ტონის გამოყოფას.  ვოლვოს მიხედვით, ტრადიციული ავტობუსის ელექტრო ავტობუსით ჩანაცვლებისას, ასევე მცირდება ავტობუსის ხმაური 7dB-ით.

 

გოტენბურგში ავტობუსებს Transdev ჩაიბარებს

ავტობუსების მართვას Transdev გაუძღვება, რომელმაც Västtrafik-ის ტენდერი მოიგო 2019 წლის ზაფხულში. Transdev-ს ასევე აკისრია პასუხისმგებლობა, რომ ყველაფერი წესრიგში ჰქონდეს ავტობუსებს გაშვებამდე. ყველაფრის გამართვაში იგულისხმება პერსონალის მომზადება, ავტობუსის ადაპტაცია ქალაქში სამოძრაოდ, დასამუხტი ინფრასტრუქტურის შემოწმება და ა. შ. კომპანია Transdev-ს აქვს დიდი გამოცდილება ელექტრო ავტობუსების მომსახურებისა სხვადასხვა ქვეყანაში: შვედეთში, ჰოლანდიასა და საფრანგეთში, სატრანსპორტო კომპანიის ჩაბარებული ელექტრო ავტობუსთა რიცხვი წლის ბოლომდე 1,200-მდე გაიზრდება.

ABB – ენერგო პარტნიორი

ავტობუსები ივლიან 34 მარშრუტზე გოტენბურგში, ხოლო დაიტენებიან დასატენ სადგურებზე ღამით, რომლებიც იქნება მარშრუტებზე.

ოპტიმალური დასამუხტი ინფრასტრუქტურის მისაღებად Trasndev-მა იმუშავა და Volvo-სთან თანამშრომლობით და გზების ანალიზით შეადგინეს არსებული მოდელი და ტექნოლოგია, რომელიც არის ABB.

ABB არის 19 დასამუხტი სადგურის მომწოდებელი, რომელიც 13 სხვადასხვა ადგილზე განთავსდა. Volvo აღნიშნავს, რომ ეს სადგურები აღჭურვილია 450 kW დასამუხტებით და სხვა საჭირო ატრიბუტებით. სადგურები ჩართულია ABB-ს Ability-კავშირში, რომელიც დისტანციური მონიტორინგისა და კონტროლის საშუალებას იძლევა.

ელექტრო ენერგიით მუნიციპალიტეტის მომწოდებელი მოამარაგებს ავტობუსების ქსელს, Göteborg Energi, რომელმაც ახალი გაყვანილობა გაამზადა ავტობუსებისთვის. ხოლო მუნიციპალიტეტმა ადგილები გამოყო დასამუხტი სადგურებისთვის და შეცვალა გაჩერებების განლაგება სივრცის მოსაწყობად.

 

Marie Carlsson, Volvo Buses: ჩვენ გვსურს ვითანამშრომლოთ

Marie Carlsson,  კომპანია Volvo Buses-ის საქალაქო მობილობის განვითარების ხელმძღვანელი ამბობს: „გოტენბურგის ინვესტიცია ძალიან კარგია და დიდად იმოქმედებს ეს ქალაქის მაცხოვრებლებზე. ჩვენ ვართ მოხარულები, რომ შეგვიძლია ჩავერთოთ ამ პროექტში და გავაზიაროთ ჩვენი გამოცდილება. ჩვენმა გრძელვადიანმა მოღვაწეობამ ბაზარზე და ავტობუსებით მომარაგებამ მსოფლიოს მასშტაბით მოგვცა ღრმა ცოდნა, რომლის გაზიარებისთვისაც ჩვენ ყოველთვის მზად ვართ.“ ის ამატებს: „ჩვენ ამ გამოცდილებითაც ბევრ ახალ რამეს ვისწავლით – რას ფიქრობენ მგზავრები, მძღოლები და ოპერატორები. ჩვენ გვინდა ვიყოთ პარტნიორები რომლებიც ჩვენ მომხმარებლებთან ერთად იბრძვიან საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმჯობესებისა და სწორად განვითარებისთვის, ენერგო ეფექტურობის და უსაფრთხოების თვალსაზრისით“.

 

ელექტრო ავტობუსები გოტენბურგში და კრეატიული გადაწყვეტილებები

„ელექტრიფიკაციას სჭირდება ახლებური ფიქრი, ბევრი თავდადება და საერთო ხედვა. იმის ცოდნა, რომ მგზავრები მძღოლები და მთლიანად ქალაქი კმაყოფილია არსებული ელექტრო ავტობუსებით აძლევს ბიძგს ყველას, რომლებიც ამ პროცესში ჩართულები არიან, მეტი ინვესტიცია და მხნეობა ჩადონ ამ საქმეში. წარმატების მისაღწევად ჩვენ არ უნდა შევჩერდეთ. ჩვენ განვიხილეთ შეთანხმებები და დავრწმუნდით, რომ ყველა შენაძენი ემთხვევა ჩვენს ხედვასა და გეგმას გარემოს დაცვის შესახებ. დასახული მიზნები არ არის ადვილი მისაღწევი და სატრანსპორტო კომპანიებმა უნდა იმოქმედონ და იპოვონ კრეატიული გადაწყვეტები“ ამბობს Hanna Björk, Västtrafik-ის მდგრადი განვითარების მენეჯერი, რომელიც რეგიონის საზოგადოებრივ ტრანსპორტზეა პასუხისმგებელია.

„ჩვენ Volvo Buses ავირჩიეთ, რადგან მათ აქვთ გამართული ამუშავებული სისტემა ABB-თან ერთად, სადაც იღებენ პასუხისმგებლობას, როგორც ფუნქციონალზე ისე ინტერფეისზე დამტენებსა და ავტობუსებს შორის. ჩვენ გვაქვს გრძელი ისტორია Volvo Buses-სთან, 2018 წლიდან ჩვენ გვყავდა 2 ელექტრო ავტობუსი გოტენბურგში 16 ხაზზე. ისინი არიან პარტნიორები, რომლებიც ჩვენ მოთხოვნებს ერგებიან“ ამბობს Johnny Struwe,  Transdev-ის ავტობუსების მენეჯერი შვედეთში.

ABB-ის პროექტ მენეჯერი Frida Jalkenäs ამბობს: „ასეთი მასშტაბის პროექტებში, მნიშვნელოვანია შევხედოთ დიდ სურათს და გავიგოთ რა არის ყველა მონაწილის გამოწვევა და ვიყოთ მოქნილები. ჩვენ ვართ მოხარულები ჩვენ პარტნიორებთან კარგი თანამშრომლობის გამო, რადგან ვქმნით მდგრად ტრანსპორტს რეგიონში.“

 

სტატიაზე იმუშავა : შაკო ღლონტი – სალომე აბუაშვილი

წყარო : https://www.sustainable-bus.com

 


წინა პოსტი
ეროვნულმა მწვანე ტრიბუნალმა გაახანგრძლივა სრული აკრძალვა საახალწლო მაშხალების გაყიდვასა და გამოყენებაზე
შემდეგი პოსტი
თბილისის ცენტრალური პარკის პროექტი – ქალაქს მეტი მწვანე სივრცე სჭირდება

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
  • რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
  • ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
  • მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
  • გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ხუთშაბათი, 9, ოქტ
ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
ოთხშაბათი, 17, სექ
რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
პარასკევი, 12, სექ
ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
შაბათი, 30, აგვ
მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
შაბათი, 2, აგვ
გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
პარასკევი, 1, აგვ
ახალ კვლევას ელექტრომობილების ბატარეების მომსახურების სერტიფიკატების მიღების აუცილებლობასთან მივყავართ

Welcome back,