GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

შოტლანდიის ენერგეტიკული ქსელების კომპანია ეძებს მსურველებს, ვინც მონაწილეობას მიიღებს ელექტრო მანქანების დამტენი საშუალებების დატესტვაში.

Homepage მსოფლიო შოტლანდიის ენერგეტიკული ქსელების კომპანია ეძებს მსურველებს, ვინც მონაწილეობას მიიღებს ელექტრო მანქანების დამტენი საშუალებების დატესტვაში.
მსოფლიო

შოტლანდიის ენერგეტიკული ქსელების კომპანია ეძებს მსურველებს, ვინც მონაწილეობას მიიღებს ელექტრო მანქანების დამტენი საშუალებების დატესტვაში.

დეკემბერი 6, 2020
By GREENPOLE
0 კომენტარი
701 ნახვა
ნახვები : 102

ეს კომპანია ცდილობს ხმა მიაწვდინოს რეგიონალურ ბიზნესებს, დეველოპერებს და ელ. მანქანების დამტენი წერტილების შემქმნელ კომპანიებს, რომლებიც შეძლებენ დაამონტაჟონ ელექტრომანქანების სატენები შოტლანდიის სხვადასხვა ქალაქებში.

საცდელი ეტაპი შეაფასებს “ჭკვიანი დამუხტვის კავშირების” მუშაობას, რომელსაც  შეუძლია გააკონტროლოს ელექტროენერგიის  მოხმარების სიხშირე და სიმძაფრე.

”ყოვლისმომცველი ელექტრონული დამუხტვის ინფრასტრუქტურის შექმნა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოებისთვის ნულოვანი ნახშირბადის გამომუშავების მისაღწევად და იგი მთავარ როლს თამაშობს  COVID-19-ის შემდგომი ” მწვანე ეკონომიკის აღდგენის ” გეგმაში, – თქვა პროექტის ხელმძღვანელმა ჯეფ მერფმა.

ამის განსახორციელებლად, ჩვენ უსაფრთხოდ და ეფექტურად უნდა მოვახერხოთ ელექტროენერგიაზე გაზრდილი მოთხოვნის დარეგულირება, რასაც დიდი რაოდენობით ელექტრომანქანების დატენვა გამოიწვევს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ჭკვიანი დატენვის წერტილები, მნიშვნელოვანი ნაწილია ჩვენს გეგმაში – ამ საცდელი პერიოდის შედეგები კი დაგვეხმარება, გავიგოთ როგორ იმუშავებს ელექტრომანქანების სქემა რეალურ ცხოვრებაში.

დოქტორმა გრემ ოულტმა, „Smarter Grid Solutions“- ის აღმასრულებელმა დირექტორმა, თქვა: ”თუ დიდი ბრიტანეთი გეგმავს „მწვანე მომავლის“ ქონას, საჭიროა ელექტრომანქანების მფლობელებისთვის დასატენი წერტილების დრამატული ზრდა. სხვადასხვა კომპანიას შეიძლება ადრე შეჩერებული ჰქონდა  სატენი წერტილების დაყენების პროცესი, რადგან ის გადაჭარბებულ ხარჯებს მოითხოვდა ან სადისტრიბუციო ქსელის პრობლემები იქმნებოდა, მაგრამ ახლა ჭკვიანი დატენვის კავშირის ტექნოლოგია დაეხმარებათ მათ ამ პრობლემების მოგვარებაში.

აგრეთვე,მნიშვნელოვანია ელექტრომანქანების დატენვის პროექტმა როგორც ეკოლოგიური, ასევე ეკონომიკური ბენეფიტები მოიტანოს.

სტატიაზე იმუშავა : სოფო წერეთელი – სალომე აბუაშვილი

 


წინა პოსტი
რატომ იწვევს საქართველო ჩინურ კომპანიებს გზების მშენებლობისთვის? – პოლონეთის ელჩი
შემდეგი პოსტი
Covid-19 ვაქცინა: პირველი ადამიანი Pfizer კოვიდ-19 ვაქცინით ბრიტანეთში აიცრება

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
  • რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
  • ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
  • მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
  • გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ხუთშაბათი, 9, ოქტ
ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
ოთხშაბათი, 17, სექ
რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
პარასკევი, 12, სექ
ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
შაბათი, 30, აგვ
მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
შაბათი, 2, აგვ
გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
პარასკევი, 1, აგვ
ახალ კვლევას ელექტრომობილების ბატარეების მომსახურების სერტიფიკატების მიღების აუცილებლობასთან მივყავართ

Welcome back,