GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

რატომ იწვევს საქართველო ჩინურ კომპანიებს გზების მშენებლობისთვის? – პოლონეთის ელჩი

Homepage საქართველო რატომ იწვევს საქართველო ჩინურ კომპანიებს გზების მშენებლობისთვის? - პოლონეთის ელჩი
საქართველო

რატომ იწვევს საქართველო ჩინურ კომპანიებს გზების მშენებლობისთვის? – პოლონეთის ელჩი

დეკემბერი 6, 2020
By GREENPOLE
0 კომენტარი
772 ნახვა
ნახვები : 158

“მაინტერესებს, რატომ იწვევს საქართველო აქ ჩინურ კომპანიებს გზების მშენებლობისთვის. ჩვენ ისეთი გვირაბების მშენებლობა შეგვიძლია, რომლებიც ჩინურზე უკეთესია,” – ამის შესახებ პოლონეთის ელჩმა საქართველოში მარიუშ მაშკიევიჩმა BMG-ისა და Forbes Georgia-სთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, პოლონეთს მაგისტრალებისა და გზების მშენებლობის კუთხით ძალიან დიდი გამოცდილება აქვს, – „ბოლო წლებში ჩვენ ამ სექტორს პოლონეთში ძალიან სწრაფად ვავითარებთ. გადავწყვიტეთ, რომ კონცენტრირება გავაკეთოთ მაგისტრალების მშენებლობაზე ქვეყანაში. როგორც იცით, პოლონეთი ევროპის შუაგულია, ასე რომ, ძალიან მნიშვნელოვანია, გქონდეს სწრაფი კორიდორი აღმოსავლეთიდან დასავლეთით და სამხრეთიდან ჩრდილოეთის მიმართულებით. ამ სექტორში ძალიან ბევრი კომპანია მუშაობს, ამ მიმართულებით ძალიან კარგი სპეციალისტები გავხდით“, – დასძინა პოლონეთის ელჩმა და აღნიშნა, რომ მისთვის გასაკვირია, როდესაც საქართველო ჩინურ კომპანიებს ქირაობს ამ კუთხით.

ხოლო კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა ამის მიზეზი იყოს ფასი, პოლონელი დიპლომატი პასუხობს:

„პრობლემა გაცილებით უფრო რთულია. ჩინური კომპანიები გვთავაზობს ყველაზე დაბალ ფასს, და ყველაზე მიმზიდველ პირობებს. ისინი აშენებენ მათი მეთოდით, არ ვამბობ იმას, რომ რაც ჩინურია, ცუდია. თუმცა, ფასი არის უფრო კარგი შეფასების კრიტერიუმი? თანხების უმრავლესობა მოდის ევროკავშირიდან, კონკრეტულად ევროპის საინვესტიციო ბანკიდან, რომლითაც საქართველო სარგებლობს. ჩვენ, ევროკავშირის ელჩების კლუბი საქართველოში, ცოტათი გაოცებულები ვიყავით, როდესაც აღმოვაჩინეთ, რომ ევროკავშირის თანხებით, საქართველომ ჩინეთთან თანამშრომლობა გადაწყვიტა. რატომ? ჩვენ ძალიან კარგი კომპანიები გვყავს ავსტრიაში, გერმანიაში, პოლონეთში. ჩვენ შეგვიძლია შევთავაზოთ მაღალი ხარისხი საიმედო ფასად,”- ამბობს დიპლომატი.

ევროპული საფინანსო ინსტიტუტები, მათ შორის EIB-დან და EBRD-ი საქართველოში მსხვილი ინფრასტრუქტურის დაფინანსების მსხვილი დონორები არიან, რომელთა დაფინანსებითაც საგზაო მაგისტრალები შენდება.

 

წყარო : BM.GE


წინა პოსტი
სახლიდან მუშაობამ შესაძლოა გამოიწვიოს შიდა ჰაერის დაბინძურების ზრდა.
შემდეგი პოსტი
შოტლანდიის ენერგეტიკული ქსელების კომპანია ეძებს მსურველებს, ვინც მონაწილეობას მიიღებს ელექტრო მანქანების დამტენი საშუალებების დატესტვაში.

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ახალი მათემატიკური მეთოდი, რომელიც განიხილეს უორვიკის უნივერსიტეტში, პირველად იძლევა მარტივ და პროგნოზირებად გზას, რათა გავიგოთ, როგორ მოძრაობენ არასრულყოფილად ფორმირებული ნანო ნაწილაკები ჰაერში.
  • სუფთა ჰაერი შესაძლოა ბავშვების მხედველობას იცავდეს
  • მანჩესტერის ჰაერის დაბინძურების არაეფექტური კამპანიის გამო, სულ უფრო მეტი ბავშვი ხვდება საავადმყოფოში
  • ფაბრიკებიდან გამომდინარე ჰაერის დაბინძურება შეიძლება სასიკვდილო იყოს და საიდუმლოდაც დარჩეს
  • ხილის მიღებამ შესაძლოა ფილტვები ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაზიანებისგან დაიცვას
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
კვირა, 19, აპრ
ახალი მათემატიკური მეთოდი, რომელიც განიხილეს უორვიკის უნივერსიტეტში, პირველად იძლევა მარტივ და პროგნოზირებად გზას, რათა გავიგოთ, როგორ მოძრაობენ არასრულყოფილად ფორმირებული ნანო ნაწილაკები ჰაერში.
სამშაბათი, 31, მარ
სუფთა ჰაერი შესაძლოა ბავშვების მხედველობას იცავდეს
სამშაბათი, 24, მარ
მანჩესტერის ჰაერის დაბინძურების არაეფექტური კამპანიის გამო, სულ უფრო მეტი ბავშვი ხვდება საავადმყოფოში
ხუთშაბათი, 26, თებ
ფაბრიკებიდან გამომდინარე ჰაერის დაბინძურება შეიძლება სასიკვდილო იყოს და საიდუმლოდაც დარჩეს
კვირა, 8, თებ
ხილის მიღებამ შესაძლოა ფილტვები ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაზიანებისგან დაიცვას
ორშაბათი, 19, იან
ახალმა კვლევებმა აჩვენა რომ ორსულებისთვის დაბინძურებულ ჰაერთან შემხებლობა დაკავშირებულია ახალშობილთა ტვინის განვითარების შეფერხებასთან.

Welcome back,