GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
  • ძებნა
GreenPole
  • Home
  • AQ Map
  • Projects
  • NEWS
    • Georgia
    • World
  • Discovery
  • Our Team
  • Contact
  • ქართული
  • Search

შეუძლია თუ არა სოკოებით მოპირკეთებას ჰაერის დაბინძურებისგან გვიხსნას?

Homepage მსოფლიო შეუძლია თუ არა სოკოებით მოპირკეთებას ჰაერის დაბინძურებისგან გვიხსნას?
მსოფლიო

შეუძლია თუ არა სოკოებით მოპირკეთებას ჰაერის დაბინძურებისგან გვიხსნას?

სექტემბერი 16, 2022
By GREENPOLE
0 კომენტარი
602 ნახვა
ნახვები : 132
  • სოკოებით მოპირკეთებულმა შენობებმა, შესაძლოა, დაბინძურება შეამცირონ.
  • შენობების გარედან დაფიქსირებული სოკო იშლება და შთანთქავს ნახშირწყალბადების 80%-ს, რომელსაც საკვებად გარდაქმნის.
  • ლონდონში, ბრუნელის უნივერსიტეტის დიზაინის სტუდენტი ავითარებს გარე კედლის იმ ფილების ახალ სისტემას, რომლებიც სოკოს იყენებენ.

 

შესაძლოა, სოკოებით მოპირკეთებულმა კედლებმა დაბინძურებული ჰაერი შთანთქას და ქალაქებში ატმოსფერო გაასუფთავოს.

ლონდონში, ბრუნელის უნივერსიტეტის დიზაინის სტუდენტი ავითარებს გარე კედლის ფილების ახალ სისტემას, რომელსაც, მისი აზრით, შეუძლია ჰაერიდან სახიფათო ნახშირწყალბადების მოშორება, რაც მანქანების გამონაბოლქვისა და წიაღისეულის წვის ზემოქმედებას შეამცირებს.

Modular Myco-Hex არის ფიჭის საფენი, რომელიც სავსეა მშთანმთქმელი ნაზავით. ეს ნაზავი შედგება ნარჩენი ნახერხისა და სოკოს სპორებისგან, რომელიც მიიღება მიცელიუმისგან. ეს არის  სოკოს მიწისქვეშა ნაწილი, რომელსაც ადამიანების უმეტესობა ვერასოდეს ხედავს. შენობების გარედან დაფიქსირებული სოკო იშლება და შთანთქავს ნახშირწყალბადების 80%-ს, რომელსაც შემდეგ საკვებად გარდაქმნის და ზრდისთვის იყენებს.

თომას სოლტის შემოქმედებას, რომელიც Netflix-ის დოკუმენტური ფილმით, Fantastic Fungi-თ, იყო შთაგონებული, შეუძლია მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს ქალაქებში ჰაერის ხარისხსა და ადამიანების ჯანმრთელობაზე. ნახშირწყალბადები ცნობილი კანცეროგენებია, რომლებიც არღვევენ ადამიანის კანის ბუნებრივი დეტოქსიკაციის უნარს. ამან შეიძლება გამოიწვიოს დაავადებები, დაწყებული აკნედან და ფსორიაზიდან, დამთავრებული კიბოთი.

„Myco-Hex ფილები ბიომიმიკრიის შესანიშნავი მაგალითია“, – თქვა ბრუნელის დიზაინის სკოლის ლექტორმა, აიკა დუნდარმა. „ის იყენებს ბუნებას გლობალური პრობლემის გადასაჭრელად, რაც ამასთანავე სრულიად მდგრადი და განახლებადია.

ამდენი წლის განმავლობაში ადამიანები მუშაობდნენ ბუნების წინააღმდეგ და ნელ-ნელა ანადგურებდნენ მას”, – დასძინა სოლტმა, – „ბუნების წინააღმდეგ მუშაობის ნაცვლად, ჩვენ უნდა შევხედოთ ბუნებას და დავინახოთ, რომ ის ჩვენი ეკოლოგიური პრობლემების პასუხებს შეიცავს“.

 

სტატიაზე მუშაობდა : ანა ქავთარაძე და გიგი ჭითანავა

წყარო : airqualitynews.com


წინა პოსტი
გაერომ ახლახან გამოაცხადა ადამიანის უნივერსალური უფლება ჯანსაღ, მდგრად გარემოზე – აი, რა შეიძლება გამოიწვიოს მსგავსმა რეზოლუციამ
შემდეგი პოსტი
ედინბურგში ჰაერის დაბინძურების მობილური გამოფენა მოეწყო, რომელიც ყურადღებას ამახვილებს შოტლანდიის დედაქალაქში ბინძური ჰაერის საშიშროებასა და გავრცელებაზე.

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • Life in a heat dome: The American West is figuring out how to keep cool
  • სიცოცხლე „სიცხის გუმბათის“ პირობებში: როგორ ცდილობს გაგრილებას ამერიკის დასავლეთი
  • ბარსელონაში NO₂-ის დონე მნიშვნელოვნად შემცირდა დაბალი ემისიის ზონის დანერგვის შედეგად
  • Barcelona’s NO₂ levels dramatically reduced by Low Emission Zone
  • Renewable and Low-Carbon Sources Accounted for Over 40% of Global Electricity Production in 2024: Report
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
სამშაბათი, 29, სექ
Life in a heat dome: The American West is figuring out how to keep cool
სამშაბათი, 29, სექ
სიცოცხლე „სიცხის გუმბათის“ პირობებში: როგორ ცდილობს გაგრილებას ამერიკის დასავლეთი
ოთხშაბათი, 23, სექ
ბარსელონაში NO₂-ის დონე მნიშვნელოვნად შემცირდა დაბალი ემისიის ზონის დანერგვის შედეგად
ოთხშაბათი, 23, სექ
Barcelona’s NO₂ levels dramatically reduced by Low Emission Zone
კვირა, 13, სექ
Renewable and Low-Carbon Sources Accounted for Over 40% of Global Electricity Production in 2024: Report
კვირა, 13, სექ
ანგარიშის მიხედვით, განახლებადი და დაბალნახშირბადოვანი წყაროები 2024 წელს გლობალური ელექტროენერგიის წარმოების 40%-ზე მეტს შეადგენდა

Welcome back,