GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

შეხვედრა უკანონო მშენებლობების თაობაზე

Homepage საქართველო შეხვედრა უკანონო მშენებლობების თაობაზე
საქართველო

შეხვედრა უკანონო მშენებლობების თაობაზე

ივნისი 10, 2023
By GREENPOLE
0 კომენტარი
372 ნახვა
ნახვები : 40

მოხალისეობრივი მოძრაობა „ჩემი ქალაქი მკლავს“ უკანონო და სადავო მშენებლობებთან დაკავშირებით მოსახლეობას მარტო არასდროს ტოვებს და სულ მათ გვერდით დგას.  ამის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი იყო დღეს, 10 მაისს, კერძოდ, გაიმართა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იმ მშენებლობებთან მიმართებით, რომლებიც მიმდინარეობს შემდეგ რაიონებსა და ქუჩებზე: მუხიანი – გობრონიძის ქუჩა; საბურთალო – სულხან ცინცაძის ქუჩა; საბურთალო – ზალდასტანიშვილების ქუჩა; დიღმის მასივი – ევგენი მიქელაძის ქუჩა; მთაწმინდა – 8 მარტის ქუჩა; ფონიჭალა – ქვემო ფონიჭალის ქუჩა; დიდი დიღომი – სტრაბონის ქუჩა.

აღნიშნული სახის შეხვედრა დიდი მნიშვნელობის მატარებელია, მაგალითად: 8 მარტის ქუჩაზე წმ. მიქაელ ტვერელის სახელობის ეკლესიის ჩაბეტონება მიმდინარეობს, რომელიც საშინელი სანახავია. მშენებარე კორპუსი მდებარეობს ეკლესიაში შესასვლელის წინ, რაც ყოვლად დაუშვებელია ჩვენი რელიგიის მიხედვითაც; ევგენი მიქელაძის ქუჩაზე კი იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული მშენებლობა დასრულდება, ამ კორპუსსა და მოსახლეობის საცხოვრებელ კორპუსს შორის დაშორება ორი მეტრი იქნება, რაც მათ ბინებს ჩააბნებელს და რაც ყველაზე მთავარია გამწვანება არ ექნებათ, რაც მათ მიზანს წარმოადგენს და ანალოგიური სიტუაციაა სხვა ქუჩებზეც.

10 ივნისს გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ მხოლოდ საინიციატივო ჯგუფების წევრები. ისინი, ყველა თანიანთ ქუჩაზე არსებულ მშენებლობას აპროტესტებენ ზოგი რამდენიმე თვეა უკვე და ზოგიც უკვე წლები. საინიციატივო ჯგუფების წევრებმა გაიცნეს ერთმანეთი, გაეცნენ ერთმანეთის სიტუაციებს და მოისმინეს ერთმანეთის აზრი.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ჯგუფებმა დააორგანიზეს საერთო აქცია თბილისის მერიასთან. მოძრაობა „ჩემი ქალაქი მკლავს“-ის და მათი თქმით – ეს ქალაქი არის თბილისის მოსახლეობის და ამას მალე დაინახავენ მერიის მაღალჩინოსნები. დიდი ბრძოლა ახლა იწყება და შედეგი აუცილებლად მიიღწევა. ასევე მათ მოუწოდეს მოსახლეობას, რომ თუ ვინმე აპროტესტებს თავისი სახლის წინ არსებულ მშენებლობას ან უბრალოდ გული შესტკივა ჩვენს დედაქალაქზე, რომელსაც დაცვა სჭირდება აუცილებლად შეუერთეს მათ.

 

სტატიაზე მუშაობდა : თამარ ყვავაძე


წინა პოსტი
ინგლისის პირველი საერთო მზის პარკი დევონში აშენდება
შემდეგი პოსტი
აშშ-ს ნავთობისა და გაზის ინდუსტრიისგან გამოყოფილი ჰაერის დაბინძურება 7500 ადამიანს კლავს

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
  • ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
  • მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
  • გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
  • ახალ კვლევას ელექტრომობილების ბატარეების მომსახურების სერტიფიკატების მიღების აუცილებლობასთან მივყავართ
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ოთხშაბათი, 17, სექ
რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
პარასკევი, 12, სექ
ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
შაბათი, 30, აგვ
მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
შაბათი, 2, აგვ
გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
პარასკევი, 1, აგვ
ახალ კვლევას ელექტრომობილების ბატარეების მომსახურების სერტიფიკატების მიღების აუცილებლობასთან მივყავართ
ოთხშაბათი, 16, ივლ
ახალი კვლევის მიხედვით, ფრინველთა ფილტვებში მიკროპლასტმასას კვალი აღმოაჩინეს

Welcome back,