GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
      • EnglishEnglish
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
    • English
  • ძებნა

აშშ-ს ნავთობისა და გაზის ინდუსტრიისგან გამოყოფილი ჰაერის დაბინძურება 7500 ადამიანს კლავს

Homepage მსოფლიო აშშ-ს ნავთობისა და გაზის ინდუსტრიისგან გამოყოფილი ჰაერის დაბინძურება 7500 ადამიანს კლავს
მსოფლიო, შემეცნებითი

აშშ-ს ნავთობისა და გაზის ინდუსტრიისგან გამოყოფილი ჰაერის დაბინძურება 7500 ადამიანს კლავს

ივნისი 18, 2023
By GREENPOLE
0 კომენტარი
860 ნახვა
ნახვები : 230
  • ახალი კვლევის თანახმად, ნავთობისა და გაზის ინდუსტრია ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებს იწვევს.
  • ყოველწლიურად მისგან გამოყოფილი ჰაერის დაბინძურება 7500 ადამიანის სიკვდილს იწვევს.
  • საფრთხე არა მხოლოდ ნავთობისა და გაზის წვისას დგება, არამედ მათი მოხმარების მთლიანი ციკლისას.

 

ჩრდილოეთ კაროლინის გარემოს ინსტიტუტის ჯანდაცვის სკოლამ აშშ-ში კვლევა ჩაატარა, რომლის შედეგადაც გამოვლინდა პირდაპირი კავშირი მოსახლეობის სიკვდილიანობასა და ქვეყანაში ნავთობისა და გაზის წარმოებას შორის.

2016 წლის მონაცემებით (როდესაც ნავთობისა და გაზის წარმოება ახლანდელთან შედარებით 30%-ით დაბალი იყო), მკვლევრები გეოსივრცული მოდელის ჩარჩოს იყენებდნენ, რაც ერთმანეთს უკავშირებდა ნავთობისა და გაზის წარმოებას, როგორც ცვლილებებს ჰაერის ხარისხში, ასევე ჯანმრთელობის დონეს მოსახლეობაში. მათი მეთოდოლოგიის დეტალური ახსნა შემდეგია:

ნავთობისა და გაზის წარმოებისას ისეთი მყარი ნაწილაკების გამოფრქვევა, როგორებიცაა ოზონი და აზოტის ოქსიდი, იმავე წლის განმავლობაში პასუხისმგებელია 7500 ადამიანის სიკვდილზე, 410000 ასთმის შემთხვევაზე ზრდასრულებში და 2200 შემთხვევაზე ბავშვებში.

მკვლევრები ამბობენ, რომ ეს წლიურად 77 ტრილიონი დოლარის ოდენობის ჯანდაცვის ხარჯებია, რაც სამჯერ აღემატება ამავე წყაროთი გამოყოფილი მეთანის გავლენას კლიმატზე.

კვლევის თანაავტორი ჯონათან ბუონოკორე ამბობს: „ნავთობისა და გაზის ინდუსტრიის რეალური გავლენა გვიჩვენებს, რომ სამი სერიოზულად მავნე შედეგი დგება წარმოების სრული ციკლის განმავლობაში – “ჭიდან ბორბლამდე, ჭაბურღილიდან ელექტროსადგურამდე და ღუმელამდე“.

ჯანმრთელობის რისკები არამხოლოდ ნავთობისა და გაზის წვიდან გამომდინარეობს. იმისათვის, რომ ელექტროენერგიის, ჰაერის ხარისხისა და დეკარბონიზაციის პოლიტიკამ წარმატებით იმუშაოს, აუცილებელია, გავიაზროთ წარმოების მთლიანი ციკლის გავლენა ჯანმრთელობაზე.“

აღმოჩნდა, რომ სამი დამაბინძურებლიდან ყველაზე საშიში NO2-ია, ვინაიდან მისგან მეორადი PM2.5 და ოზონი ფორმირდება. ასევე აღმოჩნდა, რომ ოზონი ყველაზე ფართოდაა გაფანტული. სწორედ ამის გამო ზოგიერთი შტატი, სადაც ძალიან ცოტაა ნავთობისა და გაზის წარმოება, მაინც განიცდის მისგან გამოწვეულ რთულ შედეგებს.

კვლევის ავტორი სარავანან არუნაჩალამი ამბობს: „ფაქტი, რომ ჰაერის დაბინძურება და ჯანმრთელობის რისკები სახელმწიფოს საზღვრებს სცდება, მიგვითითებს, რომ აუცილებელია, რეგიონულიდან მთელი ქვეყნის მასშტაბის მქონე კოორდინაციაზე გადავიდეთ. შტატები, რომლებშიც ემისიების დონე უმაღლესია, არ არიან აუცილებლად უმაღლეს ჯანდაცვის რისკების მქონენი მათ გამო, თუმცა ტეხასი ორივე ნომინაციაში პირველ ადგილზეა.“

ავტორები ამბობენ, რომ მომავალმა კვლევებმა აქცენტი უნდა გააკეთონ როგორც ნავთობისა და გაზის ინდუსტრიით გამოწვეულ ჯანმრთელობის რისკებზე, ასევე იმ დამატებით სარგებლებზე, რაც ამ დაბინძურების კონტროლის სტრატეგიებს მოაქვს.

 

სტატიაზე მუშაობდა : მარიამ სიხარულიძე და მარიამ ტატუაშვილი

წყარო : airqualitynews.com

19 ივნისი 2023 წელი.


წინა პოსტი
შეხვედრა უკანონო მშენებლობების თაობაზე
შემდეგი პოსტი
ახალი კვლევების თანახმად, საავტომობილო საცობები დაბალწონიანი ბავშვების დაბადებას იწვევს

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ახალი მათემატიკური მეთოდი, რომელიც განიხილეს უორვიკის უნივერსიტეტში, პირველად იძლევა მარტივ და პროგნოზირებად გზას, რათა გავიგოთ, როგორ მოძრაობენ არასრულყოფილად ფორმირებული ნანო ნაწილაკები ჰაერში.
  • სუფთა ჰაერი შესაძლოა ბავშვების მხედველობას იცავდეს
  • მანჩესტერის ჰაერის დაბინძურების არაეფექტური კამპანიის გამო, სულ უფრო მეტი ბავშვი ხვდება საავადმყოფოში
  • ფაბრიკებიდან გამომდინარე ჰაერის დაბინძურება შეიძლება სასიკვდილო იყოს და საიდუმლოდაც დარჩეს
  • ხილის მიღებამ შესაძლოა ფილტვები ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაზიანებისგან დაიცვას
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
კვირა, 19, აპრ
ახალი მათემატიკური მეთოდი, რომელიც განიხილეს უორვიკის უნივერსიტეტში, პირველად იძლევა მარტივ და პროგნოზირებად გზას, რათა გავიგოთ, როგორ მოძრაობენ არასრულყოფილად ფორმირებული ნანო ნაწილაკები ჰაერში.
სამშაბათი, 31, მარ
სუფთა ჰაერი შესაძლოა ბავშვების მხედველობას იცავდეს
სამშაბათი, 24, მარ
მანჩესტერის ჰაერის დაბინძურების არაეფექტური კამპანიის გამო, სულ უფრო მეტი ბავშვი ხვდება საავადმყოფოში
ხუთშაბათი, 26, თებ
ფაბრიკებიდან გამომდინარე ჰაერის დაბინძურება შეიძლება სასიკვდილო იყოს და საიდუმლოდაც დარჩეს
კვირა, 8, თებ
ხილის მიღებამ შესაძლოა ფილტვები ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაზიანებისგან დაიცვას
ორშაბათი, 19, იან
ახალმა კვლევებმა აჩვენა რომ ორსულებისთვის დაბინძურებულ ჰაერთან შემხებლობა დაკავშირებულია ახალშობილთა ტვინის განვითარების შეფერხებასთან.

Welcome back,