შარშან ექსტრემალური ამინდის გამო აშშ-ში 3,4 მილიონი ზრდასრული ადამიანი გადაადგილდა.
წინა წელს, აშშ-ში, ექსტრემალური ამინდის გამო, 3,4 მილიონმა ადამიანმა საცხოვრებელი ადგილი იძულებით შეიცვალა.
2022 წელს აშშ-ში დაახლოებით 3.4 მლნ ადამიანი (ზრდასრულთა 1.4%) იძულებული გახდა, ამინდის ექსტრემალური გაუარესების გამო, საკუთარი სახლი დაეტოვებინა.
კვლევების თანახმად, 2008–2021 წლის ჩათვლითსაცხოვრებელი ადგილი 800,000 აშშ-ის მაცხოვრებელმა შეიცვალა, მათ შორის, 1.7 მლნ ადამიანი 2017 წელსჰარვის ქარიშხალის დროს გადასახლდა.
2022 წელს გადასახლებულთა ნახევარი იძულებული გახდა, საკუთარი სახლი ქარიშხლის გამო დაეტოვებინა.თუმცა, გადასახლებულთა 40% უკან ერთ კვირაშიდაბრუნდა, 12% გადასახლებული 6 თვეზე მეტი ხნით იყო,ხოლო 16% უკან არასდროს დაბრუნებულა.
ბევრად მაღალია ბუნებრივი კატასტროფების გამო შშმ პირთა ნაწილის მუდმივი გადასახლება. კვლევამ ასევე გამოავლინა, რომ დაბალი შემოსავლების მქონე ოჯახებიიძულებით ორჯერ უფრო სწრაფად გადაადგილდნენ,ვიდრე ჩვეულებრივი მოსახლეობა, ასევე ლგბტ ადამიანთა 4% იძულებით ევაკუირდა, შედარებით ნაკლები 1.2% კი– ცისგენდერი ადამიანები.
კვლევის თანახმად, 2022 წელს მოსახლეობაკატასტროფების გამო ყველა შტატში გადაადგილდებოდა,მათ შორისაა 29 შტატი, რომელთაც დიდი კატასტროფა,ფემას ჩათვლით, არ ჰქონიათ.
ლუიზიანაში 2022 წელს კატასტროფების გამო შტატის მოზრდილთა 11%, დაახლოებით 370,000 ადამიანი,გადასახლდა. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელიანებისმიერ შტატში და მეორე ადგილზე გასულ ფლორიდას ბევრად უსწრებს, სადაც მოზრდილთა 5% გადაადგილდა.
ლუიზიანას არ გამოუცდია ძირითადი კატასტროფა 2022 წელს, თუმცა 2020-ში ლაურას ქარიშხლისა და 2021-ში იდას ქარიშხლის დროს შტატების დიდი ნაწილი დაზარალდა. 2022 წელს იანის ქარიშხლის დროსფლორიდა განადგურდა. ის ამერიკის ისტორიაში ერთ–ერთი ყველაზე დამანგრეველი შტორმი იყო.
სტატიაზე მუშაობდა : თაკო ჩუმაშვილი და მარიამ ტატუაშვილი
წყარო: www.ecowatch.com