GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

სამჯერ მეტი განახლებადი ენერგია 2030 წლისთვის

Homepage მსოფლიო სამჯერ მეტი განახლებადი ენერგია 2030 წლისთვის
მსოფლიო

სამჯერ მეტი განახლებადი ენერგია 2030 წლისთვის

დეკემბერი 16, 2024
By GREENPOLE
0 კომენტარი
518 ნახვა
ნახვები : 23
  • 200-მდე ქვეყნის მიერ COP28-ზე დაყრდნობით დასახული მიზნების განხორციელება გლობალური ენერგო სექტორისთვის შეიძლება გარდამტეხი აღმოჩნდეს. 
  • კონფერენციის მონაწილეებმა პირობა დადეს, რომ 2050 წლისთვის გლობალური ენერგო-ემისიების ნულოვან მაჩვენებელს მიაღწევენ. 
  • 2030 წლისთვის გასამმაგდება განახლებადი ენერგიის რაოდენობა და გაორმაგდება წიაღისეული საწვავის მოხმარებიდან ენერგოეფექტურ საშუალებებზე გადასვლის ტემპი.

2023 წელს დუბაიში გაერომ კლიმატის კონფერენცია (COP28) გამართა. ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) თანახმად იქ დასახული მიზნების მიღწევა შესაძლებელია. კერძოდ: 2030 წლისთვის მსოფლიოში განახლებადი ენერგიის რაოდენობის გასამმაგება და წიაღისეული საწვავის შემცირება.

ანგარიში – „როგორ მივაღწიოთ COP28 კლიმატის მიზნებს“ – შეიძლება გზამკვლევად გამოიყენონ, თუმცა ამისთვის გარკვეული ბარიერების გადალახვაა საჭირო.

COP28-ზე დაყრდნობით ამ მიზნების განხორციელება გლობალური ენერგოსექტორისთვის შეიძლება გარდამტეხი აღმოჩნდეს. ეს უსაფრთხო, ხელმისაწვდომი და მდგრადი ენერგიის შექმნის პროცესს დააჩქარებს. მსოფლიომ ხელიდან არ უნდა გაუშვას ეს უდიდესი შესაძლებლობა და მისი იმპლემენტაციის დაჩქარებაზე გაამახვილოს ყურადღება.

COP28-ზე შეკრებილი 197 ქვეყანა ამბიციური ენერგო-მიზნებისთვის მუშაობაზე შეთანხმდა. კონფერენციის მონაწილეებმა პირობა დადეს, რომ 2050 წლისთვის გლობალური ენერგო-ემისიების ნულოვან მაჩვენებელს მიაღწევენ, 2030-ისთვის კი გასამმაგდება განახლებადი ენერგიის რაოდენობა და გაორმაგდება წიაღისეული საწვავის მოხმარებიდან ენერგოეფექტურ საშუალებებზე გადასვლის ტემპი.

IEA-ს ანგარიშის მიხედვით, ახალ კლიმატურ რეალობას პარიზის შეთანხმების საფუძველზე ჩაეყრება საფუძველი.

ახალი ანგარიში ყოვლისმომცველი პირველი მსოფლიო ანალიზია, თუ რა შედეგის მიღება შეიძლება დასახული მიზნების განხორციელების შემთხვევაში. 2030 წლისთვის განახლებადი ენერგიის წყაროების რაოდენობის სამჯერ გაზრდას შესაბამისი ეკონომიკა, მრეწველობა და მტკიცე პოლიტიკური კურსი სჭირდება. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მსოფლიო ენერგო-სისტემები ავტომატურად გასუფთავდება, ხოლო მომხმარებელთა ხარჯები და წიაღისეული საწვავის გამოყენება შემცირდება.

განახლებადი ენერგიის გასამმაგებული რაოდენობიდან სრული სარგებლის მისაღებად ამ დეკადაში უნდა შეიქმნას და მოდერნიზდეს 15.5 მილიონი მილის სიგრძის ელექტრო კავშირი. ასევე 2030 წლისთვის უნდა აშენდეს 1500 გიგავატის (GW) ენერგო-საცავები. აქედან 1200 გიგავატი ბატარეებისთვის, 15-ჯერ მეტი, ვიდრე დღეს გვაქვს.

ანგარიშში ხაზგასმულია, რომ მნიშვნელოვანია ქვეყნებისთვის სპეციფიკური და დახვეწილი მიდგომების შემუშავება 2030-ისთვის მსოფლიოში ენერგოეფექტურობის გაორმაგებისთვის. ამის წყალობით ხარჯები ენერგიაზე მსოფლიო მასშტაბით თითქმის 10%-ით შეიძლება შემცირდეს, ემისიები კი – 7.17 მილიარდი ტონით. პარალელურად გაძლიერდება ქვეყნების ენერგო-უსაფრთხოებაც.

მიზნების მიღწევისთვის მთავრობებისთვის ენერგოეფექტურობის პოლიტიკა პრიორიტეტად უნდა იქცეს. მსოფლიოს მოწინავე ეკონომიკის მქონე ქვეყნებისთვის ეს ელექტროფიკაციის მკვეთრად გაძლიერებას ნიშნავს, რადგან ამ ათწლეულის ბოლომდე ენერგო-ეფექტურობის გაორმაგება გლობალური ელექტროენერგიის მოხმარების 30%-მდე გაზრდას მოითხოვს.

COP28-ის ანგარიში ენერგოსექტორის ძირითად სტანდარტს ქმნის, რომელიც ქვეყნებმა უნდა გაითვალისწინონ.

სტატიაზე მუშაობდნენ: თამთა კიკვაძე, ლილიან მეტრეველი

წყარო: Ecowatch.com

16 დეკემბერი, 2024


წინა პოსტი
ჰაერის დაბინძურება გადაუდებელი დახმარების განყოფილებებში პაციენტების რიცხვს ზრდის
შემდეგი პოსტი
ახალი მიმოხილვა ხაზს უსვამს ჰაერის დაბინძურების გავლენას ბავშვების ტვინზე

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
  • რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
  • ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
  • მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
  • გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ხუთშაბათი, 9, ოქტ
ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
ოთხშაბათი, 17, სექ
რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
პარასკევი, 12, სექ
ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
შაბათი, 30, აგვ
მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
შაბათი, 2, აგვ
გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
პარასკევი, 1, აგვ
ახალ კვლევას ელექტრომობილების ბატარეების მომსახურების სერტიფიკატების მიღების აუცილებლობასთან მივყავართ

Welcome back,