GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

ახალი მიმოხილვა ხაზს უსვამს ჰაერის დაბინძურების გავლენას ბავშვების ტვინზე

Homepage შემეცნებითი ახალი მიმოხილვა ხაზს უსვამს ჰაერის დაბინძურების გავლენას ბავშვების ტვინზე
შემეცნებითი

ახალი მიმოხილვა ხაზს უსვამს ჰაერის დაბინძურების გავლენას ბავშვების ტვინზე

იანვარი 9, 2025
By GREENPOLE
0 კომენტარი
321 ნახვა
ნახვები : 55
  • ჰაერის დაბინძურება დაკავშირებულია ბავშვებში ტვინის სტრუქტურული ცვლილებებთან.
  • “ტვინის განვითარებაზე მომუშავე ბევრი მკვლევარი დიდი ხნის მანძილზე უგულვებელჰყოფდა გარემო ფაქტორებს. ამტკიცებდნენ, რომ დამნაშავეა გენეტიკა ან სხვა რაიმე ფაქტორი და არა ჰაერის დაბინძურება“
  • ეს კვლევა ასევე მოიცავს რეკომენდაციებს, მათ შორის ადამიანებისთვის ჰაერის გამწმენდებთან წვდომის გაადვილებასა და საზოგადოებისთვის ლოკალური ჰაერის დაბინძურების გასაზომად იაფი სენსორების გამოყენების ნებართვას.

40 პროფესიული ნაშრომისგან შემდგარი მიმოხილვა ყურადღებას ამახვილებს ჰაერის დაბინძურების გავლენაზე  ბავშვების ტვინზე. ეს ნაშრომი შემუშავდა კალიფორნიის უნივერსიტეტის  გუნდთან ერთად, რომლის მიზანი იყო ამჟამინდელი პოლიტიკური კურსის გაუმჯობესება.

არსებული 40 ნაშრომი  შემუშავდა აშშ-ში, მექსიკასა და ევროპაში, ხოლო ორი –  აზიასა და ავსტრალიაში.

თითოეული მათგანი მოიცავდა ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებისა და სხვადასხვა ასაკის ბავშვების ტვინის მოქმედების მაჩვენებლებს, ჩვილებიდან  ზრდასდრულებამდე. 

ენტონი უექსლერი, კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორი და ჰაერის ხარისხის კვლევის ცენტრის დირექტორი გვამცნობს: “ტვინის განვითარებაზე მომუშავე ბევრი მკვლევარი დიდი ხნის მანძილზე, მართლაც, უგულებელჰყოფდა გარემო ფაქტორებს. ამტკიცებდნენ, რომ დამნაშავეა გენეტიკა ან სხვა რამე ფაქტორი და არა ჰაერის დაბინძურება”.

სხვადასხვა კვლევაში არსებული ბავშვების ასაკის ფართო სპექტრმა ხელი შეუწყო მკვლევრებს, შეესწავლათ ეს გავლენები მიმოხილვის სხვადასხვა ნაწილში. მიუხედავად ამისა, როგორც ანა პარენეუმ, კალიფორნიის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის დოქტორანტურის სტუდენტმა თქვა: “ამ ნაშრომების დიდი ნაწილი მოიცავს ბავშვებს, რომლებიც ცხოვრობენ ისეთ ადგილებში, სადაც ჰაერის დაბინძურების დონეები ბევრად ნაკლებია  ამერიკისა და ევროპის მიერ დაწესებულ რეგულაციურ დონეებზე”.

ნაშრომის მიხედვით, გუნდმა გააზიარა წინასწარი შედეგები:

  • ჰაერის დაბინძურება დაკავშირებულია ბავშვებში ტვინის სტრუქტურული ცვლილებებთან.
  • კავშირი ჰაერის დაბინძურებასა და მაგნიტურ-რეზონანსური ტომოგრაფიის მაჩვენებლებს შორის თავისებურია გამოკვლეული რეგიონისთვის, დამაბინძურებელი ნივთიერებისა და დამაბინძურებელთან კონტაქტის დროისთვის.
  • დიფუზური ტენსორის გამოსახულებრივი (DTI) და ფუნქციური დაკავშირებადობის შედეგები სხვადასხვაგვარია, რაც მეტ კვლევას მოითხოვს. 
  • ჰაერის დაბინძურება დაკავშირებულია ტვინის მეტაბოლიტების ცვლილებებთან, თუმცა მდგრადი კავშირები აღმოჩენილი არ არის. 
  • კვლევების მიხედვით,  ჰაერის დაბინძურება დაკავშირებულია ბავშვების ცენტრალური ნერვული სისტემის სიმსივნის შემთხვევებთან.
  • აუტოფსიური კვლევები გვიჩვენებს, სტრუქტურულ და სისხლძარღვოვან  ზიანს ჰაერის დაბინძურებისგან. 
  • ადრეული განვითარების (მაგ. პრენატალური, ადრეული ბავშვობის) პერიოდი მოიხსენება დამაბინძურებლებთან კონტაქტისთვის დროის მოწყვლად მონაკვეთად.
  • დამაბინძურებლებიდან მეტწილად ჩანს PM2.5 ნაწილაკები და ტრანსპორტთან დაკავშირებული ნივთიერებები.

ეს კვლევა ასევე მოიცავს რეკომენდაციებს, მათ შორის ადამიანებისთვის ჰაერის გამწმენდებთან წვდომის გაადვილებასა და საზოგადოებისთვის ლოკალური ჰაერის დაბინძურების გასაზომად იაფი სენსორების გამოყენების ნებართვას.

სტატიაზე მუშაობდა: გიორგი ქარქუზაშვილი, იაკო მარკოიძე

წყარო: Airqualitynews.com

9 იანვარი 2025 წელი


წინა პოსტი
სამჯერ მეტი განახლებადი ენერგია 2030 წლისთვის
შემდეგი პოსტი
ჩამდინარე წყლებში ბაქტერიებს შეუძლიათ დაშალონ პლასტმასი საკვების მისაღებად

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ლონდონის მერი პირობას დებს, რომ ჰაერის გაუმჯობესების მიზნით შესაბამის ზომებს მიიღებს
  • 2024 წელს გერმანია ელექტროენერგიის 62.7%-ს განახლებადი ენერგიის წყაროებიდან იღებდა
  • მავნე ნივთიერებების გამოყოფის მატების შედეგად მცენარეები კარგავენ ნახშირორჟანგის შთანთქმის უნარს
  • მსოფლიო ლიდერები პლასტმასის წარმოებაზე ვერ შეთანხმდნენ, მოლაპარაკებები გაგრძელდება
  • ჩამდინარე წყლებში ბაქტერიებს შეუძლიათ დაშალონ პლასტმასი საკვების მისაღებად
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ოთხშაბათი, 21, მაი
ლონდონის მერი პირობას დებს, რომ ჰაერის გაუმჯობესების მიზნით შესაბამის ზომებს მიიღებს
პარასკევი, 2, მაი
2024 წელს გერმანია ელექტროენერგიის 62.7%-ს განახლებადი ენერგიის წყაროებიდან იღებდა
შაბათი, 5, აპრ
მავნე ნივთიერებების გამოყოფის მატების შედეგად მცენარეები კარგავენ ნახშირორჟანგის შთანთქმის უნარს
ოთხშაბათი, 26, მარ
მსოფლიო ლიდერები პლასტმასის წარმოებაზე ვერ შეთანხმდნენ, მოლაპარაკებები გაგრძელდება
სამშაბათი, 14, იან
ჩამდინარე წყლებში ბაქტერიებს შეუძლიათ დაშალონ პლასტმასი საკვების მისაღებად
ხუთშაბათი, 9, იან
ახალი მიმოხილვა ხაზს უსვამს ჰაერის დაბინძურების გავლენას ბავშვების ტვინზე

Welcome back,