GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

საკვები ნარჩენების შესამცირებლად დიდი ბრიტანეთის სუპერმარკეტების ქსელი ხილ-ბოსტნეულს გამოყენების ვადებს აღარ დააწერს

Homepage მსოფლიო საკვები ნარჩენების შესამცირებლად დიდი ბრიტანეთის სუპერმარკეტების ქსელი ხილ-ბოსტნეულს გამოყენების ვადებს აღარ დააწერს
მსოფლიო

საკვები ნარჩენების შესამცირებლად დიდი ბრიტანეთის სუპერმარკეტების ქსელი ხილ-ბოსტნეულს გამოყენების ვადებს აღარ დააწერს

სექტემბერი 14, 2022
By GREENPOLE
0 კომენტარი
442 ნახვა
ნახვები : 197
  • ყოველწლიურად ბრიტანელები 4.5 მილიონ ტონამდე ვარგისიან საკვებ პროდუქტებს ყრიან
  • ბრიტანეთში ყველაზე ხშირად გადაყრილი პროდუქტებია კარტოფილი, პური და რძე
  • გამოყენების ვადა (Best-before) არაა იგივე, რაც ვარგისიანობის ვადა (Use-by). პირველი უნდა აღიქმებოდეს, როგორც ერთგვარი ინსტრუქცია, თუ რა პერიოდის განმავლობაში ინარჩუნებს პროდუქტი უმაღლეს ხარისხს, მეორე კი პროდუქტის უსაფრთხოების შესახებ ინფორმაციას გვაწვდის.

 

საკვები ნარჩენების შესამცირებლად, ბრიტანული სუპერმარკეტების ქსელი ,,Waitrose“ აღარ დააწერს გამოყენების ვადებს ხილისა და ბოსტნეულის ახალ შეფუთვებს. გამოცემა ,,The Guardian“ გვატყობინებს, რომ სექტემბრიდან სუპერმარკეტების ამ ქსელში ისეთ პროდუქტებს, როგორებიცაა კიტრი, სალათის ფურცლები და წიწაკა, აღარ დააწერენ გამოყენების ვადას იმ იმედით, რომ მყიდველები თავად შეძლებენ განსაზღვრას, შეიძლება მათი საკვებად გამოყენება თუ არა.

,,Waitrose“ მიიჩნევს, რომ ამ სტრატეგიის წყალობით ადამიანები აღარ გადაყრიან პროდუქტებს, რომელთა მოხმარებაც ჯერ კიდევ შეიძლება.

„ყოველწლიურად ბრიტანელები 4.5 მილიონ ტონამდე ვარგისიან საკვებ პროდუქტებს ყრიან. ეს კი ნიშნავს, რომ მთელი ენერგია და რესურსები, რომლებიც ამ საკვები პროდუქტების წარმოებაზე იხარჯება, ტყუილად იკარგება“, – განაცხადა მარია რომპანიმ, მდგრადი განვითარებისა და ეთიკის დირექტორმა სუპერმარკეტების ქსელის შვილობილი ორგანიზაციიდან „Waitrose John Lewis Partnership“. „პროდუქტების ვარგისიანობის ვადის მოშორებით, საშუალებას ვუტოვებთ ჩვენს მომხმარებლებს, თავად განსაზღვრონ, შესაძლებელია პროდუქტის მოხმარება თუ არა. ეს, თავის მხრივ, გაზრდის იმის შანსებს, რომ გადაყრილი საკვები პროდუქტების რაოდენობა შემცირდება“.

ნარჩენების უტილიზაციის სახელმწიფო პროგრამის (WRAP) შეფასებით, გამოყენების ვადის წაშლის შედეგად, ბრიტანეთში გადაყრას 7 მილიონი კალათის ტევადობის საღი პროდუქტები გადაურჩება. WRAP-ის ინფორმაციით, ქვეყანაში ყველაზე დიდი რაოდენობით იყრება კარტოფილი, პური და რძე.

გამოყენების ვადა (Best-before) არაა იგივე, რაც ვარგისიანობის ვადა (Use-by). პირველი უნდა აღიქმებოდეს, როგორც ერთგვარი ინსტრუქცია, თუ რა პერიოდის განმავლობაში ინარჩუნებს პროდუქტი უმაღლეს ხარისხს, მეორე კი პროდუქტის უსაფრთხოების შესახებ ინფორმაციას გვაწვდის.

„Waitrose“ არაა ერთადერთი სუპერმარკეტი, რომელიც გამოყენების ვადებზე უარს ამბობს. 2010 წელს ,,Tesco-მ“ უარი თქვა 100-ზე მეტი პროდუქტის გამოყენების ვადების მითითებაზე, ხოლო ,,Marks & Spencer-მა“ ახლახან მოაშორა გამოყენების ვადა 300-ზე მეტი სახეობის ხილსა და ბოსტნეულს.

მსგავსი ვადების მოშორების მიზანი არა მხოლოდ საკვების წარმოების პროცესში გამოყოფილი ნახშირბადის ემისიის შემცირებაა, არამედ მომხმარებლებისა და სუპერმარკეტების ხარჯების შესამცირებაც.

„თუ საკვებად გამოვიყენებთ პროდუქტებს, რომლებიც სახლში უკვე გვაქვს, ყოველკვირეულ საყიდლებზე ეკონომიის გაკეთებას შევძლებთ, ეს კი უფრო და უფრო აქტუალური საკითხი ხდება მრავალი ბრიტანელისთვის“, – ციტირებს რომპანის სიტყვების გამოცემა „Grocery Gazette“.

საკვები პროდუქტების მაღაზიების ქსელი ,,Morrisons“ მოუწოდებს მომხმარებლებს, რომ ვარგისიანობის ვადის ნაცვლად ე.წ. „ყნოსვის ტესტი“ გამოიყენონ რძის პროდუქტების გამოყენების ვადის დასადგენად.

ბრიტანეთში რძის პროდუქტების ყველაზე მსხვილი დისტრიბუტორი „Milk & More“ აცხადებს, რომ მუშაობს ყოველწლიურად წარმოებული რძის ბოთლების რაოდენობის 500 000 ერთეულამდე შემცირებაზე. შუშაზე ფასების ზრდის გამო, კომპანია ბოთლების მოცულობას 15%-ით გაზრდის, რათა ნაკლები ბოთლის გამოყენება იყოს საჭირო.

WRAP-ის განცხადებით, გამოყენების თარიღების დატანა ხილისა და ბოსტნეულის შეფუთვებზე ამწვავებს კლიმატურ კრიზისს და სრულიად ზედმეტია.

„გამოყენების თარიღები ხილსა და ბოსტნეულზე მხოლოდ ზრდის საკვები ნარჩენების რაოდენობას და ხელს უშლის ხალხს იმის დადგენაში, ღირს მათი საკვებად გამოყენება თუ არა. ჩვენ მივესალმებით  „Waitrose-ის“ ამ ნაბიჯს, რომელიც გადაყრისგან გადაარჩენს უამრავ საღ საკვებ პროდუქტს“, – განაცხადა კეტრინ დევიდმა, WRAP-ის ცვლილებებისა და თანამშრომლობის დირექტორმა „The Guardian-თან“ საუბრისას.

 

სტატიაზე მუშაობდა : ლილიან მეტრეველი და ნინი თოიძე

წყარო : www.ecowatch.com

 


წინა პოსტი
ჩრდილოეთ მინესოტას ტომები უჩივიან EPA-ს (აშშ-ის გარემოს დაცვის სააგენტო) წყლის ხარისხის ახალი სტანდარტების გამო
შემდეგი პოსტი
პირი, რომელმაც ქუთაისში ერთ-ერთ პარკში რუსეთის დროშა აღმართა, 500 ლარით დააჯარიმეს

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
  • რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
  • ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
  • მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
  • გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ხუთშაბათი, 9, ოქტ
ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
ოთხშაბათი, 17, სექ
რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
პარასკევი, 12, სექ
ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
შაბათი, 30, აგვ
მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
შაბათი, 2, აგვ
გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
პარასკევი, 1, აგვ
ახალ კვლევას ელექტრომობილების ბატარეების მომსახურების სერტიფიკატების მიღების აუცილებლობასთან მივყავართ

Welcome back,