GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
      • English
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ჩვენი გუნდი
  • კონტაქტი
  • ქართული
    • English
  • ძებნა

ჩრდილოეთ მინესოტას ტომები უჩივიან EPA-ს (აშშ-ის გარემოს დაცვის სააგენტო) წყლის ხარისხის ახალი სტანდარტების გამო

Homepage მსოფლიო ჩრდილოეთ მინესოტას ტომები უჩივიან EPA-ს (აშშ-ის გარემოს დაცვის სააგენტო) წყლის ხარისხის ახალი სტანდარტების გამო
მსოფლიო

ჩრდილოეთ მინესოტას ტომები უჩივიან EPA-ს (აშშ-ის გარემოს დაცვის სააგენტო) წყლის ხარისხის ახალი სტანდარტების გამო

სექტემბერი 11, 2022
By GREENPOLE
0 კომენტარი
185 ნახვა

ჩრდილოეთ მინესოტას ორმა ინდო-ამერიკულმა ტომმა უჩივლა აშშ-ს გარემოს დაცვის სააგენტოს, რათა შეცვალოს შტატის მიერ წყლის ხარისხის სტანდარტებში განხორციელებული ბოლო ცვლილებები. ტომები ამტკიცებენ, რომ ცვლილებებმა შესაძლოა დააზიანოს ველური ბრინჯი და დააბინძუროს წყლები მათ ნაკრძალებსა და  დაცულ მიწებზე.

 

Fond du Lac-მა სარჩელი შეიტანა ფედერალურ სასამართლოში. ის ცდილობს გააუქმოს EPA-ს მიერ , გასულ ოქტომბერში მინესოტას დაბინძურების კონტროლის სააგენტოს მიერ ბოლოდროინდელი გადაწყვეტილება. მისი 3 და 4 კლასის წყლის ხარისხის სტანდარტების შესახებ. ეს ცვლილებები მიზნად ისახავს სახელმწიფოს წყლის მარაგების დაცვას მრეწველობის, სოფლის მეურნეობის, მეცხოველეობისა და ველურ ბუნებაში უნებართვოდ გამოყენებისგან.

„ველური ბრინჯი წმინდაა ანიშინააბების ხალხისთვის“, – თქვა Grand Portage-ის თავმჯდომარემ რობერტ დეშამმა განცხადებაში, რომელშიც დაანონსა მომავალი ქმედებები.

”ჩვენთვის დაუჯერებელია, რომ როგორც შტატის, ისე ფედერალური მთავრობები ახორციელებენ ამ ცვლილებებს ველური ბრინჯის წყლების პოტენციური ზიანის გათვალისწინების გარეშე, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ გამოვასწოროთ ეს“.

ეს არის პირველი სარჩელი, რომელიც ადგილობრივმა ტომმა შეიტანა EPA-ს წინააღმდეგ წყლის ხარისხის სახელმწიფო სტანდარტებში ცვლილებების დამტკიცების გამო.

სუფთა წყლის ფედერალური კანონის თანახმად, სახელმწიფო ადგენს სტანდარტებს, რომლებსაც კონკრეტული ტბა, მდინარე ან სხვა წყლის ობიექტი უნდა აკმაყოფილებდეს გარკვეული მიზნებისთვის გამოსაყენებლად, მათ შორის სასმელად, თევზაობასა და ცურვაში და ასევე სასოფლო-სამეურნეო და სამრეწველო გამოყენებისთვის.

სახელმწიფო მარეგულირებლები ადგენენ სტანდარტებს იმის დასადგენად, თუ რა რაოდენობის კონკრეტული დამაბინძურებლის, როგორიცაა – ქიმიკატები და მინერალები, გამკლავება შეუძლია წყლის ობიექტს.

შემდეგ მარეგულირებლები გასცემენ ნებართვებს კანალიზაციებზე, გამწმენდ ნაგებობებზე, მაღაროებსა და სხვა ობიექტებზე, რომლებიც პასუხისმგებლები არიან დიდი რაოდენობით ჩამდინარე წყლებზე ამ კონკრეტულ წყალსაცავში.

სარჩელში საუბარია MPCA-ს (მინესოტას დაბინძურების კონტროლის სააგნეტო) მიერ გასულ წელს განხორციელებულ ცვლილებებზე, რომლებმაც შეცვალეს გარკვეული დამაბინძურებლების რიცხვითი ლიმიტები უფრო ზოგადი ნარატიული განცხადებებით, რომლებიც აღწერს, თუ წყლის რა ხარისხის პრობლემების თავიდან აცილებას ცდილობს სახელმწიფო.

შემდეგ მარეგულირებლები იყენებენ ,,გადამყვანებს“ რათა დადგინდეს, სჭირდება თუ არა ნებადართულ ობიექტს შეზღუდვები მათი დამაბინძურებლების დონის გასაკონტროლებლად.

დაბინძურების კონტროლის სააგენტოში ცვლილებები რამდენიმე წლის განმავლობაში მუშავდებოდა, სანამ ადმინისტრაციულმა მოსამართლემ გასულ წელს ხელი მოაწერა მათ. MPCA ამტკიცებდა, რომ ძველი კლასის მესამე და მეოთხე სტანდარტები ეფუძნებოდა მოძველებულ სამეცნიერო ნაშრომებს.

”სააგენტო მუდმივად აცხადებდა, რომ მინესოტას შეუძლია დაიცვას თავისი წყლები და შეამციროს მარეგულირებელი დაბრკოლებები უახლესი მეცნიერული მიღწევებსის გამოყენებით”, – თქვა MPCA-ს სპიკერმა დარინ ბროტონმა სარჩელის საპასუხოდ. „ადმინისტრაციული სამართლის მოსამართლე დაეთანხმა მას“.

ცვლილებამ შესაძლოა გამოიწვიოს წყლების დაბინძურება, რომლებსაც ტომები ეყრდნობიან თავიანთი ხელშეკრულებით დაცული უფლებების განხორციელებისას როგორიცაა ნადირობის, თევზაობისა და თავშეყრის უფლებები. ხელშეკრულებით დაცული ტერიტორია კი მოიცავს ჩრდილო-აღმოსავლეთ მინესოტას დიდ ნაწილს. კერძოდ, ისინი ამტკიცებენ, რომ მარილიანმა დამაბინძურებლებმა, როგორიცაა სულფატი, რომელიც გამოიყოფა რეგიონის რკინის მადნის მაღაროებიდან, შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ქვედა დინების თევზსა ​​და ველურ ბრინჯზე, რომელსაც იყენებენ ტომის წევრები.

„ჩვენი წყლის ხარისხის მაკონტროლებელი და იურიდიული პერსონალი წლების განმავლობაში მუშაობდა, რათა ეჩვენებინა პრობლემები ამ შემოთავაზებულ ცვლილებებთან დაკავშირებით, განსაკუთრებით ველური ბრინჯის წყლებისთვის“, – თქვა Fond du Lac-ის თავმჯდომარემ კევინ დუპუისმა.

„მიუხედავად ამისა, MPCA-მ წარადგინა ცვლილება ისინი და EPA-მ დაამტკიცა ის. იქ, სადაც მარეგულირებლები უარს ამბობენ თავიანთი სამუშაოს შესრულებაზე, ჩვენ მათ სასამართლოში დავუპირისპირდებით“, – თქვა მან.

 

სტატიაზე მუშაობდა : ალექსანდრე ფიფია და ლელა რატიანი

წყარო : www.mprnews.org

ნახვები : 41 2 წუთის საკითხავი

წინა პოსტი
ინდოეთის მთავრობა უარყოფს „წრფივ დამოკიდებულებას“ ჰაერის დაბინძურებასა და სიკვდილიანობას შორის
შემდეგი პოსტი
საკვები ნარჩენების შესამცირებლად დიდი ბრიტანეთის სუპერმარკეტების ქსელი ხილ-ბოსტნეულს გამოყენების ვადებს აღარ დააწერს

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ნახშირბადის მიმოქცევა ატმოსფეროში და ვირუსების გავლენა
  • კომპიუტერული სიმულაცია ლონდონში მოსახლეობაზე დაბინძურებული ჰაერის ზემოქმედებას ზომავს
  • რას ნიშნავს სამმაგი გლობალური კრიზისი? როგორ უნდა გადავჭრათ?
  • გადასახლება სუფთა ჰაერისთვის – ბრიტანეთის მრავალი ქალაქი გაუკაცრიელების რისკის ქვეშაა
  • საკლასო ოთახებში CO2-ზე ჩატარებული კვლევა
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2020 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ოთხშაბათი, 29, ნოე
ნახშირბადის მიმოქცევა ატმოსფეროში და ვირუსების გავლენა
ორშაბათი, 27, ნოე
კომპიუტერული სიმულაცია ლონდონში მოსახლეობაზე დაბინძურებული ჰაერის ზემოქმედებას ზომავს
კვირა, 26, ნოე
რას ნიშნავს სამმაგი გლობალური კრიზისი? როგორ უნდა გადავჭრათ?
შაბათი, 25, ნოე
გადასახლება სუფთა ჰაერისთვის – ბრიტანეთის მრავალი ქალაქი გაუკაცრიელების რისკის ქვეშაა
პარასკევი, 24, ნოე
საკლასო ოთახებში CO2-ზე ჩატარებული კვლევა
ხუთშაბათი, 23, ნოე
აშშ 4 მილიარდ დოლარს გამოყოფს პორტების გარშემო ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების ინიციატივებისთვის

Welcome back,