რა შედეგი მოგვიტანა პიროტექნიკის გამოყენებამ ახალი წლის ღამეს საქართველოში?
31 დეკემბერსა და 1 იანვარს, საქართველოს მასშტაბით, პროტექნიკით დაზიანების 51 შემთხვევა დაფიქსირდა.
უწყების თანახმად, ჰოსპიტალიზირება 36 მათგანს დასჭირდა.
დაზიანების შემთხვევები ასე ნაწილდება:
თბილისი – 36 პაციენტი, მათ შორის ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა 27-ს;
რეგიონები – 15 პაციენტი, მათ შორის ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა – 9-ს.

დაიწვა 3 ავტომობილი, 2-კედიას ქუჩაზე, 1-ბახტრიონის ქუჩაზე;


დაზიანდა 10-ზე მეტი ავტომობილი; დაიწვა 3 ავტოფარეხი;


დაიწვა სახლი დიღმის მასივში;


ცეცხლი გაუჩნდა თბილისის საახალწლო ნაძვის ხესაც, რომელიც მალევე ჩააქვრეს;

ამასთანავე, ჩვენ ჩავატარეთ კვლევა- გავზომეთ ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი, რომელიც იყო საგანგაშოდ მაღალი!!!

ეს ყველაფერი მოხდა ახალი წლის ღამეს , ფოიერვერკის გამო , “ჩემი ქალაქი მკლავს” მოძრაობა მუშაობს საკანონმდებლო ინიციატივაზე რათა პიროტექნიკის/ფოიერვერკის გამოყენება დარეგულირდეს.