GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
  • ძებნა
GreenPole
  • Home
  • AQ Map
  • Projects
  • NEWS
    • Georgia
    • World
  • Discovery
  • Our Team
  • Contact
  • ქართული
  • Search

2020 წელს მეხანძრე-მაშველებმა შეასრულეს 15 000-ზე მეტი სახანძრო და 30 000-ზე მეტი სამაშველო დავალება, გადაარჩინეს რამდენიმე ასეული სიცოცხლე

Homepage საქართველო 2020 წელს მეხანძრე-მაშველებმა შეასრულეს 15 000-ზე მეტი სახანძრო და 30 000-ზე მეტი სამაშველო დავალება, გადაარჩინეს რამდენიმე ასეული სიცოცხლე
საქართველო

2020 წელს მეხანძრე-მაშველებმა შეასრულეს 15 000-ზე მეტი სახანძრო და 30 000-ზე მეტი სამაშველო დავალება, გადაარჩინეს რამდენიმე ასეული სიცოცხლე

იანვარი 1, 2021
By GREENPOLE
0 კომენტარი
859 ნახვა
ნახვები : 58

2020 წელს მეხანძრე-მაშველებმა შეასრულეს 45 000-ზე მეტი დავალება, მათ შორის 15 000-ზე მეტი სახანძრო და 30 000-ზე მეტი სამაშველო, გადაარჩინეს რამდენიმე ასეული სიცოცხლე ხანძრების, ავტოსაგზაო შემთხვევისა თუ საზღვაო სეზონის დროს, – ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველები აქტიურად იყვნენ ჩართულები კოვიდპანდემიასთან ბრძოლაში: მარნეულში ერთ ღამეში მოაწყვეს 100 მოქალაქეზე გათვლილი საველე ჰოსპიტალი, ეხმარებოდნენ ექიმებს კოვიდინფიცირებული პაციენტების გადაადგილებაში, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს კი მთელი საქართველოს მასშტაბით ქუჩების დეზინფექციაში.

„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური გამოწვევების პარალელურად, განაგრძობს ყოველდღიურ გაძლიერებას და განვითარებას. 2020 წელს სახანძრო-სამაშველო ძალები გაძლიერდა 50-ზე მეტი ერთეული ახალი ტექნიკით, ხოლო 30-ზე მეტი სახანძრო-სამაშველო სპეცმანქანა განახლდა, რითაც გაიზარდა რეგიონებში შემთხვევებზე რეაგირების ეფექტიანობა. აშენდა სამი ახალი შენობა ბორჯომში, ანაკლიასა და წალენჯიხაში. ზაფხულში ყველა მეხანძრე-მაშველს გაეზარდა ხელფასი, შემოდგომაზე სახანძრო-სამაშველო ძალების პირად შემადგენლობას სრულად მიენიჭა ოფიცრის წოდება.

შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის გადაწყვეტილებით, ცვლაში მყოფ პირად შემადგენლობას დაენიშნა ყოველდღიური კვება, 100 პროცენტით გაიზარდა მყვინთავი მაშველების ხელფასი.

2020 წელს სახანძრო-სამაშველო ძალებში სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს მსხვერპლი არ ყოფილა, რაც ჩვენთვის სასიხარულოა. ასევე, საამაყოა სახანძრო-სამაშველო ძალების შევსება, ჩვენს რიგებს არაერთი ახალი მეხანძრე-მაშველი შეემატა.

განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები არის იმის საფუძველი, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თითოეული თანამშრომელი მომავალშიც თავდადებით გააგრძელებს საქართველოს მოქალაქეებზე ზრუნვას“, – აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.

 

წყარო :  https://1tv.ge/news/2020-wels-mekhandzre-mashvelebma-sheasrules-15-000-ze-meti-sakhandzro-da-30-000-ze-meti-samashvelo-davaleba-gadaarchines-ramdenime-aseuli-sicockhle/

წინა პოსტი
ფრანგული სტარტაპი ადამიანის თმების გადამუშავებით, ოკეანეებს ჩაღვრილი ნავთობისგან გაასუფთავებს
შემდეგი პოსტი
რა შედეგი მოგვიტანა პიროტექნიკის გამოყენებამ ახალი წლის ღამეს საქართველოში?

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • Renewable and Low-Carbon Sources Accounted for Over 40% of Global Electricity Production in 2024: Report
  • ანგარიშის მიხედვით, განახლებადი და დაბალნახშირბადოვანი წყაროები 2024 წელს გლობალური ელექტროენერგიის წარმოების 40%-ზე მეტს შეადგენდა
  • მსოფლიო მძლეოსნობის ფედერაცია აფართოებს ინიციატივას „სირბილი სუფთა ჰაერისთვის“
  • კვადრატული მილი ამცირებს გამონაბოლქვს, რადგან ქალაქი სუფთა ნულოვანი მომავლისკენ ისწრაფვის
  • ელექტრომობილის შეძენის განხილვისას, ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი გარემოზე ზრუნვის საკითხია
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
კვირა, 13, სექ
Renewable and Low-Carbon Sources Accounted for Over 40% of Global Electricity Production in 2024: Report
კვირა, 13, სექ
ანგარიშის მიხედვით, განახლებადი და დაბალნახშირბადოვანი წყაროები 2024 წელს გლობალური ელექტროენერგიის წარმოების 40%-ზე მეტს შეადგენდა
კვირა, 9, აგვ
მსოფლიო მძლეოსნობის ფედერაცია აფართოებს ინიციატივას „სირბილი სუფთა ჰაერისთვის“
ოთხშაბათი, 27, მაი
კვადრატული მილი ამცირებს გამონაბოლქვს, რადგან ქალაქი სუფთა ნულოვანი მომავლისკენ ისწრაფვის
სამშაბათი, 26, მაი
ელექტრომობილის შეძენის განხილვისას, ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი გარემოზე ზრუნვის საკითხია
პარასკევი, 1, მაი
დაბალი ემისიის ზონამ გლაზგოში ჰაერის დაბინძურება მესამედით შეამცირა

Welcome back,