GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
  • ძებნა
GreenPole
  • Home
  • AQ Map
  • Projects
  • NEWS
    • Georgia
    • World
  • Discovery
  • Our Team
  • Contact
  • ქართული
  • Search

ყოველწლიურად 2 მილიონი ბავშვის ასთმის დიაგნოზი შესაძლოა ავტომობილების გამონაბოლქვს უკავშირდებოდეს

Homepage მსოფლიო ყოველწლიურად 2 მილიონი ბავშვის ასთმის დიაგნოზი შესაძლოა ავტომობილების გამონაბოლქვს უკავშირდებოდეს
შემეცნებითი, მსოფლიო

ყოველწლიურად 2 მილიონი ბავშვის ასთმის დიაგნოზი შესაძლოა ავტომობილების გამონაბოლქვს უკავშირდებოდეს

მარტი 16, 2022
By GREENPOLE
0 კომენტარი
1190 ნახვა
ნახვები : 294
  • ასთმა ქრონიკული დაავადებაა, რომელიც სასუნთქი გზების ანთებით პროცესს იწვევს
  • აზოტის დიოქსიდი ზრდის ბავშვებში ასთმით დაავადების შემთხვევების რაოდენობას
  • მოსახლეების 86 პროცენტი თავს ცუდად გრძნობდა ისეთ გარემოში, სადაც PM ნაწილაკების კონცენტრაცია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დადგენილ სტანდარტებზე მაღალი იყო.

ჰაერის დაბინძურება მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა ხდება. მას უამრავი გამომწვევი ფაქტორი აქვს, მათ შორის ინდუსტრიალიზაცია და ნახშირორჟანგის ემისიების მატება, თუმცა ერთ-ერთ მთავარ მიზეზს ავტომობილების რაოდენობის მუდმივი მატება წარმოადგენს. კიდევ ერთმა ახალმა კვლევამ დაგვანახა, თუ რამდენად საშიშია ავტომობილის მომწამლავი გამონაბოლქვი მომავალი თაობებისთვის, აშშ-ში ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ყოველწლიურად სატრანსპორტო დაბინძურებას შეუძლია დაახლოებით 2 მილიონ ბავშვში ასთმა გამოიწვიოს. კვლევა სრულად გამოქვეყნებულია გამოცემაში ,,The Lancet Planetary Health”.

ასთმა ქრონიკული დაავადებაა, რომელიც სასუნთქი გზების ანთებით პროცესს იწვევს. მისი თანმხლები გართულებებია სუნთქვის შეფერხება, გულმკერდის ტკივილი და ხველება. ასთმური შეტევების ძირითადი მიზეზია ლორწოვანი გამონადენი, თუმცა ასეთ შეტევებზე გარეგანი ფაქტორებიც ახდენს ზეგავლენას. ხშირად ასთმით დაავადებულ ადამიანებს ინჰალატორის გამოყენება სჭირდებათ.

ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ერთ-ერთი პროფესორისა და კვლევის თაანავტორის, სუზან ანენბერგის, თქმით, აზოტის დიოქსიდი ზრდის ბავშვებში ასთმით დაავადების შემთხვევების რაოდენობას, ეს ტენდენცია ძირითადად ურბანულ დასახლებებში ფიქსირდება.

სუზან ანენბერგი კოლეგებთან ერთად აკვირდებოდა აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციას ავტომობილებთან ახლოს (ზედაპირის დონეზე), ელექტროენერგიის სადგურებთან და ინდუსტრიულ საწარმოებთან. დამატებით, მკვლევრები აღრიცხავდენენ ბავშვებში ასთმის შემთხვევებს 2019-2020 წლებში. ამავდროულად, მათ დაადგინეს, რომ აზოტის დიოქსიდით გამოწვეული ასთმის შემთხვევები 2000 წელს შეადგენდა 20 პროცენტს, ეს მაჩვენებელი კი 16 პროცენტამდე შემცირდა 2019 წლისთვის. შედეგად თვალსაჩინო გახდა, რომ ევროპასა და ამერიკაში ავტომობილების რაოდენობის შემცირებამ დადებითი გავლენა მოახდინა ბავშვების ჯანმრთელობაზე.

კიდევ ერთ კვლევაში სუზანმა და მისმა თანამოაზრეებმა დაადგინეს, რომ აშშ-ში 2019 წელს 1.8 მილიონი ადამიანი ურბანული ჰაერის დაბინძურებით დაიღუპა. ამავე კვლევით გამოვლინდა, რომ ბავშებისა და ზრდასრული ადამიანების 86 პროცენტი თავს ცუდად გრძნობდა ისეთ გარემოში, სადაც PM ნაწილაკების კონცენტრაცია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დადგენილ სტანდარტებზე მაღალი იყო. ,,ჩვენ შეგვიძლია ამ ვითარების გამოსწორება წიაღისეულის საწვავზე მომუშავე ავტომობილების გამოყენების შემცირებით,  შედეგად კი ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება და ბავშვებში ასთმის შემთხვევები საგრძნობლად შემცირდება“, – აცხადებს ანენბერგი.

საბოლოო ჯამში, ანანბერგის ჯგუფის უახლესმა კვლევამ დაადასტურა, რომ აზოტის დიოქსიდი ბავშვებში ასთმის გამომწვევი მიზეზია. 2000-2019 წლებში ასთმის შემთხვევების შემცირება ჰაერის ხარისხის კონტროლის სწორი პოლიტიკის შედეგია აშშ-სა და ევროპის განვითარებულ ქვეყნებში, თუმცა ვითარება ჯერ კიდევ საგანგაშოა აფრიკასა და აზიაში, სადაც ჰაერის დაბინძურების პრობლემა დღემდე უყურადღებოდ რჩება.

 

სტატიაზე მუშაობდა : ნინი თოიძე

წყარო : www.news18.com

 

აღნიშნული სტატია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ორგანიზაცია „ჩემი ქალაქი მკლავს“ და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს

This article has been produced with the assistance of the European Union. Its contents are the sole responsibility of  the organization “My City Kills” and do not necessarily reflect the views of the European Union.


წინა პოსტი
მსოფლიოს 10 ყველაზე დაბინძურებული ქალაქიდან 9 ინდოეთშია
შემდეგი პოსტი
ავტომობილის ხილული გამონაბოლქვის შემოწმება ახალ ზელანდიაში ჯერ კიდევ 2006 წელს დაიწყო

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • Life in a heat dome: The American West is figuring out how to keep cool
  • სიცოცხლე „სიცხის გუმბათის“ პირობებში: როგორ ცდილობს გაგრილებას ამერიკის დასავლეთი
  • ბარსელონაში NO₂-ის დონე მნიშვნელოვნად შემცირდა დაბალი ემისიის ზონის დანერგვის შედეგად
  • Barcelona’s NO₂ levels dramatically reduced by Low Emission Zone
  • Renewable and Low-Carbon Sources Accounted for Over 40% of Global Electricity Production in 2024: Report
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
სამშაბათი, 29, სექ
Life in a heat dome: The American West is figuring out how to keep cool
სამშაბათი, 29, სექ
სიცოცხლე „სიცხის გუმბათის“ პირობებში: როგორ ცდილობს გაგრილებას ამერიკის დასავლეთი
ოთხშაბათი, 23, სექ
ბარსელონაში NO₂-ის დონე მნიშვნელოვნად შემცირდა დაბალი ემისიის ზონის დანერგვის შედეგად
ოთხშაბათი, 23, სექ
Barcelona’s NO₂ levels dramatically reduced by Low Emission Zone
კვირა, 13, სექ
Renewable and Low-Carbon Sources Accounted for Over 40% of Global Electricity Production in 2024: Report
კვირა, 13, სექ
ანგარიშის მიხედვით, განახლებადი და დაბალნახშირბადოვანი წყაროები 2024 წელს გლობალური ელექტროენერგიის წარმოების 40%-ზე მეტს შეადგენდა

Welcome back,