GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

ქარიშხალ იდას შემდეგ 100-ზე მეტი ფრინველი ნავთობში ამოსვრილი იპოვეს

Homepage მსოფლიო ქარიშხალ იდას შემდეგ 100-ზე მეტი ფრინველი ნავთობში ამოსვრილი იპოვეს
მსოფლიო

ქარიშხალ იდას შემდეგ 100-ზე მეტი ფრინველი ნავთობში ამოსვრილი იპოვეს

ოქტომბერი 12, 2021
By GREENPOLE
0 კომენტარი
675 ნახვა
ნახვები : 25
  • ლუიზიანის ველური ბუნების და მეთევზეობის დეპარტამენტის განცხადების მიხედვით, დაზარალებულ ცხოველებს შორის არიან იხვები, მდინარის წავები, ალიგატორები და ნუტრიები, ბუნების აღდგენას კი კვირები დასჭირდება.
  • დაბინძურებული წყალი სხვადასხვა საშუალებით გაიწმინდა, თუმცა კომპანიის წარმომადგენელი ზიანის მასშტაბის მიჩქმალვას ეცადა. „დაზიანება აღმოიფხვრა“, – განაცხადა ბერნარდო ფალასმა.
  • მიუხედავად იმისა, რომ დაღვრილი ნავთობის მოცულობა ოფიციალურად არ არის შეფასებული, ქარხანას ყოველდღიურად 40 მილიონ ლიტრზე მეტი ნედლი ნავთობის გადამუშავების შესაძლებლობა აქვს, რაც დაახლოებით წარმოდგენას გვიქმნის არსებული სიტუაციის შესახებ.

 

მექსიკის ყურეში ქარიშხალი იდათი გამოწვეული ნავთობის ჩაღვრის შემდეგ 100-ზე მეტი ფრინველი ნავთობში ამოსვრილი იპოვეს

ლუიზიანის ველური ბუნებისა და მეთევზეობის დეპარტამენტმა 9 სექტემბერს გამოაცხადა, რომ ეს სამწუხარო შემთხვევა გამოიწვია აშშ-ში, ბელ-ჩეისში, მდებარე ქარხანა Alliance Refinery-ში მომხდარმა ნავთობის დაღვრამ. ეს ფრინველები უმეტესად ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის, ახლომდებარე დატბორილი ველებისა და წყალსაცავების მიმდებარედ აღირიცხა. ბიოლოგ ჯონ ვიბეს თანახმად, ხუთი ფრინველი მკვდარი იპოვეს, ათი კი სარეაბილიტაციო ცენტრში გადაიყვანეს გასაწმენდად.

ლუიზიანის ველური ბუნების და მეთევზეობის დეპარტამენტის განცხადების მიხედვით, დაზარალებულ ცხოველებს შორის არიან იხვები, მდინარის წავები, ალიგატორები და ნუტრიები, ბუნების აღდგენას კი კვირები დასჭირდება.

გამომცემლობა CNN-ის მიხედვით, ამერიკის სანაპირო დაცვამ გამოძიება დაიწყო ნავთობის დაღვრის ასობით ფაქტზე, რომლებიც ქარიშხალ იდას მოჰყვა. ასეთი ინციდენტის ერთ-ერთი მაგალითია ლუიზიანასთან ახლოს, ოკეანეში, კილომეტრებზე გადაჭიმული დაღვრილი ნავთობის ზოლი. მყვინთავების აზრით, მომხდარის მიზეზი დაზიანებული წყალქვეშა მილსადენია.

CNN-თან საუბრისას გაბრიელ ვისდომმ, სანაპირო დაცვის ოფიცერმა, განაცხადა, რომ ამერიკის სანაპირო დაცვის დეპარტამენტი პრიორიტეტულად მიიჩნევს ნავთობის დაღვრის 350 შემთხვევას. ხოლო აშშ-ის გარემოს დაცვის სააგენტომ მიიღო ინფორმაცია სახმელეთო ნავთობის დაღვრის და ქიმიური ნივთიერებების გაბნევის 43 შემთხვევის შესახებ.

Alliance Refinery-დან ნავთობის გაჟონვის შესახებ პირველადი ინფორმაცია 1 სექტემბერს გავრცელდა, ქარხნის მფლობელია Phillips 66, რომელმაც თავიდან ნავთობის დაღვრას ნაკლები მნიშვნელობა მიანიჭა, თუმცა გამოძიების თანახმად ინფრასტრუქტურის დაზიანების შემდეგ ქარხანა დაიტბორა  და დაბინძურებული წყალი გარემოში მოხვდა. იგი სხვადასხვა საშუალებით გაიწმინდა, თუმცა კომპანიის წარმომადგენელი ზიანის მასშტაბის მიჩქმალვას ეცადა. „დაზიანება აღმოიფხვრა“, –  განაცხადა ბერნარდო ფალასმა. „ეკიპაჟები განაგრძობენ გაწმენდით სამუშაოებს დატბორილი ქარხნის ტერიტორიაზე. დაბინძურებული წყალი ქარხნის ტერიტორიის საზღვრებშია. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობს ყველა შესაბამის სახელმწიფო უწყებასთან“.

მიუხედავად იმისა, რომ დაღვრილი ნავთობის მოცულობა ოფიციალურად არ არის შეფასებული, ქარხანას 40 მილიონ ლიტრზე მეტი ნედლი ნავთობის გადამუშავების შესაძლებლობა აქვს, რაც დაახლოებით წარმოდგენას გვიქმნის არსებული სიტუაციის შესახებ. 9 სექტემბრის მდგომარეობით ქარხანა დახურულია, მისი ხელახლა ამუშავების თარიღი კი ჯერჯერობით უცნობია.

 

სტატიაზე მუშაობდა : ჯაბა ცენტერაძე და ნინი თოიძე

წყარო : www.ecowatch.com


წინა პოსტი
ევროპოლი: დაბალხარისხიანი საკვები პროდუქტებით გაჟღენთილია სრულიად კვებითი ჯაჭვი
შემდეგი პოსტი
მეცნიერების კვლევები: ჩვენ ვიყენებთ ბუნების დნმ-ს იმის დასადგენად, თუ რა გავლენას ახდენს ადამიანის საქმიანობა მდინარეებსა და წყლის ნაკადებში მობინადრე არსებებზე

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ახალი მათემატიკური მეთოდი, რომელიც განიხილეს უორვიკის უნივერსიტეტში, პირველად იძლევა მარტივ და პროგნოზირებად გზას, რათა გავიგოთ, როგორ მოძრაობენ არასრულყოფილად ფორმირებული ნანო ნაწილაკები ჰაერში.
  • სუფთა ჰაერი შესაძლოა ბავშვების მხედველობას იცავდეს
  • მანჩესტერის ჰაერის დაბინძურების არაეფექტური კამპანიის გამო, სულ უფრო მეტი ბავშვი ხვდება საავადმყოფოში
  • ფაბრიკებიდან გამომდინარე ჰაერის დაბინძურება შეიძლება სასიკვდილო იყოს და საიდუმლოდაც დარჩეს
  • ხილის მიღებამ შესაძლოა ფილტვები ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაზიანებისგან დაიცვას
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
კვირა, 19, აპრ
ახალი მათემატიკური მეთოდი, რომელიც განიხილეს უორვიკის უნივერსიტეტში, პირველად იძლევა მარტივ და პროგნოზირებად გზას, რათა გავიგოთ, როგორ მოძრაობენ არასრულყოფილად ფორმირებული ნანო ნაწილაკები ჰაერში.
სამშაბათი, 31, მარ
სუფთა ჰაერი შესაძლოა ბავშვების მხედველობას იცავდეს
სამშაბათი, 24, მარ
მანჩესტერის ჰაერის დაბინძურების არაეფექტური კამპანიის გამო, სულ უფრო მეტი ბავშვი ხვდება საავადმყოფოში
ხუთშაბათი, 26, თებ
ფაბრიკებიდან გამომდინარე ჰაერის დაბინძურება შეიძლება სასიკვდილო იყოს და საიდუმლოდაც დარჩეს
კვირა, 8, თებ
ხილის მიღებამ შესაძლოა ფილტვები ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაზიანებისგან დაიცვას
ორშაბათი, 19, იან
ახალმა კვლევებმა აჩვენა რომ ორსულებისთვის დაბინძურებულ ჰაერთან შემხებლობა დაკავშირებულია ახალშობილთა ტვინის განვითარების შეფერხებასთან.

Welcome back,