GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

ევროპოლი: დაბალხარისხიანი საკვები პროდუქტებით გაჟღენთილია სრულიად კვებითი ჯაჭვი

Homepage მსოფლიო ევროპოლი: დაბალხარისხიანი საკვები პროდუქტებით გაჟღენთილია სრულიად კვებითი ჯაჭვი
მსოფლიო

ევროპოლი: დაბალხარისხიანი საკვები პროდუქტებით გაჟღენთილია სრულიად კვებითი ჯაჭვი

ოქტომბერი 10, 2021
By GREENPOLE
0 კომენტარი
726 ნახვა
ნახვები : 582
  • დაბალხარისხიანი საკვები პროდუქტებით გაჟღენთილია სრულიად კვებითი ჯაჭვი, ეს უკონტროლო ევოლუცია კი შეესაბამება მსოფლიოში ბოლო პერიოდში მიმდინარე პროცესს – კოვიდ 19 პანდემიას.
  • ევროპოლმა, აგრეთვე, აღმოაჩინა, რომ ალკოჰოლიურ სასმელებს აფალსიფიცირებდნენ. კრიმინალური ქსელი სასმელში ურევდა საღებავებს, რათა შეეცვალათ სასმლის შეფერილობა და ხარისხი. ამ ოპერაციის შედეგად, დააკავეს 14 პირი. ყადაღა დაედო 47 660 ლიტრ ვისკის და 9,550 ლიტრ ალკოჰოლს, რომელიც მზადდებოდა ფალსიფიცირებული პროდუქტებით.
  • „გაყალბებული თაფლწარმოება“ ჯერ კიდევ 1970-იან წლებში დაფიქსირდა და მას შემდეგ ტრიალებს ბაზარზე. ეს გამოიწვია ფრუქტოზის მაღალი შემცველობის მქონე მარცვლეულის სიროფმა, რისი მოხმარებაც მალევე გავრცელდა. კრიმინალები თაფლწარმოებაში გამოიყენებენ ამ სიროფს, რაც ზრდის თაფლის წონასა, აგრეთვე, არალეგალურად ზრდის მოგებას, რადგან ასე ბევრად იაფი ჯდება თაფლის დამზადება.

 

ევროპოლისა და ინტერპოლის ძალისხმევით, 15,000 ტონაზე მეტი არალეგალური საკვები და სასმელი პროდუქტი მოიხსნა ბაზრიდან ჯერ კიდევ 2020 წელს.

რამდენად სერიოზულია ეს საკითხი, დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მოცულობისაა არაკეთილსინდისიერად დამზადებული, არალეგალური საკვების რაოდენობა,  რომელიც ზოგადად, ბუნებრივ კვებით ჯაჭვს არღვევს. ამ თემაზე ისაუბრა ევროპოლის აღმასრულებელმა დირექტორმა, კეთრინ ბე ბიოლმა.

“გაყალბებული, უხარისხო საკვები და სასლმელი პროდუქტი, უმეტესად, მარტივად იშოვება როგორც მარკეტებში, ისე ონლაინ მაღაზიებში.  ამ პროდუქტების მომხმარებლებში ჯანმრთელობის რისკები დღითიდღე იზრდება, რომელიც დაუმუშავებელი საკვების დაბალი ხარისხის პირდაპირპროპორციულია. ევროპოლი განსაკუთრებით  ბოლო პერიოდში ხედავს ამ ცვლილებებს: დაბალხარისხინი საკვები პროდუქტებით გაჟღენთილია სრულიად კვებითი ჯაჭვი, ეს უკონტროლო ევოლუცია კი შეესაბამება მსოფლიოში ბოლო პერიოდში მიმდინარე პროცესს – კოვიდ 19 პანდემიას“.

“ოპერაცია OPSON IX- მა დაგვანახა, რომ ბაზარზე 15,000 ტონაზე მეტი არალეგალური საკვები პროდუქტი გადის, ეს კი მიგვანიშნებს, რომ აუცილებელია ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად ერთობლვილი ძალისხმევის ჩადება, როგორც როგორც სახელწიფოს წარმომადგენლების მხრიდან, აგრეთვე, კერძო სეკტორისგანაც. ჩვენ ყველამ ერთად უნდა დავიცვათ მომხმარებელთა უფლებები და იმ საკვების ხარისხი, რომელიც ჩვენს მაგიდაზე ხვდება. “

ეს პროცესი დაიწყო 2020 წლის დეკემბერში და გაგრძელდა 2021 წლის ინვისამდე. მოიცავდა აგრეთვე საკანონმდებლო პროცესებსაც, მოწვეული ჰყავდათ  ავტორიტეტები 72 ქვეყნიდან, აქედან 26- ევროკავშირის წევრი.

ამ ოპერაციის მხარდამჭერები იყვნენ ევროპული არათაღლითობის ოფისი-OLAF-I, DG SANTE- ევროპის დირექტორატი, ჯანმრთელობისა და საკვების უსაფრთხოების კომისია და EUIPO – ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების ოფისი, აგრეთვე, სახელმწიფო კვების ხარისხის მარეგულირებელი წარმომადგენლები და კერძო სექტორი.

ამ კვლევის ფარგლებში სულ ჩატარდა 68,000 შემოწმება, სადაც დაფიქსირდა არაერთი უკანონო საკვების წარმოების ფაქტი, რომელიც მოიცავდა €53.8 მილიონის პროდუქტს. ამ გამოძიების შედეგად, ხელისუფლებამ გასცა დაკავების 663 ორდერი,  ხოლო შეაფასა 42 კრიმინალური ქსელი, რომელიც ამ სფეროშია გარეული.

„მას შემდეგ, რაც ბაზრიდან ამოვაღებინეთ უზარმაზარი ოდენობა უხარისხო, სახიფათო პროდუქტებისა, კიდევ უფრო დავწრმუნდით, რომ აუცილებელია ასეთი თანამშრომლობა, იმისთვის, რომ სამყარო უფრო უსაფრთხო ადგილად იქცეს. სამწუხაროდ, კვებითი დანაშაული ჯერ კიდევ არ ითვლება პრიორიტეტულ საკითხად, თუმცა ისეთი ოპერაციები, როგორიც იყო OPSON X, ცხადჰყოფს, რომ ერთობლივი ძალებით, შესაძლებელია ასეთი ორგანიზებული დანაშაულებების აღკვეთა. “

ფალსიფიცირებული ალკოჰოლი

ევროპოლმა აგრეთვე, აღმოაჩინა, რომ  ალკოჰოლიურ სასმელებს აფალსიფიცირებდნენ. კრიმინალური ქსელი სასმელში ურევდა საღებავებს, რათა შეეცვალათ სასმლის შეფერილობა და ხარისხი. ამ ოპერაციის შედეგად, დააკავეს 14 პირი. ყადაღა დაედო 47 660 ლიტრ ვისკის და 9,550 ლიტრ ალკოჰოლს, რომელბიც მზადდებოდა ფალსიფიცირებული პროდუქტებით.

საინტერესოა, რომ სწორედ ამ პერიოდში იტალიაში კარაბინიერებმა ალკოჰოლის გაყალბების საქმე გახსნეს. ამ ოპერაციას მხარს უჭერდა შვეიცარიის პოლიცია და ევროპოლი.

საბოლოო ჯამში, ამ მიზნობრივმა ოპერაციამ ფალსიფიცირებული სასმელი აღმოაჩინა შემდეგ ქვეყნებში: ბელგია, გულგარეთი, ხორვატია, ჩეხეთი, ესტონეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, ირლანდია, იტალია, ლატვია, ლიეტუვა,  ლუქსემბურგი, ნიდერნალდები, ჩრ. მაკედონია, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, შოტლანდია.

„ალკოჰოლის ფალსიფიცირება კვლავ რჩება ერთ-ერთი მომხმარებელთათვის ერთ-ერთ სერიოზულ საფრთხედ. “

კვლევის შედეგებით, ფალსიფიცირებული იყო 1,7 მილიონი ლიტრი ღვინო, ლუდი და სხვა ალკოჰოლური სასმელი. განსაკუთრებით დიდი დოზით იყო ფალსიფიცირებული ღვინო და არაყი.

ყალბი თაფლის წარმოება

ევროპოლმა აღნიშნა, რომ „გაყალბებული თაფლწარმოება“ ჯერ კიდევ 1970-იან წლებში დაფიქსირდა და მას შემდეგ ტრიალებს ბაზარზე. ეს გამოიწვია ფრუქტოზის მაღალი შემცველობის მქონე მარცვლეულის სიროფის აღმოჩენამ, რისი მოხმარებაც მალევე გავრცელდა. კრიმინალები თაფლწარმოებაში გამოიყენებენ ამ სიროფს, რომელიცზრდის თაფლის წონასა, აგრეთვე, არალეგალურად ზრდის მოგებას,  რადგან ასე ბევრად იაფი ჯდება თაფლის დამზადება.

„ეს ქმედებები აზიანებს მარკეტს, რადგან ამ დროს თაფლი მზადდება ფალსიფიცირებული პროდუქტებისგან, შესაბამისად, მისი ფასი ბევრად დაბალია, ვიდრე ნატურალურად დამზადებული თაფლის, რის გამოც, მომხმარებელი უპირატესობას მას ანიჭებს. მეფუტკრეები იძულებულნი ხდებიან, თავიანთი ნაწარმის ფასი დაწიონ დაბლა, რათა კონკურენცია გაუწიონ. ეს ყველაფერი გავლენას ფუტკრებზეც ახდენს.“

თაფლის დამზადების ხარისხის შემოწმება ჩატარდა შემდეგ ქვეყნებში: ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, კვიპროსი, საბერძნეთი, გერმანია, იტალია, ლიხტენშტეინი, ლიეტუვა, პორტუგალია, სერბეთი, ესპანეთი, გაერთინებულუ სამეფო და  ამერიკის შეერთებული შტატები.

ამ კვლევის შედეგად, 51,000 თაღლითურად დამზადებული თაფლი აღმოაჩინეს.

არალეგალური ცხენის ხორცის საკითხი

ოპერაცია OPSON IX -ის ფარგლებში აღმოაჩინეს არალეგალური ცხენის ხორცის გაყიდვის ფაქტები. ეს ყველაზე მეტი სიხშირით დაფიქსირდა ბელგიაში, ირლანდიასა და ნიდერლანდებში.

სამომავლოდ, OPSON X გეგმავს სხვადასხვა კვლევების ჩატარებას გაეროს წევრ ქვეყნებშიც.

 

სტატიაზე მუშაობდა : ნათია კურტანიძე და სალომე აბუაშვილი

წყარო : www.foodnavigator.com


წინა პოსტი
ჰაერის გამწმენდებს შეუძლიათ გააუმჯობესონ შიდა ჰაერის ხარისხი 60% -ით
შემდეგი პოსტი
ქარიშხალ იდას შემდეგ 100-ზე მეტი ფრინველი ნავთობში ამოსვრილი იპოვეს

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • როგორ შთანთქავს ჩვენი სახლი VOC-ს — და რატომ აქვს ამას მნიშვნელოვანი გავლენა
  • ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
  • რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
  • ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
  • მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ოთხშაბათი, 12, ნოე
როგორ შთანთქავს ჩვენი სახლი VOC-ს — და რატომ აქვს ამას მნიშვნელოვანი გავლენა
ხუთშაბათი, 9, ოქტ
ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
ოთხშაბათი, 17, სექ
რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
პარასკევი, 12, სექ
ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
შაბათი, 30, აგვ
მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
შაბათი, 2, აგვ
გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში

Welcome back,