ტრენინგი ჰაერის ხარისხის სამოქალაქო მონიტორინგის სისტემის გამართვის შესახებ

2023 წლის 2-3 დეკემბერს თბილისში “მწვანე პოლუსის” გუნდის წევრებს ჩაუტარდათ ტრენინგი ჰაერის ხარისხის სამოქალაქო მონიტორინგის სისტემის გამართვის, აპარატების კალიბრაციისა და ტექნიკური უზრუნველყოფის შესახებ. ტრენინგი სპეციალისტმა ივან ბატსუნმა ჩაატარა, რომელიც მოწვეული ექსპერტია ჩვენი და ჩვენი ჩეხი პარტნიორების, “არნიკას”, ერთობლივი პროექტის ფარგლებში.

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის იანვრიდან “მწვანე პოლუსის” გუნდმა, ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაცია „არნიკას“ და ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს „TRANSITION” პროგრამის მხარდაჭერით, დაიწყო საქართველოში ჰაერის ხარისხის მონიტორინგის პირველი სამოქალაქო ქსელის შექმნაზე მუშაობა. ამჟამად საქართველოს 4 ქალაქში, თბილისში, რუსთავში, ჭიათურასა და კასპში, 35 აპარატი გვაქვს დაყენებული. ეს რიცხვი და გეოგრაფიული დაფარვის არეალი დროთა განმავლობაში გაიზრდება.