ვორქშოფი: უფლებები ჩვენს საცხოვრებელ ქალაქში
მოხარული ვართ, მოგიწვიოთ ვორქშოფზე უფლებები ჩვენს საცხოვრებელ ქალაქში: სამოქალაქო აქტივიზმის გამოცდილება პრაღაში ონლაინ შეხვედრა ზუმში (ენა: ინგლისური) ვაცლავ ორციგრი, კამპანიის „პრაღა – ქალაქი სიცოცხლისთვის“ ხელმძღვანელი, არნიკა (ჩეხეთის რესპუბლიკა)
ოთხშაბათი, 6 დეკემბერი, 13:00-15:00 პოსტ-სოციალისტური გარემო და ურბანული აქტივიზმი
რას ისწავლით?
- პოსტ-სოციალისტური ქალაქისა და ადგილობრივი თვითმმართველობის სპეციფიკას,
- პრივატიზაციის, ჯენტრიფიკაციის, ფინანსიალიზაციის ფენომენებს,
- მმართველობის ნეოლიბერალიზაციისა და ურბანული აქტივიზმის ბაზისებს (უფლებები და სამოქალაქო მოძრაობების მნიშვნელობა).
ოთხშაბათი, 13 დეკემბერი, 13:00–15:00 განვითარების პროექტები – პრაღის მაგალითი
რას ისწავლით?
- მასარიკის სადგურის მიმდებარე განაშენიანება,
- პრაღის ბრაუნფილდის ტრანსფორმაცია,
- მაღალი კორპუსებისა და გარეუბნების განაშენიანების საკითხი, რაც საზოგადოებრივ უთანხმოებას იწვევს,
- ურბანიზაციის ძირითადი პრინციპები და საზოგადოებრივი ინტერესის დაცვა.
თითოეული პრეზენტაციის შემდეგ შესაძლებელი იქნება კითხვების დასმა და დისკუსია. გთხოვთ, პრეზენტაციაზე დასასწრებად გაიაროთ რეგისტრაცია ონლაინ: 6 დეკემბრის პრეზენტაციის სარეგისტრაციო ბმული და 13 დეკემბრის პრეზენტაციის სარეგისტრაციო ბმული ვორქშოფები ტარდება ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს „Transition Promotion“ პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით.
იხილეთ ვორქშოფის მასალები ამ ბმულზე.