მწვანე პოლუსის განხორციელებული პროექტები
2020 წლის 5 ივნისს დაფუძნდა ორგანიზაცია „მწვანე პოლუსი“ საქართველოს მასშტაბით ეკოლოგიური პრობლემების აღმოჩენისა და აღმოფხვრისათვის. ჩვენი მისიაა ნიადაგის, ჰაერისა და წყლის დაცვა, რომლებზეც დამოკიდებულია ყველა ცოცხალი ორგანიზმი. ჩვენი ხედვა არის ისეთი საზოგადოების ჩამოყალიბება, რომლის მამოძრავებელ პრინციპსაც მდგრადი განვითარება წარმოადგენს და რომელიც მოქმედებს როგორც საკუთარი, ასევე მომავალი თაობების საუკეთესო ინტერესების მიხედვით. ამ მიზნების მისაღწევად ვმუშაობთ სხვადასხვა არასამთავრობო და დონორ ორგანიზაციებთან.
ამ დროისთვის განხორციელებული პროექტები:
- „საქართველოს მოსახლეობაში ჰაერის დაბინძურების შესახებ ცნობადობის ამაღლების ხელშეწყობა“
- „ეკო რჩევების წიგნი“ – ნაწილი 1&2
- „თბილისში ქვის მშრალი მეთოდით ჭრის მონიტორინგის ხელშეწყობა”
- AirGe: ჰაერის ხარისხის სამოქალაქო მონიტორინგის ქსელი
- „ეკო რჩევების წიგნი“ – ნაწილი 3
- „ეკო რჩევების წიგნი“ – ნაწილი 4, სამაგიდო თამაში „ეკო ქალაქი“
- სამოქალაქო ინიციატივების გაძლიერება უკეთესი გარემოსთვის საქართველოში
იხილეთ მეტი:
მწვანე პოლუსი – განხორციელებული პროექტები (1)