GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

ფოიერვერკის აკრძალვა ჩინეთში

Homepage მსოფლიო ფოიერვერკის აკრძალვა ჩინეთში
შემეცნებითი, მსოფლიო

ფოიერვერკის აკრძალვა ჩინეთში

იანვარი 12, 2021
By GREENPOLE
0 კომენტარი
1014 ნახვა
ნახვები : 232

ლეგენდის თანახმად, ჩინეთში ფოიერვერკი გამოიგონეს, როდესაც ჩინელმა მეცნიერებმა შეურიეს ერთმანეთს ქიმიური ნივთიერებები და ამან აფეთქება გამოიწვია. ეს მოხდა საუკუნეების წინ, ახ.წ. 650-700 წლებში. ამ ფხვნილს ბამბუკის ტოტებში ათავსებდნენ და კოცონში ყრიდნენ.

ჩინეთში ფოიერვერკს კულტურასთან ღრმა კავშირი აქვს, ის წარმოადგენს ბედნიერებისა და იღბლის სიმბოლოს, მას აქტიურად იყენებდნენ როგორც სადღესასწრაულო ფესტივალებზე, ისე გლოვისას. კიდევ ერთი ლეგენდა გვიამბობს, რომ მონსტრი ნიანი ყოველ წელს ჩამოდიოდა მთიდან, ანადგურებდა მოსავალს, კლავდა ცხოველებსა და ადამიანებს. ნიანს ეშინოდა ხმაურის, მკვეთრი სინათლისა და წითელი ფერის. მის დასაფრთხობად სწორედ პიროტექნიკას იყენებდნენ.

თუმცა, გარემოსა და ჯანმრთელობისთვის ზიანის გამო, ფოიერვერკები და ყველანაირი პიროტექნიკა მაინც აიკრძალა.

ფოიერვერკის აკრძალვაზე საუბარი პირველად 1980-იან წლებში დაიწყო. სხვადასხვა შეზღუდვების შემოღებისა და მრავალჯერ განხილვის შემდეგ, 1994 წელს დამტკიცდა კანონი „რეგულაციები ფოიერვერკებისა და სხვა პიროტექნიკის აკრძალვაზე ბეიჯინგში“.

თუმცა, ერთ-ერთ მთავარ დღესასწაულზე – გაზაფხულის ფესტივალზე პიროტექნიკის გამოყენება კვლავ განხილვის თემად იქცა და 2003 წელს აკრძალვა მოიხსნა. ამის ნაცვლა დამტკიცდა ე.წ. „3 შეზღუდვის კანონი“: შეზღუდული იყო ფოიერვერკი გაშვების დრო, ადგილი, და სახეობა. 2006 წლიდან გამკაცრდა რეგულაციები პიროტექნიკის წარმოებასთან, ტრანსპორტირებასთან და გაშვებასთან დაკავშირებით.

ამას მოყვა კატასტროფული ხანძრები 2009-2011 წლებში. საშინელი ბური იდგა სხვადასხვა ქალაქებში, განსაკუთრებით 2013 წელს. ჰაერი უფრო მეტად იყო დაბინძურებული, საფრთხე ემუქრებოდა გარემოს, ადამიანების ჯანმრთელობას.

ამის გამო, 2017 წლიდან კვლავ გამკაცრდა წესები. ქალაქების უმრავლესობამ კვლავ სრული აკრძალვა შემოიღო, ასევე გამკაცრდა სასჯელი პიროტექნიკის გამოყენებისთვის. 2018 წლისთვის ფოიერვერკების სრული აკრძალვა და მკაცრი რეგულირება დაიწყო 444 დასახლებულ პუნქტში. მოგვიანებით აკრზალვის მოქმედების არეალი კიდევ უფრო გაიზარდა.

პიროტექნიკას ტრადიციულად იყენებდნენ ასევე ჩინური ახალი წლის აღნიშვნისას. თუმცა, აკრძალვა ამ დღესასწაულზეც გავრცელდა. ამან გამოიწვია ჰაერის დაბინძურების შემცირება და გარემო პირობების საგრძნობლად გაუმჯობესება. 2019 წელს, ახალი წლის დღეს, წინა წლებთან შედარებით ჰაერში PM2.5 ნაწილაკების რაოდენობა 14-32 %-ით იყო შემცირებული.

 

სტატიაზე იმუშავა : ქეთი დავითაშვილმა


წინა პოსტი
ჩინეთში მყინვარს დნობის შესაჩერებლად თერმოსაიზოლაციო ქსოვილი გადააფარეს
შემდეგი პოსტი
არასამთავრობო ორგანიზაციები მთავრობას მიმართავენ, 1-ელი თებერვლიდან საქართველოს ყველა ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა აღდგეს

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
  • რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
  • ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
  • მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
  • გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ხუთშაბათი, 9, ოქტ
ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
ოთხშაბათი, 17, სექ
რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
პარასკევი, 12, სექ
ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
შაბათი, 30, აგვ
მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
შაბათი, 2, აგვ
გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
პარასკევი, 1, აგვ
ახალ კვლევას ელექტრომობილების ბატარეების მომსახურების სერტიფიკატების მიღების აუცილებლობასთან მივყავართ

Welcome back,