GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
  • ძებნა
GreenPole
  • Home
  • AQ Map
  • Projects
  • NEWS
    • Georgia
    • World
  • Discovery
  • Our Team
  • Contact
  • ქართული
  • Search

პეკინმა პირველად დააკმაყოფილა ჰაერის ხარისხის ეროვნული სტანდარტები

Homepage მსოფლიო პეკინმა პირველად დააკმაყოფილა ჰაერის ხარისხის ეროვნული სტანდარტები
მსოფლიო

პეკინმა პირველად დააკმაყოფილა ჰაერის ხარისხის ეროვნული სტანდარტები

თებერვალი 12, 2022
By GREENPOLE
0 კომენტარი
591 ნახვა
ნახვები : 71
  • 2014 წელს პეკინსა და სხვა ადგილებში საშინელი სმოგის „სერიების“ გამო, რამაც საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია, ჩინეთმა დაბინძურებას „ომი“ გამოუცხადა
  • პეკინის მაცხოვრებლებს გასულ წელს, 2013 წელთან შედარებით, დაახლოებით ოთხი თვით მეტ ხანს ჰქონდათ უნისლო ცა
  • პეკინსა და ჰებეის მიმდებარე პროვინციებში ცდილობდნენ, გადასულიყვნენ ბევრად უფრო სუფთა ბუნებრივ აირზე, აეშენებინათ ქარის ტურბინებისა და მზის ენერგიის ფერმები და დაერგოთ დიდი რაოდენობით ხე მთელ რეგიონში

გაუმჯობესებული ჰაერის ხარისხი მოჰყვება ერთიანი ძალისხმევით ქვანახშირის მოხმარებისა და ტრანსპორტის ემისიის შემცირებას, ასევე მძიმე ინდუსტრიის გადაადგილებას

 

ოფიციალური პირების თქმით, ჩინეთის დედაქალაქმა პეკინმა პირველად გასულ წელს დააკმაყოფილა ჰაერის ხარისხის ეროვნული სტანდარტები მას შემდეგ, რაც ერთიანი ძალისხმევით შემცირდა ქვანახშირის მოხმარება; ასევე შემცირდა ტრანსპორტის ემისია და სხვა ადგილას გადავიდა მძიმე ინდუსტრია. 2014 წელს პეკინსა და სხვა ადგილებში საშინელი სმოგის „სერიების“ გამო, რამაც საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია, ჩინეთმა დაბინძურებას „ომი“ გამოუცხადა.

პეკინის გარემოს დაცვის ბიუროს ოფიციალურმა პირებმა რეპორტიორებს განუცხადეს, რომ ჰაერში არსებულმა მცირე, ჯანმრთელობისთვის სახიფათო ნაწილაკებმა, ცნობილი როგორც PM 2.5, 2021 წლის განმავლობაში დედაქალაქში 1 კუბურ მეტრზე 33 მიკროგრამს მიაღწია, რაც გასულ წელთან შედარებით 13%-ით ნაკლებია და პირველად დააკმაყოფილა ჩინეთის შუალედური სტანდარტი, რომელიც გულისხმობს 35 მიკროგრამს კუბურ მეტრზე.

წლიური საშუალო 33 მიკროგრამი ბევრად აღემატება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდებულ დონეს, რომლის სტანდარტითაც ნორმად კუბურ მეტრზე 5 მიკროგრამი მიიჩნევა.

პეკინის გარემოს დაცვის ბიუროს უფროსის მოადგილემ იუ ჯიანჰუმ  ქალაქის ძალისხმევას ბოლო 10 წლის განმავლობაში, ისევე როგორც განვითარების სისწრაფეს, „უპრეცენდენტო“ უწოდა.

„ყველა რეგიონი და დეპარტამენტი ერთად მუშაობდა და ორგანიზება გაუწია მთელ საზოგადოებას, რათა პეკინის ჰაერის ხარისხი გაუმჯობესებულიყო“, – თქვა მან.

პეკინის მაცხოვრებლებს გასულ წელს, 2013 წელთან შედარებით, დაახლოებით ოთხი თვით მეტ ხანს ჰქონდათ უნისლო ცა.

პეკინმა 2015 წელს პირობა დადო, რომ გამოიყენებდა 2022 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს გარემოს გაუმჯობესებისთვის ხელშესაწყობად. ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა კი განაცხადა, რომ „მწვანე“ თამაშებს უმასპინძლებს.

მიღწეული პროგრესის გასაზომად, 2016 წელს PM2.5-ის საშუალო მაჩვენებელი 71 მიკროგრამი იყო, მაგრამ ხშირად, ზამთრის თვეებში, 500 მიკროგრამს აღწევდა, როდესაც ქვანახშირზე მომუშავე გათბობის სისტემები მთელ რეგიონში ირთვებოდა.

პეკინსა და ჰებეის მიმდებარე პროვინციებში ცდილობდნენ, გადასულიყვნენ ბევრად უფრო სუფთა ბუნებრივ აირზე, აეშენებინათ ქარის ტურბინებისა და მზის ენერგიის ფერმები და დაერგოთ დიდი რაოდენობით ხე მთელ რეგიონში.

მათ ასევე ავტომობილის საწვავზე მკაცრი სტანდარტები დააწესეს და აიძულეს ფოლადსასხმელი ქარხნები და სხვა სამრეწველო ობიექტები, დაემონტაჟებინათ მოწყობილობა, რომლის მიზანიც ემისიის გაკონტროლებაა.

 

სტატიაზე მუშაობდა : ანუკი კვეკვესკირი

წყარო : www.aljazeera.com


წინა პოსტი
ჰაერის ცუდი ხარისხის გამო იუტას შტატში ადამიანების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 2 წლით შემცირდა. ახალმა კანონპროექტმა შეიძლება ნათელი მოჰფინოს თუ რა ძვირად უჯდება ეკოლოგიური პრობლემები ადგილობრივ ხელისუფლებას
შემდეგი პოსტი
ოკაჰუს ყურის მიდიებით აღდგენის 10 წლიანი პროექტი დასრულდა, რაც უკვე აუმჯობესებს წყლის ხარისხს

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • რა არის კომპოსტირება და რატომ არის ის გარემოსთვის სასარგებლო?
  • COP16: გაეროს მოლაპარაკებები დასრულდა იმ ქვეყნებით, რომლებიც მხარს უჭერენ წელიწადში 200 მილიარდ დოლარს ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის გეგმას
  • როგორ ებრძვიან ქალაქები „სითბოს კუნძულის ეფექტს“
  • Life in a heat dome: The American West is figuring out how to keep cool
  • სიცოცხლე „სიცხის გუმბათის“ პირობებში: როგორ ცდილობს გაგრილებას ამერიკის დასავლეთი
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ხუთშაბათი, 5, ნოე
რა არის კომპოსტირება და რატომ არის ის გარემოსთვის სასარგებლო?
კვირა, 1, ნოე
COP16: გაეროს მოლაპარაკებები დასრულდა იმ ქვეყნებით, რომლებიც მხარს უჭერენ წელიწადში 200 მილიარდ დოლარს ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის გეგმას
შაბათი, 17, ოქტ
როგორ ებრძვიან ქალაქები „სითბოს კუნძულის ეფექტს“
სამშაბათი, 29, სექ
Life in a heat dome: The American West is figuring out how to keep cool
სამშაბათი, 29, სექ
სიცოცხლე „სიცხის გუმბათის“ პირობებში: როგორ ცდილობს გაგრილებას ამერიკის დასავლეთი
ოთხშაბათი, 23, სექ
ბარსელონაში NO₂-ის დონე მნიშვნელოვნად შემცირდა დაბალი ემისიის ზონის დანერგვის შედეგად

Welcome back,