GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
  • ძებნა
GreenPole
  • Home
  • AQ Map
  • Projects
  • NEWS
    • Georgia
    • World
  • Discovery
  • Our Team
  • Contact
  • ქართული
  • Search

პალეონტოლოგების თქმით კლიმატური კრიზისის შედეგად ადამიანების დაპატარავებაა მოსალოდნელი

Homepage შემეცნებითი პალეონტოლოგების თქმით კლიმატური კრიზისის შედეგად ადამიანების დაპატარავებაა მოსალოდნელი
შემეცნებითი

პალეონტოლოგების თქმით კლიმატური კრიზისის შედეგად ადამიანების დაპატარავებაა მოსალოდნელი

აგვისტო 13, 2022
By GREENPOLE
4 კომენტარი
591 ნახვა
ნახვები : 186
  • ედინბურგელი პალეონტოლოგი ამტკიცებს, რომ უფრო მცირე ზომის ძუძუმწოვრების პოპულაციები მაღალ ტემპერატურას უკეთესად უძლებენ.
  • თავის წიგნში „ძუძუმწოვრების აღზევება და გამეფება“ ბრუსატე წერს, რომ უფრო თბილ რეგიონებში ბინადარი ცხოველები უფრო პატარები არიან იგივე სახეობის ცივ რეგიონებში ბინადარ ცხოველებზე. ეს ეკოლოგიური პრინციპი ბერგმანის წესის სახელითაა ცნობილი.
  • Guardian-თან საუბრისას, წიგნის გამოცემამდე ბრუსატემ აღნიშნა, რომ „სხეულის ზომების შემცირება ცნობილი პრინციპია, რომლის დახმარებითაც ძუძუმწოვრები უმკლავდებიან კლიმატურ ცვლილებებს.“

 

წამყვანი პალეონტოლოგი თვლის, რომ კლიმატურმა კრიზისმა შეიძლება ადამიანების დაპატარავება გამოიწვიოს, რადგან უფრო მცირე ზომის ძუძუმწოვრების პოპულაციები მსოფლიოში ტემპერატურის მატებას უკეთესად უმკლავდებიან.

ედინბურგის უნივერსიტეტის პროფესორმა, პალეონტოლოგმა სტივ ბრუსატემ, ივარაუდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ემართებოდათ სხვა ძუძუმწოვრებს კლიმატის ცვლილებების დროს, რისი მეშვეობითაც წარმოდგენას შეგვიქმნის კაცობრიობის მომავალზე. მან პარალელი გაავლო ცხენების წინაპრებთან, რომლებიც ზომაში დაპატარავდნენ 55 მილიონი წლის წინ. ამ პერიოდს მეცნიერები, პალეოცენ-ეოცენურ თერმულ მაქსიმუმს უწოდებენ.

„მრავალი გაქვავებული ნეშტი გვაქვს, რომლებიც იმ გლობალური დათბობის ხანიდანაა. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი გლობალური დათბობაა დედამიწის ისტორიაში“ – განაცხადა მან. „მაშინდელი მოვლენები იმდენად გვანან დღევანდელობას, რომ ჟრუანტელი მივლის“.

 

თავის წიგნში „ძუძუმწოვრების აღზევება და გამეფება“ ბრუსატე წერს, რომ უფრო თბილ რეგიონებში ბინადარი ცხოველები უფრო პატარები არიან იგივე სახეობის ცივ რეგიონებში ბინადარ ცხოველებზე. ეს ეკოლოგიური პრინციპი ბერგმანის წესის სახელითაა ცნობილი. „ამ მოვლენის ზუსტი მიზეზები უცნობია, თუმცა არსებობს ვარაუდი, რომ უფრო მცირე ზომის სხეულს, რომელიც დიამეტრშიც ჩამორჩება უფრო დიდს, უკეთესი თერმორეგულაციის უნარი აქვს და ზედმეტ სითბოს მალე ,,განდევნის“, – აღნიშნავს მეცნიერი.

Guardian-თან საუბრისას, წიგნის გამოცემამდე ბრუსატემ აღნიშნა, რომ „სხეულის ზომების შემცირება ცნობილი პრინციპია, რომლის დახმარებითაც ძუძუმწოვრები უმკლავდებიან კლიმატურ ცვლილებებს.“ მან აგრეთვე დასძინა: „ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ძუძუმწოვრების ყველა სახეობას ასე ემართება, თუმცა ზოგიერთმა შეიძლება ამ ხერხს მიმართოს, როდესაც ტემპერატურა მოულოდნელად იცვლება. ამასთან დაკვაშირებით იბადება კითხვა: თუ ტემპერატურა კიდევ უფრო დიდი სიხშირით შეიცვლება, შეიძლება თუ არა ადამიანი ჯუჯად გადაიქცეს? შეიძლება თუ არა ის ბევრად დაპატარავდეს? ჩემი აზრით – კი.“

ბრუსატე ამტკიცებდა, რომ ადამიანების ზოგიერთი სახეობები მართლაც პატარავდებოდნენ კლიმატის რადიკალური ცვლილების პირობებში. მაგალითად, კი მოყავს ე. წ. „ადამიანები ჰობიტები“ (Homo floresiensis), რომლებიც ინდონეზიის კუნძულ ფლორესზე ბინადრობდნენ.

ადამიანების ნეშტის შემსწავლელმა მეცნიერებმა ივარაუდეს, რომ ტემპერატურის მატება ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია, რომელიც ჩვენი სხეულის პარამეტრებს ცვლის. კეთილშობილი ირმების შემსწავლელმა მეცნიერებმა კი განაცხადეს, რომ უფრო თბილმა ზამთრებმა ევროპისა და სკანდინავიის ქვეყნებში ამ ცხოველების დაპატარავება გამოიწვია.

ყველა ექსპერტი არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ ტემპერატურის მატება ძუძუმწოვრების სხეულის ზომების შემცირებას იწვევს. ლონდონის ბუნების ისტორიის მუზეუმში, მოღვაწე პროფესორმა, ადრიან ლისტერმა, განაცხადა, რომ კორელაცია ადამინის ნეშტის კვლევასა და კლიმატურ ცვლილებებს შორის სუსტია. მან აგრეთვე აღნიშნა, რომ ძუძუმწოვრების სხეულის ზომების შემცირება ტემპერატურის მატებას კი არა, საკვების ხელმისაწვდომობას უფრო უკავშირდება.

ლისტერი ასევე სკეპტიკურადაა განწყობილი იმ თეორიის მიმართ, რომ ადამიანების პოპულაცია ტემპერატურის მომატებასთან ერთად შემცირდება. „ჩვენ ბუნებრივი გადარჩევის პრინციპი არ გვაკონტროლებს“, – თქვა მან. „ასეთი რამ მოსალოდნელი რომ ყოფილიყო, მაშინ ვიპოვიდით დიდტანიანი ადამიანების ნეშტს, რომლებმაც დაპატარავება ვერ მოასწრეს და დაიხოცნენ. თანამედროვე სამყაროში ეს საერთოდ წარმოუდგენელია. ჩვენ ტანსაცმელი გვაცვია, გვაქვს გათბობა ზამთარში და კონდიცირება ზაფხულის სიცხეში.“

მაგრამ ბრუსატე აღნიშნავს, რომ ადამიანების მოდგმის უნიკალურობის მიუხედავად, სხვა ძუძუმწოვრებს დიდი ალბათობით, უჩვენოდ არსებობა გაუმარტივდებოდათ. „შეიძლება იკითხოთ, უკეთესი იქნებოდა სხვა ცხოველების ცხოვრება დედამიწაზე ადამიანები რომ არ ყოფილიყვნენ? მე გიპასუხებთ, რომ დიდი ალბათობით – კი,“ – ამბობს ბრუსატე. „ვფიქრობ, მარტორქა, სპილო, ლომი, იხვნისკარტა ან კოალა რომ ყოფილიყავით, ალბათ ისურვებდით რომ ადამიანებს არ ეარსებათ. თუმცა ვიმედოვნებ, რომ არ გადავშენდებით.“

სტატიაზე მუშაობდა : ლილიან მეტრეველი და გიგი ჭითანავა

წყარო : www.theguardian.com


წინა პოსტი
ნანოსენსორი ნაყოფზე არსებულ პესტიციდებს წუთებში ამოიცნობს
შემდეგი პოსტი
ესპანეთში ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე ცხელი წინასაზაფხულო სითბური ტალღების პერიოდია

4 replies added

  1. ანონიმური სექტემბერი 23, 2026 პასუხი

    one of my hobbies is programming. and when i’m programming this works great.

  2. ანონიმური სექტემბერი 23, 2026 პასუხი

    I tried to strangle it but got hazelnut all over it.

  3. ანონიმური სექტემბერი 23, 2026 პასუხი

    this product is top-notch.

  4. ანონიმური სექტემბერი 23, 2026 პასუხი

    talk about boredom!!!

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • Life in a heat dome: The American West is figuring out how to keep cool
  • სიცოცხლე „სიცხის გუმბათის“ პირობებში: როგორ ცდილობს გაგრილებას ამერიკის დასავლეთი
  • ბარსელონაში NO₂-ის დონე მნიშვნელოვნად შემცირდა დაბალი ემისიის ზონის დანერგვის შედეგად
  • Barcelona’s NO₂ levels dramatically reduced by Low Emission Zone
  • Renewable and Low-Carbon Sources Accounted for Over 40% of Global Electricity Production in 2024: Report
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
სამშაბათი, 29, სექ
Life in a heat dome: The American West is figuring out how to keep cool
სამშაბათი, 29, სექ
სიცოცხლე „სიცხის გუმბათის“ პირობებში: როგორ ცდილობს გაგრილებას ამერიკის დასავლეთი
ოთხშაბათი, 23, სექ
ბარსელონაში NO₂-ის დონე მნიშვნელოვნად შემცირდა დაბალი ემისიის ზონის დანერგვის შედეგად
ოთხშაბათი, 23, სექ
Barcelona’s NO₂ levels dramatically reduced by Low Emission Zone
კვირა, 13, სექ
Renewable and Low-Carbon Sources Accounted for Over 40% of Global Electricity Production in 2024: Report
კვირა, 13, სექ
ანგარიშის მიხედვით, განახლებადი და დაბალნახშირბადოვანი წყაროები 2024 წელს გლობალური ელექტროენერგიის წარმოების 40%-ზე მეტს შეადგენდა

Welcome back,