GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
      • English
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ჩვენი გუნდი
  • კონტაქტი
  • ქართული
    • English
  • ძებნა

ორსული ქალებისთვის ჰაერის დაბინძურება უფრო საზიანოა, ვიდრე მოწევა: გამონაბოლქვმა აირებმა შეიძლება გამოიწვიოს სახიფათოდ მაღალი წნევა

Homepage მსოფლიო ორსული ქალებისთვის ჰაერის დაბინძურება უფრო საზიანოა, ვიდრე მოწევა: გამონაბოლქვმა აირებმა შეიძლება გამოიწვიოს სახიფათოდ მაღალი წნევა
შემეცნებითი, მსოფლიო

ორსული ქალებისთვის ჰაერის დაბინძურება უფრო საზიანოა, ვიდრე მოწევა: გამონაბოლქვმა აირებმა შეიძლება გამოიწვიოს სახიფათოდ მაღალი წნევა

თებერვალი 3, 2022
By GREENPOLE
0 კომენტარი
250 ნახვა
  • დამაბინძურებლებს მიეკუთვნება მანქანების გამონაბოლქვი და გოგირდის დიოქსიდი მძიმე მრეწველობიდან.
  • ეს იწვევს მაღალ არტერიულ წნევას, რომელიც გავლენას ახდენს ორსულთა 10%-ზე.
  • მაღალმა წნევამ შეიძლება გამოიწვიოს ისეთი გართულებები, როგორიცაა ნაადრევი მშობიარობა.

 

დაბინძურებული ქალაქები შესაძლოა უფრო საზიანო იყოს ორსულებისთვის, ვიდრე სიგარეტის მოწევა.

ეს არის ბოლოდროინდელი აშშ-ს კვლევა, რომელიც ამტკიცებს, რომ მომავალი დედები რისკის ქვეშ არიან მანქანის გამონაბოლქვისა და სამრეწველო ნარჩენების ზემოქმედების გამო.

კვლევის თანახმად, ჰაერის დამაბინძურებლების დიდმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ორსულობის დროს მაღალი წნევის დარღვევების განვითარების რისკი.

ფლორიდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა განაცხადეს, რომ ყველაზე ცუდი დამაბინძურებლები მოიცავს ნაწილაკების ორ სპეციფიკურ ტიპს: ნახშირბადის მონოქსიდსა და გოგირდის დიოქსიდს.

გოგირდის დიოქსიდი გამოიყოფა ელექტროსადგურებიდან და მრეწველობიდან, ხოლო ნახშირბადის მონოქსიდის უმეტესობა წარმოიქმნება მანქანის გამონაბოლქვიდან.

„ნაყოფის განვითარება ძალიან მგრძნობიარეა გარემო ფაქტორების მიმართ,” – თქვა დოქტორმა ქსიაოჰუი ქსუმ, ეპიდემიოლოგიის ასისტენტმა პროფესორმა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და ჯანდაცვის პროფესიებისა და მედიცინის“ კოლეჯებში.

„სწორედ ამიტომ გვინდოდა ამ კვლევის ჩატარება. ჰიპერტენზია (მაღალი წნევა) დაკავშირებულია ავადობისა და სიკვდილიანობის მატებასთან, რაც უამრავ პრობლემას უქმნის დედასა და ნაყოფს, მათ შორის იწვევს ნაადრევ მშობიარობას“.

მიიჩნევა, რომ ჰიპერტენზიული დარღვევები გავლენას ახდენს ორსულთა, დაახლოებით, 10 პროცენტზე. მკვლევრების თქმით, დედისა და ბავშვისთვის სერიოზული რისკების მიუხედავად, ცოტა რამაა ცნობილი იმის შესახებ, თუ რა იწვევს კონკრეტულად ამ გართულებებს ორსულ ქალებში.

უკეთესად გაგებისთვის, მკვლევრებმა მოიძიეს 2004-2005 წლებში ჯექსონვილში, ფლორიდაში მშობიარე ქალების მონაცემები მათი თემებისგან. ნიმუში მოიცავდა 22 000-ზე მეტ ორსულ ქალს. მკვლევრებმა შეაფასეს, თუ რამდენი დამაბინძურებლის ზეგავლენის ქვეშ იყვნენ ქალები მთელი ორსულობის განმავლობაში, რათა გაეზომათ რამდენიმე მავნე ნივთიერების დონე. აღნიშნული მაგალითებიდან 4,7 პროცენტს ორსულობის დროს განუვითარდა ჰიპერტენზიული აშლილობა.

„ორსულობის პირველი ორი ტრიმესტრის განმავლობაში ჰაერის დამაბინძურებლების ზემოქმედება ზრდის ქალებში ამ მდგომარეობის განვითარების რისკს“, – თქვა დოქტორმა ქსუმ.

მათ ეს დაადგინეს მას შემდეგ, რაც გააკონტროლეს სხვა ფაქტორები, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ქალის ჰიპერტენზიის განვითარების რისკზე, როგორიცაა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, თანადაბინძურების ზემოქმედება და მოწევა ორსულობის დროს.

მეცნიერებმა განაცხადეს, რომ მათ არ შეუძლიათ, საბოლოოდ განსაზღვრონ, როდის უფრო იზრდება ქალის ჰიპერტენზიის რისკი – ორსულობის ადრეულ პერიოდში, თუ გვიანი ორსულობის დროს.

„როგორც ჩანს, მთელ პერიოდს აქვს გავლენა ჰიპერტენზიაზე,” – თქვა ქსუმ.

ამ დასკვნების საფუძველზე, მკვლევრები ამბობენ, რომ ჰაერის დაბინძურების მეტი კონტროლი აუცილებელია ორსულებსა და ჩვილებში საშიში გართულებების თავიდან ასაცილებლად. ისინი ახლა გეგმავენ კვლევის გაფართოებას მთელ შტატში და, ასევე, სხვა პირობების დადგენას, რომლებზეც შესაძლოა გავლენა იქონიოს დაბინძურებამ.
„ჩვენ ვცდილობთ, გამოვიკვლიოთ რამდენიმე შედეგი,” – თქვა ექიმმა ქსუმ.

„ჩვენ, ასევე, გვინდა, გადავხედოთ ნაადრევ მშობიარობას, ჩვილების დაბალ წონასა და გავარკვიოთ, რა გავლენას ახდენს დაბინძურებული ჰაერის ჩასუნთქვა ნაყოფის განვითარებაზე.

მაღალი არტერიული წნევა ორსულობის დროს ცვლის ბავშვის IQ-ს

კვლევის თანახმად, დედის ორსულობის დროს მაღალმა წნევამ შეიძლება მთელი სიცოცხლის განმავლობაში იმოქმედოს ბავშვის ინტელექტზე.

პენსიონერთა კვლევამ აჩვენა, რომ მათ, ვის დედებსაც ჰქონდათ მაღალი წნევა, IQ , საშუალოდ, 4,36 ქულით დაბალი აქვთ ტესტებში, ვიდრე მათ, ვისაც ჰიპერტენზია არ განუვითარდა.

მამაკაცები მონაწილეობდნენ მიმდინარე კვლევაში, რომელიც მათ მთელი ცხოვრების განმავლობაში ამოწმებდა, პირველად 20 წლისას, როდესაც ისინი ფინეთის არმიაში ეროვნულ სამსახურს ასრულებდნენ. ამ ასაკში მათ, ვის დედებსაც მაღალი წნევა დაუფიქსირდათ, ასევე, დაბალი ქულა ჰქონდათ, რაც უფრო მკვეთრ შეზღუდვაზე მიუთითებს.

ჰელსინკის უნივერსიტეტის დოქტორმა კატრი რდიკვნენმა თქვა: „ჩვენი კვლევა ვარაუდობს, რომ სიბერეში აზროვნების უნარის დაქვეითებაც კი შეიძლება წარმოიშვას პრენატალურ პერიოდში, როდესაც ვითარდება ტვინის სტრუქტურისა და ფუნქციის უმეტესი ნაწილი“.

 

სტატიაზე მუშაობდა : ნატალი ბზიკაძე

წყარო : www.dailymail.co.uk

 

აღნიშნული სტატია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ორგანიზაცია „ჩემი ქალაქი მკლავს“ და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს

 

This article has been produced with the assistance of the European Union. Its contents are the sole responsibility of  the organization “My City Kills” and do not necessarily reflect the views of the European Union.

ნახვები : 263 1 წუთის საკითხავი

წინა პოსტი
ლაჰორის მოსახლეობა მკაცრ ზომებს მიმართავს სმოგის წინააღმდეგ და ჰაერის ხარისხს ყოველდღიურად აკონტროლებს
შემდეგი პოსტი
წყლის ხარისხის გამკაცრებულ სტანდარტებს ჩრდილოეთ ირლანდიის ვერცერთი მდინარე და ტბა ვეღარ დააკმაყოფილებს

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • “ჩემი ქალაქი მკლავს“ მოძრაობა, ბოლნისის რაიონის სოფელ გეთაში ჩავიდა
  • ლონდონი და მილანი ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით შეკრებას უხელმძღვანელებენ
  • ლონდონში დაწყებულია კამპანია შეშის წვის საფრთხეებზე ცნობიერების ასამაღლებლად
  • ნიუკასლის სუფთა ჰაერის ზონა აქტიურდება
  • აშშ-ის მთავრობა ასთმის საშიშროების გამო გაზის ქურების აკრძალვას განიხილავს
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2020 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ოთხშაბათი, 22, მარ
“ჩემი ქალაქი მკლავს“ მოძრაობა, ბოლნისის რაიონის სოფელ გეთაში ჩავიდა
ორშაბათი, 20, მარ
ლონდონი და მილანი ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით შეკრებას უხელმძღვანელებენ
შაბათი, 11, მარ
ლონდონში დაწყებულია კამპანია შეშის წვის საფრთხეებზე ცნობიერების ასამაღლებლად
კვირა, 26, თებ
ნიუკასლის სუფთა ჰაერის ზონა აქტიურდება
პარასკევი, 24, თებ
აშშ-ის მთავრობა ასთმის საშიშროების გამო გაზის ქურების აკრძალვას განიხილავს
პარასკევი, 24, თებ
გაერთიანებული სამეფოს საზოგადოება უარს ამბობს საზოგადოებაში მოწევაზე, ტრასნპორტის გამონაბოლქვი კი შედარებით მისაღები რჩება

Welcome back,