GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

ნულოვანმა საბჭომ წარადგინა ორწლიანი სამუშაო გეგმა მდგრადი ცის მსოფლიო სამიტზე

Homepage მსოფლიო ნულოვანმა საბჭომ წარადგინა ორწლიანი სამუშაო გეგმა მდგრადი ცის მსოფლიო სამიტზე
მსოფლიო

ნულოვანმა საბჭომ წარადგინა ორწლიანი სამუშაო გეგმა მდგრადი ცის მსოფლიო სამიტზე

ნოემბერი 13, 2023
By GREENPOLE
0 კომენტარი
320 ნახვა
ნახვები : 29
  • ნულოვანი საბჭოს პარტნიორობა ინდუსტრიასა და სახელმწიფოს შორის მიზნად ისახავს, სულ მცირე, 10% მდგრადი საავიაციო საწვავის მიწოდებას დიდი ბრიტანეთის საწვავის ნარევში, 2030 წლისთვის.

  • საბჭო გეგმავს, დააჩქაროს მდგრადი საავიაციო საწვავის წარმოება პირველი სახის მდგრადი საავიაციო საწვავის ქარხნების ინვესტირებით.

  • უფრო ფართო მასშტაბზე მეცნიერული კვლევების მხარდაჭერითა და დახმარებით სურს, შეამციროს წარმოების ხარჯები.

  • მთავრობის გადაუდებელი ქმედებების გარეშე გაერთიანებულ სამეფოს ინდუსტრიის დაკარგვის რისკი ემუქრება, რომელიც, საშუალოდ, 60,000 სამუშაო ადგილს უზრუნველყოფს და, დაახლოებით, 10 მილიონი ფუნტით შეფასდება GVA-ის შეღავათებით 2050 წლისთვის.

ფარნბოროში ამ კვირაში მდგრადი ავიაციის მომავალი განხილვის საგანია, რადგან მდგრადი ცის მსოფლიო სამიტი აერთიანებს ინდუსტრიას, რათა გზა გაიკვალოს წმინდა ნულოვანი 2050 წლისკენ.

ნულოვანი საბჭოს პარტნიორობა ინდუსტრიასა და სახელმწიფოს შორის მიზნად ისახავს სულ მცირე 10% მდგრადი საავიაციო საწვავის მიწოდებას დიდი ბრიტანეთის საწვავის ნარევში 2030 წლისთვის და ნულოვანი გამონაბოლქვით ტრანსატლანტიკურ ფრენებს ერთი თაობის ფარგლებში.

ორწლიანი გეგმა დღეს გახდა ცნობილი, საბჭო გეგმავს დააჩქაროს მდგრადი საავიაციო საწვავის წარმოება, პირველი სახის მდგრადი საავიაციო საწვავის ქარხნების ინვესტირებით, რათა უფრო ფართო მასშტაბზე მეცნიერული კვლევების მხარდაჭერითა და დახმარებით შეამციროს წარმოების ხარჯები.

სატრანსპორტო მდივანი, მარკ ჰარპერი ამბობს : ‘ეს მთავრობა არის გავლენიანი პარტნიორი საავიაციო ინდუსტრიაში – ეხმარება ახალი ტექნოლოგიებისა და საწვავის დაჩქარებას, ათანამედროვებს მათ საქმიანობას და მუშაობს საერთაშორისოდ, რომ წარმატებისკენ მიმავალ გზაზე არსებული პრობლემები აღმოფხვრას.

ერთად ჩვენ შეგვიძლია ავიაცია მივიყვანოთ წარმატებამდე, გავაგრძელოთ მისი უზარმაზარი სოციალური და ეკონომიკური სარგებლის გამოყენება და დავრწმუნდეთ, რომ ეს დარჩება გაერთიანებული სამეფოს მდგრადი ეკონომიკის მომავლის ძირითად ნაწილად.

მდგრადმა ავიაციამ გამოიყენა შემთხვევა, რომ გამოექვეყნებინა განახლებული წმინდა ნულოვანი ნახშირბადის საგზაო რუკა. მდგრადი ავიაცია არის გაერთიანებული სამეფოს წამყვანი ავიაკომპანიების, აეროპორტების, საჰაერო კოსმოსური მწარმოებლების, საჰაერო მომსახურების სერვისზე პასუხისმგებელი პირების, მდგრადი საავიაციო საწვავისა და ნახშირბადის მოცილებაში ინოვატორი კომპანიების გაერთიანება,

ხოლო საგზაო რუკა არის 2020-ში და 2021-ში გამოქვეყნებული წინა წლის გეგმების განახლება.

მოხსენებაში ნათქვამია, რომ გაერთიანებული სამეფოს ავიაციას შეუძლია განაგრძოს ზრდა, სანამ დიდ ბრიტანეთში უკვე მიწოდებული მდგრადი საავიაციო ტექნოლოგიების მიღწევების წყალობით შეასრულებს ვალდებულებას, ნახშირბადის წმინდა ნულოვანი ემისიების შესახებ 2050 წლისთვის, მაგალითისთვის მას მოჰყავს Humber-ზე მდგრადი საავიაციო საწვავის წარმოება, პირველად მსოფლიოში 100% მდგრადი საავიაციო საწვავის გამოყენება ხდება ფრენაში და მსოფლიოში პირველი წყალბადის თანამედროვე ძრავის გაშვება.

თუმცა, იგი აგრძელებს ვარაუდს, რომ მიუხედავად დიდი ბრიტანეთის გლობალური ლიდერობისა მდგრად საავიაციო ტექნოლოგიებში, მთავრობის მხარდაჭერა აუცილებელია. ის სთავაზობს ინდუსტრიას დაფინანსებული ფასის მხარდაჭერის მექანიზმს, რომ დაეხმაროს კერძო ინვესტიციების უზრუნველყოფას გაერთიანებული სამეფოს მდგრადი საავიაციო საწვავის ქარხნებში. მთავრობის გადაუდებელი ქმედებების გარეშე გაერთიანებულ სამეფოს ინდუსტრიის დაკარგვის რისკი ემუქრება, რომელიც საშუალოდ 60,000 სამუშაო ადგილს უზრუნველყოფს და დაახლოებით 10 მილიონი ფუნტით შეფასდება GVA-ს შეღავათებით 2050 წლისთვის.

ეს საგზაო რუკა აქცენტს აკეთებს იმ კრიტიკულ როლზე, რომელიც მდგრადმა საავიაციო საწვავმა უნდა შეასრულოს გაერთიანებული სამეფოს ავიაციის დეკარბონიზაციაში.

ისევე, როგორც 2050 წლის ჩვენი კოლექტიური წმინდა ნულოვანი მიზნის მიღწევაში, გაერთიანებული სამეფოს SAF ინდუსტრია მხარს უჭერს ჩვენს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას და ქმნის ეკონომიკურ ზრდას ინოვაციური ახალი მწვანე ინდუსტრიის მეშვეობით. ინდუსტრიაში, მთავრობის სწორი მხარდაჭერითა და პარტნიორობით, ჩვენ შეგვიძლია ეს ხედვა რეალობად ვაქციოთ, უზრუნველვყოთ უფრო მდგრადი მომავალი დიდი ბრიტანეთის წამყვანი საავიაციო სექტორისთვის.’

სტატიაზე მუშაობდა : თაკო ჩუმაშვილი, გიგი ჭითანავა

წყარო : airqualitynews.com

13 ნოემბერი 2023 წელი.


წინა პოსტი
ნორვეგიაში მსოფლიოში პირველი თხევად წყალბადზე მომუშავე ბორანი ამოქმედდება
შემდეგი პოსტი
„SAMHE“ ბრიტანეთის 1000-მდე სკოლაში ჰაერის ხარისხის მონიტორინგს დაიწყებს

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
  • რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
  • ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
  • მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
  • გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ხუთშაბათი, 9, ოქტ
ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
ოთხშაბათი, 17, სექ
რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
პარასკევი, 12, სექ
ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
შაბათი, 30, აგვ
მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
შაბათი, 2, აგვ
გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
პარასკევი, 1, აგვ
ახალ კვლევას ელექტრომობილების ბატარეების მომსახურების სერტიფიკატების მიღების აუცილებლობასთან მივყავართ

Welcome back,