GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
      • EnglishEnglish
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
    • English
  • ძებნა

ნორვეგიაში მსოფლიოში პირველი თხევად წყალბადზე მომუშავე ბორანი ამოქმედდება

Homepage მსოფლიო ნორვეგიაში მსოფლიოში პირველი თხევად წყალბადზე მომუშავე ბორანი ამოქმედდება
მსოფლიო

ნორვეგიაში მსოფლიოში პირველი თხევად წყალბადზე მომუშავე ბორანი ამოქმედდება

ნოემბერი 12, 2023
By GREENPOLE
0 კომენტარი
570 ნახვა
ნახვები : 187
  • ნორვეგიაში თხევად წყალბადიან ძრავზე მომუშავე პირველი ბორანი გავიდა რეისში
  • პროექტზე მუშაობდა ნოვატორი კომპანია „ნორლედი“, რომელმაც ქვეყანაში პირველი ელექტროძრავიანი ბორანიც აამუშავა
  • ბიზნესი მჭიდრო თანამშრომლობას განაგრძობს ნორვეგიის საზღვაო უწყებასთან ინოვაციური ტექნოლოგიების და მდგრადი განვითარების პროექტებზე

 

ხანგრძლივი საზღვაო ცდების შემდეგ ნორვეგიის ერთ-ერთმა უდიდესმა გემებისა და ბორნების მწარმოებელმა კომპანია „ნორლედმა“ მსოფლიოში პირველი წყალბადზე მომუშავე გემით საბორნე მომსახურება დაიწყო.

 

ბორან „ჰიდრას“ (The MF Hydra) 300 მგზავრისა და 80 მანქანის გადაყვანა შეუძლია და სამ ლოკაციას – ჰიელმლენდს, სკიპავიკსა და ნესვიკს – აკავშირებს.

„ჰიდრას“ 4 ტონა თხევადი წყალბადი 80 კუბური მეტრის ავზებით გადააქვს, რომლებიც გემის ზედა ნაწილშია მოთავსებული.

თხევად წყალბადს უფრო მაღალი სიმკვრივე აქვს, ვიდრე კომპრესირებულს და მიიღება აირად მდგომარეობაში მყოფი წყალბადის გაყინვით 253 გრადუს ცელსიუსზე დაბალ ტემპერატურაზე. შემდგომში თხევადი წყალბადი იზოლირებულ ავზში თავსდება. ყველაზე ხშირად მას კოსმოსური ხომალდების საწვავად იყენებენ. ერლენ ჰოვლანდი, „ნორლედის“ მთავარი ინჟინერ-ტექნოლოგი, ამბობს: „დღესდღეობით მსოფლიოში მხოლოდ ორი სფერო იყენებს წყალბადს საწვავად – „ნორლედი“ MF Hydra-ის საწვავისთვის და კოსმოსური ინდუსტრია – ხომალდებისთვის. ამჟამად ვიწყებთ უდიდესი ტექნოლოგიური ინოვაციის საზღვაო ინდუსტრიაში გამოყენებას.“

მისტერ ჰოვლანდმა ასევე განმარტა თხევადი წყალბადის გამოყენების მიზეზები: „მისი ტრანსპორტირება და შენახვა უფრო ადვილია, ვიდრე კომპრესირებული წყალბადის“.

„ნორლედს“ საზღვაო ინოვაციებში დიდი გამოცდილება აქვს, 2000 წელს კომპანიამ თხევად წყალბადზე მომუშავე გემი ექსპლუატაციაში გაუშვა, ხოლო 2015-ში წარადგინა MF Ampere, მსოფლიოში პირველი ბორანი ელექტრონული, პროპელერებიანი ძრავით – ამჟამად კი ნორვეგიაში უკვე 70 ელექტროძრავიანი ბორანია.

ჰეიდი უოლდენმა, „ნორლედის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, განაცხადა: „ჩვენთვის ტექნოლოგიური განვითარების კუთხით წინა ხაზზე ყოფნა მნიშვნელოვანია. ფულის ჩადება ინოვაციებსა და მდგრად განვითარებაში, თანამშრომლობა პრობლემების გადაჭრის ახალი გზების ძიებაში – სოციალური პასუხისმგებლობის აღების ჩვენებური გზაა.“

ნორვეგიის ზღვაოსნობისა და ნავიგაციის დირექტორმა, კნუტ არილდ ჰარედმა, განაცხადა: „დიდი ალბათობით, როდესაც ახალ ტექნოლოგიას პრაქტიკაში პირველად ვიყენებთ, გამოწვევებს შევეჯახებით. კარგია, რომ ნორვეგიის საზღვაო უწყება ჩვენთან თავიდანვე აქტიურად იყო პროექტში ჩართული, როდესაც პირველი ელექტროძრავიანი მანქანების გადამზიდი ბორანი ავამუშავეთ. რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია არა მხოლოდ „ნორლედისთვის“, არამედ ნორვეგიელებისთვისაც. ის ფაქტი, რომ ხელისუფლება და ბიზნესი ერთად მუშაობენ ტექნოლოგიური სიახლეების განვითარებისთვის, ნორვეგიას დიდ უპირატესობას ანიჭებს და შესაძლოა, საფუძველი ჩაუყაროს ახალი სამუშაო ადგილების შექმნასაც. ეს საზღვაო ინდუსტრიაში მუშაობას უფრო ამაღელვებელს გახდის.“

 

სტატიაზე მუშაობდა : მარიამ სიხარულიძე და ლილიან მეტრეველი

წყარო : airqualitynews.com

13 ნოემბერი 2023 წელი


წინა პოსტი
ფორტ ლოდერდეილში ძლიერმა წვიმებმა ბოლო 1000 წელიწადში ყველაზე ძლიერი წყალდიდობა გამოიწვია
შემდეგი პოსტი
ნულოვანმა საბჭომ წარადგინა ორწლიანი სამუშაო გეგმა მდგრადი ცის მსოფლიო სამიტზე

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ახალი მათემატიკური მეთოდი, რომელიც განიხილეს უორვიკის უნივერსიტეტში, პირველად იძლევა მარტივ და პროგნოზირებად გზას, რათა გავიგოთ, როგორ მოძრაობენ არასრულყოფილად ფორმირებული ნანო ნაწილაკები ჰაერში.
  • სუფთა ჰაერი შესაძლოა ბავშვების მხედველობას იცავდეს
  • მანჩესტერის ჰაერის დაბინძურების არაეფექტური კამპანიის გამო, სულ უფრო მეტი ბავშვი ხვდება საავადმყოფოში
  • ფაბრიკებიდან გამომდინარე ჰაერის დაბინძურება შეიძლება სასიკვდილო იყოს და საიდუმლოდაც დარჩეს
  • ხილის მიღებამ შესაძლოა ფილტვები ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაზიანებისგან დაიცვას
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
კვირა, 19, აპრ
ახალი მათემატიკური მეთოდი, რომელიც განიხილეს უორვიკის უნივერსიტეტში, პირველად იძლევა მარტივ და პროგნოზირებად გზას, რათა გავიგოთ, როგორ მოძრაობენ არასრულყოფილად ფორმირებული ნანო ნაწილაკები ჰაერში.
სამშაბათი, 31, მარ
სუფთა ჰაერი შესაძლოა ბავშვების მხედველობას იცავდეს
სამშაბათი, 24, მარ
მანჩესტერის ჰაერის დაბინძურების არაეფექტური კამპანიის გამო, სულ უფრო მეტი ბავშვი ხვდება საავადმყოფოში
ხუთშაბათი, 26, თებ
ფაბრიკებიდან გამომდინარე ჰაერის დაბინძურება შეიძლება სასიკვდილო იყოს და საიდუმლოდაც დარჩეს
კვირა, 8, თებ
ხილის მიღებამ შესაძლოა ფილტვები ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაზიანებისგან დაიცვას
ორშაბათი, 19, იან
ახალმა კვლევებმა აჩვენა რომ ორსულებისთვის დაბინძურებულ ჰაერთან შემხებლობა დაკავშირებულია ახალშობილთა ტვინის განვითარების შეფერხებასთან.

Welcome back,