GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
  • ძებნა
GreenPole
  • Home
  • AQ Map
  • Projects
  • NEWS
    • Georgia
    • World
  • Discovery
  • Our Team
  • Contact
  • ქართული
  • Search

ნიუ იორკი ააშკარავებს მოტივტივე საცურაო აუზებს, რომლებიც ყოველდღე 600,000 გალონ დაბინძურებულ წყალს დაასუფთავებს

Homepage მსოფლიო ნიუ იორკი ააშკარავებს მოტივტივე საცურაო აუზებს, რომლებიც ყოველდღე 600,000 გალონ დაბინძურებულ წყალს დაასუფთავებს
მსოფლიო, შემეცნებითი

ნიუ იორკი ააშკარავებს მოტივტივე საცურაო აუზებს, რომლებიც ყოველდღე 600,000 გალონ დაბინძურებულ წყალს დაასუფთავებს

ივლისი 6, 2021
By GREENPOLE
0 კომენტარი
883 ნახვა
ნახვები : 298
  • ოთხმა დიზაინერმა – PlayLab-ის არჩი ლი კოტესმა IV და ჯეფ ფრენკლინმა, აწ დახურული არქიტექტურული ფირმა “ფემილის” დონგ–პინგ უონგმა და ოანა სტანესკუმ – ისთ რივერში ოლიმპიური ზომის საჯარო აუზის აშენების რადიკალური გეგმის მიზნის მისაღწევად იბრძოლეს
  • ამჟამინდელი შეთავაზება მოახერხებს ისთ რივერიდან000 გალონი დაბინძურებული წყლის გაფილტვრას, რაც ნიშნავს, რომ მისი გავლენა ნიუ იორკელებისთვის გასართობ საცურაო აუზზე მეტს სცდება
  • + POOL-მა მიიქცია მერიის კანდიდატ ენდრიუ იანგის და ისეთი სელებრითების ყურადღება როგორიცაა კენიუ უესტი და ნილ პატრიკ ჰარისი

თუ ნიუ იორკის ისთ რივერზე გსმენიათ, შეიძლება გაგეგოთ, რომ მისი წყალი არც ისე სუფთაა. ფაქტობრივად, 1930-იანი წლების შემდეგ მდინარეში ცურვა წარმოუდგენლადაც იყო მიჩნეული. ნიუ იორკელებმა ზოგადად იციან, რომ დაბინძურებული მდინარე ცურვისთვის არაა განკუთვნილი, მაგრამ მალე + POOL-მა შესაძლოა ეს შეცვალოს. ამ პლუს-ფორმის საცურაო აუზს სურს, ნიუ იორკელებს ხელახლა წარუდგინოს ისთ რივერის წყლები გარემოზე პოზიტიური გავლენის მოხდენის პარალელურად.

ოთხმა დიზაინერმა – PlayLab-ის არჩი ლი კოტესმა IV და ჯეფ ფრენკლინმა, აწ დახურული არქიტექტურული ფირმა “ფემილის” დონგ-პინგ უონგმა და ოანა სტანესკუმ – ისთ რივერში ოლიმპიური ზომის საჯარო აუზის აშენების რადიკალური გეგმის მიზნის მისაღწევად იბრძოლეს. მიუხედავად იმისა, რომ იდეის პროდუქტიულობა ხალხისთვის რთულად დასაჯერებელია, გუნდი ოცნების რეალობად ქცევისთვის 2010 წლიდან მუშაობს. ახლა, ათწლეულზე მეტის გასვლის შემდეგ, + POOL-ს ოფიციალური საიტი აქვს და გააფრთხილეს, რომ საქმე შესაბამისი შრომისმოყვარეობით გააგრძელოს.

დიზაინერები განმარტავენ, რომ ეს კრიტიკული ნაბიჯი ქალაქის და NYCEDC (New York City Economic Development Corporation)-ის ორწლიანი დაკვირვების შედეგია. აქამდე უფრო მეტი დრო იხარჯებოდა თავდადებული მოხალისეების გუნდის შექმნაში, საცურაო აუზების დიზაინის ხელახლა შექმნასა და წყლის ფილტრაციის მოქმედების გარკვევაში. ამჟამინდელი შეთავაზება მოახერხებს ისთ რივერიდან 600.000 გალონი დაბინძურებული წყლის გაფილტვრას, რაც ნიშნავს, რომ მისი გავლენა ნიუ იორკელებისთვის გასართობ საცურაო აუზზე მეტს სცდება.

პროექტის სქემები აჩვენებენ შესაძლებლობას, იგი იყოს გამოყენებული როგორც საზოგადოებრივი აუზი, ასევე ორგანიზებული წვეულებების მიზნით. ორივე, კულტურული და გარემოსთან დაკავშირებული, უპირატესობის გამო + POOL ბევრ ადამიანს ახარებს.

თუ ვერ ელოდებით მდინარეში გაცურვის შესაძლებლობას  იმაზე ფიქრის გარეშე, რომ დაბინძურებისგან ავად გახდებით, მარტო არ ხართ. + POOL-მა მიიქცია მერიის კანდიდატ ენდრიუ იანგის და ისეთი ცნობილი ადამიანების ყურადღება, როგორებიც არიან კენიე უესტი და ნილ პატრიკ ჰარისი. მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტული დრო ჯერ არ ვიცით, + POOL შესაძლოა მალე რეალური გახდეს.

 

სტატიაზე მუშაობდა : გიორგი შაქარაშვილი და დეა კუსიანი

წყარო : mymodernmet.com


წინა პოსტი
მორგან ფრიმანმა თავისი რანჩო ფუტკრების ნაკრძალად გადააკეთა და მილიონობით ადამიანის ინსპირაციად იქცა
შემდეგი პოსტი
მარიამ ქვრივიშვილმა პირადად მოინახულა დაჭრილი ტურისტი – ეკონომიკის სამინისტრო

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • Life in a heat dome: The American West is figuring out how to keep cool
  • სიცოცხლე „სიცხის გუმბათის“ პირობებში: როგორ ცდილობს გაგრილებას ამერიკის დასავლეთი
  • ბარსელონაში NO₂-ის დონე მნიშვნელოვნად შემცირდა დაბალი ემისიის ზონის დანერგვის შედეგად
  • Barcelona’s NO₂ levels dramatically reduced by Low Emission Zone
  • Renewable and Low-Carbon Sources Accounted for Over 40% of Global Electricity Production in 2024: Report
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
სამშაბათი, 29, სექ
Life in a heat dome: The American West is figuring out how to keep cool
სამშაბათი, 29, სექ
სიცოცხლე „სიცხის გუმბათის“ პირობებში: როგორ ცდილობს გაგრილებას ამერიკის დასავლეთი
ოთხშაბათი, 23, სექ
ბარსელონაში NO₂-ის დონე მნიშვნელოვნად შემცირდა დაბალი ემისიის ზონის დანერგვის შედეგად
ოთხშაბათი, 23, სექ
Barcelona’s NO₂ levels dramatically reduced by Low Emission Zone
კვირა, 13, სექ
Renewable and Low-Carbon Sources Accounted for Over 40% of Global Electricity Production in 2024: Report
კვირა, 13, სექ
ანგარიშის მიხედვით, განახლებადი და დაბალნახშირბადოვანი წყაროები 2024 წელს გლობალური ელექტროენერგიის წარმოების 40%-ზე მეტს შეადგენდა

Welcome back,