GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

NASA და Google აუმჯობესებენ ჰაერის დაბინძურების ადგილობრივ მონიტორინგს

Homepage მსოფლიო NASA და Google აუმჯობესებენ ჰაერის დაბინძურების ადგილობრივ მონიტორინგს
მსოფლიო

NASA და Google აუმჯობესებენ ჰაერის დაბინძურების ადგილობრივ მონიტორინგს

ნოემბერი 2, 2022
By GREENPOLE
0 კომენტარი
393 ნახვა
ნახვები : 20
  • NASA და Google აფართოებენ ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის არსებულ პარტნიორობას
  • ისინი ცდილობენ NASA-სა და Google Earth Engine მონაცემთა ნაკადების ერთმანეთთან დაკავშირებით ჰაერის მაღალი რეზოლუციის რუკების შექმნას თითქმის რეალურ დროში.
  • იმედოვნებენ, რომ ეს რუკები პოლიტიკოსებს დაეხმარება ლოკალურად უფრო სუფთა ჰაერის შესაქმნელად სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში.

 

 

რეგიონულ მთავრობებს ჰპირდებიან უფრო ეფექტურ ინსტრუმენტებს, რომლებიც მათი ატმოსფეროს უკეთ შესწავლით საშუალებას მისცემს, საზოგადოება უკეთ დაიცვან.

NASA და Google აფართოებენ ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის არსებულ პარტნიორობას, რათა დაეხმარონ ადგილობრივ პოლიტიკოსებს გააუმჯობესონ მონიტორინგი და პროგნოზირება. იმედოვნებენ, რომ ეს გამოიწვევს უკეთესი გადაწყვეტილებების მიღებას, რომლებიც დაეყრდნობა უფრო ზუსტ და სიღრმისეულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ რას სუნთქავს მოსახლეობა.

ამ ნაბიჯით იგეგმება მუშაობის დაწყება უფრო დახვეწილი მანქანათა სწავლების (machine learning) ალგორითმების შემუშავებაზე, რომლებსაც შეეძლებათ NASA-სა და Google Earth Engine მონაცემთა ნაკადების დაკავშირება, რაც შესაძლებელს გახდის ჰაერის მაღალი რეზოლუციის რუკების შექმნას თითქმის რეალურ დროში.

ეგრეთწოდებული Annex Agreement გაგრძელდება ორი წლის განმავლობაში და ის ეფუძნება ორგანიზაციებს შორის არსებულ კვლევით თანამშრომლობას. ეს პროექტი არსებითად ზრდის NASA-ს თანამგზავრების მიერ შეგროვებული იმ ინფორმაციის რაოდენობას, რომელიც შეიძლება შეინახოს Google Cloud Platform-სა და Google Earth Engine-ზე.

თავდაპირველად, დაამატეს ორი ახალი მონაცემთა ნაკრები, ერთი Goddard Earth Observing System Composition Forecasts (GEOS-CF)-დან (“გოდდარდის დედამიწის დამკვირვებელი სისტემის კომპოზიციის პროგნოზი”-დან) და მეორე კი Modern-Era Retrospective analysis for Research and Applications, Version 2 (MERRA-2)-დან. (“თანამედროვე ეპოქის კვლევისა და გამოყენების რეტროსპექტული ანალიზის, ვერსია 2”-დან). როგორც კი ის ამოქმედდება, ანალიტიკოსებს შეუძლიათ მოელოდონ წვდომას ქალაქის მასშტაბის შეფასებებსა და მავნე დამაბინძურებლების პროგნოზებზე, რომლებიც თითქმის მყისიერად მიეწოდება.

„ჩვენ აღფრთოვანებული ვართ ნასასთან ჩვენი პარტნიორობით, რათა ჰაერის ყოველდღიური ხარისხი უფრო ეფექტური გავხადოთ ადგილობრივ დონეზე“, – თქვა რებეკა მურმა, Google Earth-ის, Earth Engine-ისა და Google-ის Outreach-ის დირექტორმა.

„გარემოს გაგების საშუალებები, როგორებიცაა მაღალი გარჩევადობის ჰაერის ხარისხის რუკები, შეიძლება იყოს სასარგებლო ინსტრუმენტები ქალაქებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის, რომლებსაც შეუძლიათ მიიღონ ზომები კლიმატსა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებით თავიანთ უბნებში“, – განაგრძო მან.- “NASA-სთან ეს სამეცნიერო კვლევითი პარტნიორობა დაგვეხმარება გავაუმჯობესოთ ჰაერის ხარისხის რუკების გარჩევადობა, სანდოობა და სარგებლობა სივრცეშიც და დროშიც და ყველას მისცემს მეტ მონაცემს სუფთა ჰაერის სასარგებლოდ გადაწყვეტილების მისაღებად.

 

სტატიაზე მუშაობდა : ანა ქავთარაძე და გიგი ჭითანავა

წყარო : airqualitynews.com

2 ნოემბერი 2022 წელი.


წინა პოსტი
ხეების დარგვა ყოველთვის არაა ეფექტური გზა ნახშირორჟანგის შესამცირებლად
შემდეგი პოსტი
ახლო აღმოსავლეთისათვის უდაბნოს მტვერზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს ადამიანის მიერ წარმოქმნილი დაბინძურება

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ჰაერის დაბინძურება დაკავშირებულია სიმსუქნესა და დიაბეტთან
  • დიდი ბრიტანეთის ჰაერის დაბინძურება
  • „We Care 4 Air“ გაერთიანებულ სამეფოში ნახშირწყალბადის ქსელს დააყენებს
  • როგორ შთანთქავს ჩვენი სახლი VOC-ს — და რატომ აქვს ამას მნიშვნელოვანი გავლენა
  • ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
კვირა, 21, დეკ
ჰაერის დაბინძურება დაკავშირებულია სიმსუქნესა და დიაბეტთან
კვირა, 14, დეკ
დიდი ბრიტანეთის ჰაერის დაბინძურება
სამშაბათი, 9, დეკ
„We Care 4 Air“ გაერთიანებულ სამეფოში ნახშირწყალბადის ქსელს დააყენებს
ოთხშაბათი, 12, ნოე
როგორ შთანთქავს ჩვენი სახლი VOC-ს — და რატომ აქვს ამას მნიშვნელოვანი გავლენა
ხუთშაბათი, 9, ოქტ
ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
ოთხშაბათი, 17, სექ
რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ

Welcome back,