GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

ხეების დარგვა ყოველთვის არაა ეფექტური გზა ნახშირორჟანგის შესამცირებლად

Homepage შემეცნებითი ხეების დარგვა ყოველთვის არაა ეფექტური გზა ნახშირორჟანგის შესამცირებლად
შემეცნებითი

ხეების დარგვა ყოველთვის არაა ეფექტური გზა ნახშირორჟანგის შესამცირებლად

ნოემბერი 2, 2022
By GREENPOLE
0 კომენტარი
1066 ნახვა
ნახვები : 550
  • თეორიას, რომ მეტი ხის დარგვა სათბურის ეფექტს შეამცირებს, საფუძველი გამოეცალა
  • დასრულდა მრავალ ქვეყანაში მიმდინარე გრძელვადიანი ექსპერიმენტი, რომელმაც აჩვენა, რომ მწირ ნიადაგზე ხეები ზრდას წყვეტს და მეტ ნახშირორჟანგს არ შთანთქავს
  • დედამიწის ატმოსფეროში ნახშირორჟანგის გამოყოფის შესამცირებლად დამატებითი ტყეების დარგვა არ გვიშველის, რადგან მხედველობაში უნდა მივიღოთ მთელი ეკოსისტემა. კერძოდ კი, ნიადაგში აზოტის შემცველობა და მცენარის სასიცოცხლო ციკლი

 

ხეების დარგვა ყოველთვის მიიჩნეოდა ნახშირორჟანგის რაოდენობის შემცირების ეფექტიან მეთოდად, როდესაც ატმოსფეროში ნახშირორჟანგის ოდენობა იზრდებოდა. თუმცა ახლა გოტენბურგის უნვერსიტეტის მკვლევრები და სხვანი გვაფრთხილებენ, რომ მწირ ნიადაგზე დარგული ხეები, გრძელვადიან პერსპექტივაში, ამ პრობლემას ვერ გადაწყვეტს. ტყის დაბერებასთან ერთად მცირდება მის მიერ CO2-ის შთანთქმის უნარი. ყოველ ჯერზე, როდესაც ტყე ირგვება, დგება ნიადაგიდან დამატებითი ნახშირბადის გამოყოფის რისკი.

მცენარეების მიერ ნახშირორჟანგის შთანთქმის უნარი საკვანძო ფაქტორია გლობალური დათბობის ეფექტების გამოთვლისას, როდესაც ატმოსფეროში ნახშირორჟანგის დონე იზრდება.

რამდენიმე საველე ექსპერიმენტის ფარგლებში მეცნიერებმა გაზომეს, თუ რა სიჩქარით იზრდება ტყეები CO2-ით გაჯერებულ ჰაერზე. ზრდის ტემპი ძალიან ნელი იყო ან საერთოდ ეცემოდა, როდესაც მცენარეები მწირ ნიადაგზე იზრდებოდა, ზოგგან ამ პროცესს 10 წელი სჭირდებოდა.

„საერთო ბიომასა, რომელიც ნახშირბადს უნდა შთანთქავდეს, ჩვენ შემთხვევაში, დროთა განმავლობაში აღარ იზრდებოდა, CO2-ით გაჯერებული ჰაერის ზეგავლენის გამო. კერძოდ, ზრდის ტემპის შენელება სხვადასხვა ფაქტორებზე იყო დამოკიდებული, მაგრამ აქედან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იყო, თუ რა ოდენობის აზოტს შეიცავდა ნიადაგი,“ ამბობს გოტენბურგის უნივერსიტეტის მკვლევარი ლუიზა ანდერსონი.

 

 

უფრო დეტალური სურათი 

სხვა ფაქტორი, რომელსაც ადრე არ ითვალისწინებდნენ, არის ხეების გახმობა და მათ მიერ ნახშირბადის შეწოვის შეწყვეტა. სამაგიეროდ, მათში შემავალი ნახშირბადი დროზე ადრე თავისუფლდება. დიდი ხანია, მეცნიერულ წრეებში მიდის დისკუსია ჩვენი ტყეების ზომის  უნარიანობაზე, წარსულში სათბურის ეფექტი შეემცირებინა. ეს კვლევა, რომელიც პრესტიჟულ ჟურნალში Global Change Biology გამოქვეყნდა, უფრო დეტალურ სურათს იძლევა.

„ახლა უკვე ვიცით, რომ ჩვენ – ადამიანები – ვერ დავიმშვიდებთ სინდისს ახალი ტყეების გაშენებით; გრძელვადიან პერსპექტივაში, ეს სინამდვილეში არ დაგვეხმარება. ერთადერთი საშველი კაცობრიობის მიერ გამოწვეული სათბურის აირების ემისიების შემცირებაა,“ ამბობს ლუიზა ანდერსონი.

მკვლევრები ასევე გვაფრთხილებენ, რომ ხეების მასობრივმა დარგვამ, შესაძლოა, ნეგატიური შედეგებიც გამოიწვიოს. უკაცრიელი ადგილი ან ტუნდრა ისედაც კარგად შთანთქავს ნახშირორჟანგს. თუკი ასეთ ადგილას ხეების დასარგავად ნიადაგი მანქანებით დამუშავდება, ამით გაჩნდება ნიადაგში არსებული ნახშირორჟანგის გამოთავისუფლების მაღალი რისკი.

 

ნიადაგში აზოტის შემცველობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია

ადრე გაბატონებული იყო თეორია, რომ ჰაერში ნახშირორჟანგის მაღალი შემცველობა მცენრეული ბიომასის ზრდას ხელს უწყობს. ისევე, როგორც ის აზრი, რომ მცენარის ზრდის ხელშეწყობისათვის კარგია მასთან საუბარი. აშშ-ში, შვეიცარიაში, დანიასა და სხვა ქვეყნებში ჩატარებულ გარე ექსპერიმენტებში, ტყეებსა და მცენარეებზე ხელოვნურად აფრქვევდნენ ნახშირბადით გაჯერებულ ჰაერს, რათა მკვლევრებს ბიომასის ზრდა გაეზომათ. აზოტის დაბალი შემცველობის ნიადაგზე მცენარეები რამდენიმე წელიწადში წყვეტდნენ ზრდას.

„ეს არცთუ კარგი ამბავია, იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში, დედამიწის ატმოსფეროში ნახშირორჟანგის რაოდენობა 380 ppm-დან 410 ppm-მდე გაიზარდა. ამ ძალზედ ხანგრძლივი ექსპერიმენტების შედეგად, მეტი გავიგეთ იმის შესახებ, თუ როგორ რეაგირებს მცენარეები ჰაერში ნახშირბადის გაზრდილ შემცველობაზე. თუკი მხედველობაში ვიქონიებთ მთელ ეკოსისტემას, ნიადაგის ნაყოფიერებასა და მცენარის სრულ სასიცოცხლო ციკლს, მაშინ აღმოვაჩენთ, რომ მრავალი ეკოსისტემა არ შთანთქავს საკუთარ გამოყოფილ ნახშირორჟანგზე მეტს,“ ამბობს ლუიზა ანდერსენი.

 

სტატიაზე მუშაობდა : ლილიან მეტრეველი და მეგი რუსია

წყარო : www.gu.se

2 ნოემბერი 2022 წელი.


წინა პოსტი
ჰაერის დაბინძურებას შეუძლია გააძლიეროს კლიმატური ცვლილების მავნე ზეგავლენა
შემდეგი პოსტი
NASA და Google აუმჯობესებენ ჰაერის დაბინძურების ადგილობრივ მონიტორინგს

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • როგორ შთანთქავს ჩვენი სახლი VOC-ს — და რატომ აქვს ამას მნიშვნელოვანი გავლენა
  • ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
  • რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
  • ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
  • მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ოთხშაბათი, 12, ნოე
როგორ შთანთქავს ჩვენი სახლი VOC-ს — და რატომ აქვს ამას მნიშვნელოვანი გავლენა
ხუთშაბათი, 9, ოქტ
ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
ოთხშაბათი, 17, სექ
რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
პარასკევი, 12, სექ
ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
შაბათი, 30, აგვ
მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
შაბათი, 2, აგვ
გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში

Welcome back,