GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

მწვანე ჩაი და სხვა ნატურალური სასმელები ფილტვების ჯანმრთელობას ინარჩუნებენ

Homepage შემეცნებითი მწვანე ჩაი და სხვა ნატურალური სასმელები ფილტვების ჯანმრთელობას ინარჩუნებენ
შემეცნებითი

მწვანე ჩაი და სხვა ნატურალური სასმელები ფილტვების ჯანმრთელობას ინარჩუნებენ

მაისი 6, 2021
By GREENPOLE
0 კომენტარი
1203 ნახვა
ნახვები : 611

ფილტვების დახმარებით ადამიანები ვინარჩუნებთ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ფილტვები ახდენენ ჟანგბადით მდიდარი ჰაერის რეგულირებას და სხეულიდან განდევნიან არასაჭირო გაზებს, როგორიცაა ნახშირორჟანგი. მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებმა  ფილტვები ჯანმრთელ მდგომარეობაში შეინარჩუნონ. ჩვენ ვცხოვრობთ დროში, სადაც საკვები არ არის ნატურალური, ჰაერი კი – სუფთა, ამის გამო მრავალი დაავადება სერიოზულ საფრთხეს უქმნის ჩვენს ჯანმრთელობას.

ქვემოთ ჩამოთვლილია ის სასმელები, რომლებიც ხელს უწყობენ ფილტვების გაჯანსაღებას და ანეიტრალებენ დაბინძურებული ჰაერით მიყენებულ ზიანს:

  1. ლიმონის, ჯანჯაფილისა და პიტნის ჩაი: ლიმონის, ჯანჯაფილისა და პიტნის ჩაი ნატურალური გამწენდია, რომელიც მავნე ნივთიერებებს გამოდევნის ორგანიზმიდან. ჩაი ლიმონით გამოაცოცხლებს თქვენს გონებას, ჯანჯაფილი მოგცემთ ენერგიას, პიტნა კი მოგიხსნით დაძაბულობას ყელის არეში.
  2. თაფლი და თბილი წყალი: თაფლიანი თბილი წყალი ფილტვებს დაბინძურებულ ჰაერთან ბრძოლაში ეხმარება. თაფლი ეფექტურად ებრძვის სხეულში მიმდინარე ანთებით პროცესებს, თბილი წყალი კი – სასარგებლოა სხეულის დეტოქსირებისთვის.
  3. ტურმერიკ-ჯანჯაფილის სასმელი: ტურმერიკი შეიცავს კურკუმას, რომელიც არის ანტიოქსიდანტი, ამასთან აქვს ანტიტოქსიკური, ანთებისა და სიმსივნის საწინააღმდეგო თვისებები. ჯანჯაფილი კი კურნავს გულისრევას, რომელიც გამოწვეულია სიგარეტის ხშირი მოხმარებით.
  4. მწვანე ჩაი: მწვანე ჩაის მრავალი სასარგებლო თვისება აქვს, იგი ეფექტურად წმენდს ფილტვებს, ასევე გაჯერებულია ანტიოქსიდანტებით რომლებიც ამცირებენ ანთებით პროცესს ფილტვებში. შესაბამისად, ყოველდღე მწვანე ჩაის მიღება შესამჩნევად გააჯანსაღებს თქვენს ორგანიზმს.
  5. ძირტკბილას ფესვის ჩაი: შესაძლოა, ძირტკბილას ფესვის ჩაი არც ისე პოპულარულია, თუმცა იგი მთავარ სამკურნალო საშუალებად ითვლება ხველის, შეშუპეპისა და ცხელების სამკურნალოდ. ცნობილია, რომ ამ დეტოქს- სასმლის რეგულარულად მიღება ამცირებს გულის დაავადებების რისკს და წმენდს ფილტვებს.

უნდა აღინიშნოს, რომ გარდა ამ დეტოქს-სასმელებისა, საჭიროა მოწესრიგებული ძილი, რეგულარული ვარჯიში და ჯანსაღი ჩვევების გამომუშავება, რათა  შენარჩუნდეს ფილტვების ჯანმრთელობა.

ავტორი: Nmami Agarwal, Nmami Life-ის ნუტრიციოლოგი

შენიშვნა: სტატიში გამოხატული შეხედულებები არის ავტორის პირადი აზრი. შესაბამისად გამავრცელებელი წყარო-NDTV არ იღებს პასუხისმგებლობას მის აკურატულობასა და სანდოობაზე.

 

სტატიაზე მუშაობდა : თამუნა გეგელაშვილი და ანა კუხაშვილი

წყარო : https://www.ndtv.com/health/air-pollution-green-tea-and-other-drinks-that-can-heal-your-lungs-naturally-2337668


წინა პოსტი
ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ მოპედების მძღოლებს მართვის მოწმობა დასჭირდებათ
შემდეგი პოსტი
როგორ გავაუმჯობესოთ ურბანული კლიმატი

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ახალი მათემატიკური მეთოდი, რომელიც განიხილეს უორვიკის უნივერსიტეტში, პირველად იძლევა მარტივ და პროგნოზირებად გზას, რათა გავიგოთ, როგორ მოძრაობენ არასრულყოფილად ფორმირებული ნანო ნაწილაკები ჰაერში.
  • სუფთა ჰაერი შესაძლოა ბავშვების მხედველობას იცავდეს
  • მანჩესტერის ჰაერის დაბინძურების არაეფექტური კამპანიის გამო, სულ უფრო მეტი ბავშვი ხვდება საავადმყოფოში
  • ფაბრიკებიდან გამომდინარე ჰაერის დაბინძურება შეიძლება სასიკვდილო იყოს და საიდუმლოდაც დარჩეს
  • ხილის მიღებამ შესაძლოა ფილტვები ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაზიანებისგან დაიცვას
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
კვირა, 19, აპრ
ახალი მათემატიკური მეთოდი, რომელიც განიხილეს უორვიკის უნივერსიტეტში, პირველად იძლევა მარტივ და პროგნოზირებად გზას, რათა გავიგოთ, როგორ მოძრაობენ არასრულყოფილად ფორმირებული ნანო ნაწილაკები ჰაერში.
სამშაბათი, 31, მარ
სუფთა ჰაერი შესაძლოა ბავშვების მხედველობას იცავდეს
სამშაბათი, 24, მარ
მანჩესტერის ჰაერის დაბინძურების არაეფექტური კამპანიის გამო, სულ უფრო მეტი ბავშვი ხვდება საავადმყოფოში
ხუთშაბათი, 26, თებ
ფაბრიკებიდან გამომდინარე ჰაერის დაბინძურება შეიძლება სასიკვდილო იყოს და საიდუმლოდაც დარჩეს
კვირა, 8, თებ
ხილის მიღებამ შესაძლოა ფილტვები ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაზიანებისგან დაიცვას
ორშაბათი, 19, იან
ახალმა კვლევებმა აჩვენა რომ ორსულებისთვის დაბინძურებულ ჰაერთან შემხებლობა დაკავშირებულია ახალშობილთა ტვინის განვითარების შეფერხებასთან.

Welcome back,