GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

მცირე კუნძულოვანი სახელმწიფოები მსხვილ დამაბინძურებელ ქვეყნებს საერთაშორისო საზღვაო სამართლის მიხედვით უჩივიან

Homepage მსოფლიო მცირე კუნძულოვანი სახელმწიფოები მსხვილ დამაბინძურებელ ქვეყნებს საერთაშორისო საზღვაო სამართლის მიხედვით უჩივიან
მსოფლიო

მცირე კუნძულოვანი სახელმწიფოები მსხვილ დამაბინძურებელ ქვეყნებს საერთაშორისო საზღვაო სამართლის მიხედვით უჩივიან

თებერვალი 10, 2024
By GREENPOLE
0 კომენტარი
511 ნახვა
ნახვები : 50
  • კლიმატური კრიზისისგან დაზარალებული მცირე კუნძულოვანი სახელმწიფოები მაღალი დაბინძურების მაჩვენებელ ქვეყნებს უჩივიან.
  • კუნძულოვანი ერების ნაწილი ზღვის დონის აწევის საშიშროების წინაშე დგას, რის გამოც ისინი 2100 წლისთვის შესაძლოა ჩაიძიროს.
  • ტრიბუნალის დასკვნა შექმნის მნიშვნელოვან სასამართლო განაცხადს, როგორც მომავალ სახელმძღვანელოს, კლიმატის დაცვის შესახებ კანონების შესაქმნელად.

კლიმატური კრიზისისგან დაზარალებული მცირე კუნძულოვანი სახელმწიფოები მაღალი დაბინძურების მაჩვენებელ ქვეყნებს უჩივიან. სარჩელი განიხილება როგორც პირველი კლიმატური სასამართლო საკითხი ოკეანის დაცვის მიზნით.

ბარბუდასა და ტუვალუს პრემიერ მინისტრები, რომლებიც მცირე კუნძულოვან ერებს წარმოადგენენ, კლიმატური ცვლილებისა და საერთაშორისო სამართლის საკითხზე (COSIS), მტკიცებულებებს საერთაშორისო საზღვაო სამართლის ტრიბუნალზე ჰამბურგში, გერმანიაში წარადგენენ. ისინი ელოდებიან საკონსულტაციო დასკვნას, თუ რა ვალდებულებები უნდა დაეკისროს კლიმატური ცვლილების საფრთხის წინაშე მდგარ ქვეყნებს ზღვის ჰავის შენარჩუნების მიზნით.

როიტერსის გადმოცემით, ტრიბუნალი ასევე გაარკვევს, უნდა ჩაითვალოს თუ არა ოკეანის მიერ შთანთქმული სათბური აირები საზღვაო დაბინძურებად.

ოკეანეში ჭარბი რაოდენობის ნახშირბადი იწვევს მჟავების წარმოქმნასა და მარჯნის გაფერმკრთალებას. კუნძულოვან ერებს ზღვის დონის აწევის საფრთხეც ემუქრებათ, რომლის შედეგადაც შესაძლოა ისინი 2100 წლისთვის ჩაიძირონ.

ტრიბუნალის დასკვნა შექმნის მნიშვნელოვან სასამართლო განაცხადს, როგორც მომავალ სახელმძღვანელოს, კლიმატის დაცვის შესახებ კანონების შესაქმნელად.

პრემიერ მინისტრმა განაცხადა: „კუნძული რამდენიმე ათწლეულში მეტწილად საცხოვრებლად უვარგისი გახდება იმ შემთხვევაშიც კი, თუ არ დაიტბორება. 10,000 ადამიანზე მეტი იძულებული გახდება, კუნძული მიატოვოს,“ – გადმოსცა ნიუ-იორკ ტაიმსმა.

პარიზის შეთანხმება სახელმწიფოებისგან ითხოვს ემისიების შემცირებას და მიზნად ისახავს გლობალური დათბობის შესუსტებას. თუმცა ქვეყნებს რჩებათ უფლება, ამ მიზნების მისაღწევად საკუთარი მოქმედების გეგმა შეადგინონ.

The Guardian-ის გადმოცემით, გამოთვლები აჩვენებს, რომ ტუვალუს დედაქალაქის, ფუნაფუტის ნახევარი საუკუნის შუა ხანებში ჩაიძირება.

„ექსტრემალური ამინდები, რომელიც ყოველწლიურად უფრო ძლიერი და ჭარბი ხდება, ჩვენს მოსახლეობას კლავს და ჩვენს ინფრასტრუქტურას ანადგურებს“.

“ერთი თაობის შემდეგ ამ სახელმწიფოებიდან ზოგიერთი საცხოვრებლად უვარგისი გახდება და ბევრი ზღვაში ჩაიძირება. ეს არის ყველა არსებული საშუალების გამოყენების მცდელობა, რათა გეზი შევაცვლევინოთ დიდ დამაბინძურებლებს, სანამ ეს შესაძლებელია“, – თქვა პაიამ აჰავანმა, COSIS-ის მთავარმა მრჩეველმა და იურიდიულ საკითხებში ექსპერტთა ჯგუფის მდივანმა.

სტატიაზე მუშაობდა: გიორგი ქარქუზაშვილი, გიგი ჭითანავა

წყარო: Ecowatch.com

10 თებერვალი 2024 წელი.


წინა პოსტი
გამონაბოლქვის შემცირება ინდოეთში
შემდეგი პოსტი
გაეროს ანგარიში ემისიების სამშენებლო სექტორში

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
  • რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
  • ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
  • მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
  • გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ხუთშაბათი, 9, ოქტ
ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
ოთხშაბათი, 17, სექ
რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
პარასკევი, 12, სექ
ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
შაბათი, 30, აგვ
მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
შაბათი, 2, აგვ
გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
პარასკევი, 1, აგვ
ახალ კვლევას ელექტრომობილების ბატარეების მომსახურების სერტიფიკატების მიღების აუცილებლობასთან მივყავართ

Welcome back,