გამონაბოლქვის შემცირება ინდოეთში
- ინდოეთმა ისტორიული რეკორდი მოხსნა, სათბურის აირების ატმოსფეროში გამოყოფა 14 წლის განმავლობაში 1/3-ით შეამცირა;
- ეს მსოფლიოში საუკეთესო შედეგია, ასე სწრაფად ამის გაკეთება ვერცერთმა სხვა ქვეყანამ ვერ შეძლო;
- წარმატების საიდუმლო ენერგიის განახლებადი წყაროების გამოყენება, ტყის საფარის ზრდა და ეკოლოგიურად სუფთა ნახშირბადის გამომუშავებაა;
ბოლო 14 წლის განმავლობაში ატმოსფეროში სათბურის აირების გამოყოფა ინდოეთში 1/3-ით შემცირდა.
ინდოეთის მთავრობის ცნობით, ქვეყანამ ატმოსფეროში სათბურის აირების გამოყოფა რეკორდულად შეამცირა. პროცესი უფრო მალე განვითარდა, ვიდრე მოსალოდნელი იყო. პარალელურად შეინიშნება ტყის ფართობის ზრდა და განახლებადი ენერგიის წყაროების გამო რაოდენობის მომატება.
ინდოეთი მიუახლოვდა გაეროს კლიმატის ცვლილების კონვენციის პირობების შესრულებას, რომლის თანახმადაც ქვეყანამ იკისრა ვალდებულება, 2005 წლიდან 2045 წლამდე გამონაბოლქვი 45%-ით შეემცირებინა.
სახელმწიფო მოხელეებმა, რომელთაც TNC-ის მესამე ანგარიშსწორებაზე ჰქონდათ წვდომა, ჟურნალისტებს აცნობეს, რომ ინდოეთმა სათბურის აირების რაოდენობა მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) თითოეულ ერთეულზე 2005-2019 წლებში 33%-ით შეამცირა.
ბევრი ქვეყანა ამჟამად TNC-თვის ანგარიშსწორებას ამზადებს UNFCCC-ის განსაახლებლად სათბურის აირების შემცირების თაობაზე.
ინდოეთში მსოფლიოში უსწრაფესი სათბურის აირების გამოყოფა შემცირდა
2016-2019 წლებში გამონაბოლქვის რაოდენობა ყოველწლიურად 3%-ით, ხოლო 2014-2016 წლებში 1.5%-ით მცირდებოდა.
ამ ეტაპზე ეს გამონაბოლქვის შემცირების ყველაზე სწრაფი ტემპია. შედეგს მთავრობამ განახლებადი ენერგიის წყაროების მასობრივი ექსპლუატაციით მიაღწია, მიუხედავად იმისა, რომ წიაღისეული საწვავი ქვეყნის მრეწველობისთვის ჯერ კიდევ ძირითადია.
„ინდოეთის ეკონომიკაში გამონაბოლქვის მუდმივი შემცირების ტენდენცია შეინიშნება. ქვეყანამ მოახერხა ეკონომიკის მწვანე ენერგეტიკაზე გადაწყობა“ — განაცხადა ანონიმმა Reuters-ისთვის მიცემულ ინტერვიუში. სხვა სახელმწიფო მოხელემ აღნიშნა, რომ სათბურის აირების გამოყოფის შემცირება ინდოეთს დაეხმარება იმ განვითარებული ქვეყნების ზეწოლისგან განთავისუფლებაში, რომლებიც მისგან ქვანახშირის გამოყენების შემცირებას ითხოვენ.
ტყის საფარი და მწვანე ნახშირბადი ეხმარება ინდოეთს გამონაბოლქვის შემცირებაში
ერთ-ერთი ჩინოვნიკის ცნობით, ინდოეთმა სათბურის აირების გამოყოფის ინტენსიური შემცირება ტყის მასივების მასიური გაზრდითა და მწვანე ენერგეტიკაში ინვესტირებით მოახერხა. სწორედ ამ უკანასკნელის ინტეგრირება მრეწველობაში, საავტომობილო და ენერგეტიკულ სექტორში გახდა ქვეყნის წარმატების საიდუმლო.
2019 წელს ტყეები ინდოეთის ტერიტორიის 24.56%-ს ანუ 80.73 მილიონ ჰექტარს ფარავდა. ბოლო ხანებში ინდოეთი აქტიურად სწევს წინა პლანზე ეკოლოგიურად სუფთა ნახშირბადის გამოყენებას, რომელიც წყლის მოლეკულების დაშლით მიიღება.
ინდოეთის ელექტროენერგიის მეოთხედი განახლებადი წყაროებიდან იწარმოება
ინდოეთში ელექტროენერგია მუშავდება 25.3% ჰიდროელექტრო და ატომური სადგურებიდა, მაგრამ ფისკალური წლის ანგარიშსწორების თანახმად ეს მაჩვენებელი 24.6%-მდეც კი გაიზარდა.
თბოელექტროსადგურები ქვეყანას კვლავ ამარაგებს 73%-ით, თუმცა 2019 წელს ეს მაჩვენებელი 75%-ს შეადგენდა.
G20-ის ქვეყნების წევრებმა გასული თვის განმავლობაში შემდგარ ორ სხდომაზე წიაღისეულ საწვავზე უარის თქმის საერთო კონცეფციის შემუშავებაში კონსენსუსს ვერ მიაღწიეს.
განვითარებადი ქვეყნები წიაღისეული სათბურის აირების გამოყოფაზე უფრო მკაცრი მოთხოვნების დაწესების წინააღმდეგ გამოდიან. მათი თქმით, რესურსები სწორედ განვითარებული ქვეყნების მიერ წიაღისეული საწვავის უკონტროლო გამოყენებამ გამოფიტა.
სტატიაზე მუშაობდა: ლილიან მეტრეველი, ანა კვეკვესქირი
წყარო: Euronews.com
8 თებერვალი 2024 წელი