GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
      • EnglishEnglish
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
    • English
  • ძებნა

მკვლევრებმა შეიმუშავეს ატმოსფეროდან სათბურის აირების მოშორების ახალი გზა

Homepage შემეცნებითი მკვლევრებმა შეიმუშავეს ატმოსფეროდან სათბურის აირების მოშორების ახალი გზა
შემეცნებითი

მკვლევრებმა შეიმუშავეს ატმოსფეროდან სათბურის აირების მოშორების ახალი გზა

იანვარი 21, 2021
By GREENPOLE
0 კომენტარი
855 ნახვა
ნახვები : 144

სათბურის აირების ატმოსფეროში გამოყოფა გლობალური ტემპერატურის ზრდის ნელ, თუმცა შეუქცევად პროცესებს იწვევს. გაეროს ახალ უმნიშვნელოვანეს მოხსენებაში დეტალურადაა აღწერილი, თუ რამდენად კატასტროფული შეიძლება აღმოჩნდეს ტემპერატურის 1.5 გრადუსზე ზემოთ აწევა (ფოტო: ლუკას შულცე/გეტის სურათები)

მეცნიერები მიესალმებიან ახალ ინოვაციურ გამოგონებას, რომელიც  ნახშირორჟანგს პირდაპირ შთანთქავს ჰაერიდან და მიიჩნევენ, რომ ეს ინოვაცია იქნება რევოლუციური საშუალება კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში.

MIT-ის მკვლევრების მიერ შემუშავებული ახალი მეთოდით შესაძლებელია სათბურის აირების ჰაერიდან მოშორება მათი კონცენტრაციის დონის მიუხედავად. ეს უმნიშვნელოვანესი მიღწევაა, რადგან ჩვენს ატმოსფეროში სათბურის აირების წილი მილიონზე 400 ნაწილს შეადგენს, რაც არ არის ეკოლოგიურად მდგრადი.

როგორც ჟურნალ „Energy and Environment Science“-ში დაბეჭდილ ახალ სამეცნიერო ნაშრომშია აღწერილი, ჰაერის გატარება ხდება ელექტროქიმიურ ფირფიტებს შორის. რამდენიმე წყებად დაწყობილი ფირფიტები იწოვს CO2-ს მათში გამავალი ჰაერის ნაკადიდან და ამით იქმნება ფილტრაციის სისტემა, რომელიც ყველაზე პატარა ნაწილაკებსაც კი იჭერს ჰაერიდან, რომელსაც ჩვენ ვსუნთქავთ.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მეცნიერებმა შეიმუშავეს CO2-ის ატმოსფეროდან მოშორების მეთოდი. შვეიცარიულმა კომპანიამ ცოტა ხნის წინ მიიღო ახალი კაპიტალური დაბანდება ჰაერის გამწმენდი ოპერაციების დასაწყებად – თუმცა ის უფრო ძვირი და ენერგიის მოხმარების კუთხით უფრო ინტენსიურია, ვიდრე MIT-ის ტექნიკა.

MIT-ის გუნდი ახალ მოდელს მიიჩნევს მოქნილ, მასშტაბურ და იაფ საშუალებად, რაც მისი შედარებით მარტივი დიზაინის დამსახურებაა.

„ამ ყველაფრის გაკეთება ჩვეულებრივ პირობებშია შესაძლებელი, იგი არ  საჭიროებს რაიმე თბო, წნევით თუ ქიმიურ ჩარევას. უბრალოდ ეს უთხელესი ფირფიტები, ორივე აქტიური ზედაპირით, შეიძლება წყებად განთავსდეს ყუთში და მიუერთდეს ელექტროენერგიის წყაროს“- განმარტა გუნდის წევრმა, საჰაგ ვოსკიანმა.

რომ წარმოვიდგინოთ, ეს არის ერთი დიდი ბატარეა, რომელიც დატენვის ციკლის დროს იღებს CO2-ს, როდესაც ჰაერის ან გაზის ნაკადი გადის მის ელექტროდებზე. ბატარეის განმუხტვისას დაგროვილი CO2 გამოიყოფა. ის მუდმივად არის დატენვისა და განმუხტვის რეჟიმში, რომლის დროსაც CO2-ს გამოიყოფა ჰაერიდან.

„ელექტროდებს გააჩნია ბუნებრივი მიდრეკილება ნახშირორჟანგისადმი და ადვილად რეაგირებს მის მოლეკულებთან ჰაერის ნაკადში მაშინაც კი, როდესაც ის ძალიან დაბალი კონცენტრაციით არის”, – აღნიშნავენ მკვლევრები გამოცემაში. „სრულიად საპირისპირო რეაქცია მიმდინარეობს ბატარეის განმუხტვისას – ამ დროს მოწყობილობა ნაწილობრივ უზრუნველყოფს მთელ სისტემას ენერგიით და ამ პროცესში გამოიდევნება სუფთა ნახშირორჟანგი. სისტემა მუშაობს ოთახის ტემპერატურაზე და ჰაერის ნორმალური წნევის პირობებში“.

ამ პროცესში შეგროვებული CO2 შეიძლება სასარგებლოც კი აღმოჩნდეს და არაპირდაპირი გზით ხელი შეუწყოს სათბურის აირების შემცირებას. მკვლევრების თქმით, კომპანიები, რომლებიც ამზადებენ გაზიან სასმელებს, ხშირად წვავენ წიაღისეულს, რათა წარმოქმნან ნახშირორჟანგი თავიანთი პროდუქციისთვის. მათ აღარ დასჭირდებათ ამის გაკეთება.

სხვა შემთხვევაში სუფთა ნახშირორჟანგი შეიძლება შეიკუმშოს და ნიადაგში განთავსდეს ან გამოიყენებოდეს საწვავად, როგორც ამას მკვლევარები ვარაუდობენ.

ყველა ეს ზემოთ ნახსენები მიდგომა და ინოვაცია ქმნის შესაძლებლობას პლანეტის გადასარჩენად, რომელსაც კაცობრიობის ისტორიაში CO2-ის ასეთი მაღალი კონცენტრაცია ატმოსფეროში არასდროს ჰქონია. მიუხედავად იმისა, რომ CO2 კრიტიკულად მნიშვნელოვანია დედამიწაზე სიცოცხლის არსებობისთვის, მას ასევე აქვს ატმოსფეროში სითბოს დაჭერის უნარიც.

MIT-ის პროექტმა, სხვა პერსპექტიულ მიღწევებთან ერთად, შესაძლოა პლანეტას პირველად მისცეს თავისუფლად სუნთქვის შანსი მას შემდეგ, რაც ინდუსტრიალიზაციამ მას სერიოზული ზიანი მიაყენა.

 

სტატიაზე იმუშავა : მაია ბურდულმა

წყარო : https://www.treehugger.com/co-carbon-dioxide-process-removal-4862084


წინა პოსტი
გაეროს ახალი ანგარიში აჩვენებს, თუ რა გავლენას ახდენს განვითარებად ქვეყნებში ექსპორტირებული მეორადი ავტომობილები გარემოზე
შემდეგი პოსტი
ბულგარეთის მოქალაქეები შეშფოთებულნი არიან ჰაერის დაბინძურებით კორონავირუსის კრიზისის ფონზე.

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
  • რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
  • ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
  • მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
  • გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ხუთშაბათი, 9, ოქტ
ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
ოთხშაბათი, 17, სექ
რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
პარასკევი, 12, სექ
ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
შაბათი, 30, აგვ
მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
შაბათი, 2, აგვ
გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
პარასკევი, 1, აგვ
ახალ კვლევას ელექტრომობილების ბატარეების მომსახურების სერტიფიკატების მიღების აუცილებლობასთან მივყავართ

Welcome back,