GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩასთან მრავალფუნქციური კომპლექსის აშენება იგეგმება — პირველადი ესკიზი

Homepage საქართველო მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩასთან მრავალფუნქციური კომპლექსის აშენება იგეგმება — პირველადი ესკიზი
საქართველო

მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩასთან მრავალფუნქციური კომპლექსის აშენება იგეგმება — პირველადი ესკიზი

ნოემბერი 11, 2020
By GREENPOLE
0 კომენტარი
1151 ნახვა
ნახვები : 372

მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩაზე (ყოფილი ელბაქიძე/ვერის დაღმართი) იგეგმება მრავალფუნქციური კომპლექსის აშენება. შესაბამისი განცხადება თბილისის მერიაში 22 სექტემბერს შევიდა.

პროექტი 65 500 კვ.მ ფართობზე სასტუმროს, საოფისე, საცხოვრებელი, კომერციული ფართების განთავსებას ითვალისწინებს და მისი წინასწარი ესკიზი დადებითად შეაფასა მერიის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭომ.

ესკიზი არ მოეწონა საბჭოს 4 წევრს. ერთ-ერთის შეფასებით, ამ ზომის მოცულობის, გეგმარებითი სტრუქტურის და არქიტექტურული სახის განაშენიანება არ არის მისაღები ისტორიული უბნისათვის.
„მეტად მძლავრ კომპონენტად გვევლინება საპროექტო განაშენიანება. დაღმართის გასწვრივ არსებული საცხოვრებელი სახლი და სანაპიროსკენ ორიენტირებული, ახლად აშენებული სასტუმრო არის ამ ტერიტორიის განაშენიანების მასშტაბის განმსაზღვრელი. აღნიშნულის გათვალისწინებით ტერიტორიის განაშენიანების მასშტაბი შესამცირებელია. ასევე, საპროექტო განაშენიანება მაქსიმალურად მისაახლოებელია ადრე არსებული განაშენიანების სტრუქტურასთან“, – აღნიშნავს საბჭოს კიდევ ერთი წევრი.
ელბაქიძის/ვერის დაღმართი. (ფოტო არქივიდან)

ესკიზი პროექტის საბოლოო სახე არ არის. ესკიზის წინასწარი შეთანხმებისას საბჭო განიხილავს ფოტომონტაჟის მიხედვით, კონცეფციის დონეზე, განსახორციელებელი მშენებლობის მხოლოდ ქალაქგეგმარებით შესაბამისობას არსებულ განაშენიანებასთან.

პროექტის ავტორებმა, ასევე, მერიასთან უნდა შეათანხმონ განაშენიანების რეგულირების გეგმა, არქიტექტურული პროექტი და შემდეგ მიიღონ ნებართვა მშენებლობაზე.

პროექტი დამუშავდა გერმანული არქიტექტურული კომპანია „გრაფტის“ მიერ.

წყარო : https://www.radiotavisupleba.ge/a/30942865.html?fbclid=IwAR3LvrCbacL5q3A6ZOwvHWadpKgIYNiwytz36j4RHbh7hxTaaXJDdVoPmG8


წინა პოსტი
რა გავლენას ახდენს ხმაურით დაბინძურება ბავშვების კოგნიტურ განვითარებაზე
შემდეგი პოსტი
Yutong-ის ელექტრო ავტობუსი ტალინში

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
  • რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
  • ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
  • მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
  • გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ხუთშაბათი, 9, ოქტ
ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
ოთხშაბათი, 17, სექ
რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
პარასკევი, 12, სექ
ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
შაბათი, 30, აგვ
მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
შაბათი, 2, აგვ
გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
პარასკევი, 1, აგვ
ახალ კვლევას ელექტრომობილების ბატარეების მომსახურების სერტიფიკატების მიღების აუცილებლობასთან მივყავართ

Welcome back,